მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მომზადება მათემატიკაში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში
5.0
| 2 შეფასება

ვამზადებ ნებისმიერ მსურველს მათემატიკა/უმაღლეს მატემატიკაში, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, 4 წლიანი გამოცდილებით. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს, ვმუშაობ, როგორც სკოლის/უნივერსიტეტის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით (დამატებითი სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან). გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე საჭიროებისამებრ იღებს გაკვეთილზე განხილული თემის შესაბამისს კონსპექტს. გარკვეული თემების დამუშავების შემდეგ კი გვექნება შემაჯამებელი წერები, არასაგაკვეთილო პროცესში (ჩემ მიერ დამატებით გამოყოფილ დროს).