fb
ნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე

--

ქირავდება კოტეჯები ყაზბეგში
eyeნანახი
ქირავდება კოტეჯები ყაზბეგში

ქირავდება 7 კოტეჯი ყაზბეგის რაიონ დაბა სტეფანწმინდაში. "ყაზბეგის კოტეჯები" (Kazbegi Cottages) მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის შესასვლელში, ცენტრალური გზიდან 400 მეტრში. "ყაზბეგის კოტეჯებში" შესაძლებელია 21 ადამიანის განთავსება. თითოეულ კოტეჯში არის 1 საძინებელი 3 სტუმარზე გათვლილი (2 ადგილიან საწოლს + 1 ადგილიანი საწოლი, ან ცალ-ცალკე 1 ადგილიანი 3 საწოლი) და 1 სააბაზანო. ყველა კოტეჯს აქვს აივანი საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი მთის ხედებით. კოტეჯში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, უკაბელო ინტერნეტი, ფენი, სააბაზანოს და საპირფარეშოს ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცები, თეთრეული, წყლის მადუღარა. !(კოტეჯში არ არის ტელევიზორი, მხოლოდ სასადილოშია) ცალკე შენობაში არის სამზარეულო და სასადილო, სადაც შეგიძლიათ აღნიშნოთ და სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები. ეზოში არის მაყალი, კოცონის დასანთები ადგილი, საბავშვო სივრცე, ღია კინოთეატრი, სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები. 1 კოტეჯის ღირებულება არის 80 ლარიდან 200 ლარამდე,დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობასა და დაჯავშნის პერიოდზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე