Mariami
Mariami

--

ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში.გახლავართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ჩემი ძირითადი მიმართულება გახლავთ ინგლისური ფილოლოგია, დამატებითი სპეციალობა კი პედაგოგიკა. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება და ამავდროულად გავლილი მაქვს ოქსფორდის სკოლის 6 წლიანი კურსი და სასწავლო ცენტრი Know How-ს 4 წლიანი პროგრამა. მოსწავლეთა მომზადება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე ვგეგმავ ახალი ჯგუფების შექმნასაც. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 1 საათი,აბიტურიენტების შემთხვევაში საათ-ნახევარი. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, სურვილის შემთხვევაში კვირაში სამჯერაც. ჩემი სწავლების პროგრამა მოიცავს გრამატიკას, ლიტერატურასა და საუბარს. გავდივართ დამატებითი ლიტერატურით, რომელთა ელექტრონულ ვერსიებსაც გაწვდით პირადად მე. ამ ეტაპზე ვამზადებ ბინაზე მიღებით (ლოკაცია - ვარკეთილი ) და ონლაინ ზუმის გამოყენებით. 8 გაკვეთილის ფასი კლასების მიხედვით: *მეორე-მეოთხე კლასები - 60 ლარი. *მეხუთე-მეშვიდე კლასები - 80 ლარი. *მერვე-მეათე კლასები - 100 ლარი. *მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასები - 120 ლარი. (თუმცა ამ ეტაპზე აბიტურიენტთა დამატებითი ჯგუფის გახსნა არ იგეგმება) !!! ერთი ასაკის მოსწავლეების (დედმამიშვილების, კლასელების, მეგობრების, ნათესავების) ერთდროულად (ერთ ჯგუფში) მომზადების სურვილის შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილ თანხას აკლდება -10 ლარი (მაგ: თუკი ორ მეხუთე კლასელ მოსწავლეს ერთ ჯგუფში სურს ყოფნა ამ შემთხვევაში 80 ლარის ნაცვლად თითოეულ მშობელს შეღავათით უწევს 70 ლარის გადახდა.) !