მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში

რეპეტიტორი
eyeნანახი
რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის ბავშვებს ყველა საგანში ამ ორი თვის განმავლობაში, ვასწავლი განვლილ მასალას და გავაუმჯობესებინებ იმ საგნებს, რომლებშიც არიან სუსტები. თუ იქნება სურვილი კლასგარეშე ლიტერატურასაც წავაკითხებ ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-2 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით.ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე

მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს
eyeნანახი
მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს

იწყება ჯგუფების შევსება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ, არდადეგების პერიოდში, გადაიმეორონ სხვადასხვა საგნების განვლილი მასალები ან მოემზადონ მომავალი წლისათვის. მოსწავლეებს მოამზადებს მაგისტრანტი პედაგოგი, რომელსაც აქვს 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილება. მომზადება ხდება, 1-დან - მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლილ საგნებში, გააჩნია შესაბამისი კომპეტენციები, დადასტურებული დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან გამართულ მეტყველებას,წაკითხული მასალის სწორად გააზრებას, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და სხვა. ✔️ ასევე,შეისწავლება, ასაკის შესაბამისი, თემების,ჩანახატების და ტექსტების შინაარსის წერა. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათის ხანგრძლივობით. ✔️ იქნება დამატებითი აქტივობებიც. ლოკაცია-გლდანი დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე: