--
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ქართულ ან ინგლისურ ენებზე (სურვილის მიხედვით). დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე. ჩემს შესახებ: ამჟამად ვასწავლი წმ. გიორგის ბრიტანულ-ქართულ სკოლაში. ვარ უფროსი მასწავლებელი. დავამთავრე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩავაბარე საგნის გამოცდა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი ინგლისურენოვან პროგრამაზე ეკონომიკის მიმართულებით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ხოლო ბაკალავრიატზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით. რაც შეეხება სკოლას, დავამთავრე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ძალიან ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი მასწავლებელია. ჩემი ბავშვი ასეთი მონდომებული არ მინახავს. აშკარად აქვს პროგრესი. თამარ წარმატებებს გისურვებთ. დიდი რეკომენდაცია ჩემგან თქვენ.
ძალიან ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი მასწავლებელია. ჩემი ბავშვი ასეთი მონდომებული არ მინახავს. აშკარად აქვს პროგრესი. თამარ წარმატებებს გისურვებთ. დიდი რეკომენდაცია ჩემგან თქვენ.