კატეგორიები

განცხადებები

პრო
ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს მე-5 კლასიდან აბიტურიენტების ჩათვლით.
eyeნანახი
ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს მე-5 კლასიდან აბიტურიენტების ჩათვლით.

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს მე-5 კლასიდან აბიტურიენტების ჩათვლით. მაქვს კერძო პრაქტიკის 23-წლიანი გამოცდილება. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს: • საპროგრამო და ტესტური დავალებების შესრულებას; • გრამატიკის საფუძვლიანად შესწავლას, • ტექსტების ანალიზსა და რედაქტირებას; • გამართული მეტყველებისა და წერის კულტურის ჩამოყალიბებას; • ესეებისა და თხზულებების წერას. მოსწავლეები და აბიტურიენტები სისტემატიურად შემოწმდებიან როგორც პროგრამული, ასევე ეროვნული გამოცდების ტესტების გამოყენებით. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1:30 – 2:00 სთ.

ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში
მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-დან XII კლასის ჩათვლით, ბავშვებს ინგლისურ ენაში. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. ვამზადებ, როგორც დისტანციურად ისე სახლში (თელავი) . ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს რომელიც მოიცავს ოთხივე უნარის განვითარებას: გრამატიკას, ლექსიკას, მოსასმენსა და საუბარს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს/ასევე შესაფერის ტესტებს უმცროსკლასელთათვის.ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: I მაღალ ქულას II საბაზისო დონის ათვისებას III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას და წერის ტექნიკის დახვეწას. უმცროსკლასელებისთვის მაქვს ასევე ცალკე პროგრამა რომელიც ქმნის მყარ ფუნდამენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად. ფასი შეთანხმებით

საგანმანათლებლო ცენტრი "ლეველსი".
საგანმანათლებლო ცენტრი "ლეველსი".

Levels თანამედროვე და ხარსიხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრია. ჩვენი კვალიფიური გუნდით ვიზრუნებთ სწორად და ზუსტად შეგირჩიოთ პროგრამა და შეგიქმნათ საუკეთესო სასწავლო გარემო. Levels გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს: * ინგლისური ენის აკადემია; * საატესტატო/ეროვნული/სამაგისტრო/ გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები; * შაბათ-კვირის სკოლა ბავშვებისთვის; * ხელოვნების აკადემია (გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა) ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ქართული ენა და ლიტერატურა/მათემატიკა: კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე - კვირაში 3-ჯერ 2-საათი ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება: 180 ლარის ნაცვლად 150 ლარი; სწავლის ღირებულება ისტორია/ინგლისური/ზოგადი უნარები/გეოგრაფია/ბიოლოგია/ქიმია/ფიზიკა: კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე - კვირაში 2-ჯერ 2-საათი ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება: 170 ლარის ნაცვლად 140 ლარი. საგანმანათლებლო ცენტრი „LEVELS” გთავაზობთ საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე, ცენტრში შექმნილია საუკეთესო კომფორტული გარემო სწავლისთვის.სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებით. საგანმანათლებლო ცენტრი „LEVELS” გთავაზობთ საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს შემდეგ საგნებში: გეოგრაფია; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა; კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე - კვირაში 2-ჯერ 1-სთ ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს: 10% ფასდაკლება

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს როგორც ცალკეულ საგანში (მაგ, ინგლისური, მათემატიკა) ან ყველა საგანში ერთად. ცალკეული საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ორი განრიგის არჩევა: კვირაში სამი დღე-გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ან კვირაში 2 დღე- გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გამოცდილება: მაქვს 2 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბავშებთან მუშაობის. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ფასი: ფასი არის დამოკიდებული გრაფიკზე, მინიმალური ფასი 45ლარი (ერთი საგნის შემთვევაში) მაქსიმალური 120 (ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა, ინგლისური ენა) აუცილებლად ! მოსწავლეს ექნება საშუალება დამატებითი მასალით იხელმძღვანელოსდა სკოლის მასალის გარეთ შეძლოს ცოდნის გაღრმავება. ბინაზე მისვლა არ განიხილება. მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მდებარებობა: რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი.