ფილტრი
0₾
1000₾
found 105 statement
მიზანსწრაფული აბიტურიენტებისათვის ინგლისური ენის ინდივიდუალური შესწავლა
მიზანსწრაფული აბიტურიენტებისათვის ინგლისური ენის ინდივიდუალური შესწავლა
price:with deal

მოგესალმებით აბიტურიენტებო! აბიტურიენტების ცენტრებსა და რეპეტიტორად მუშაობის 18 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი გთავაზობთ გაძლიერებულ კურსს ინგლისურ ენაში , რაც გულისხმობს რვავე დავალებაზე საფუძვლიან მუშაობას : 1.მოსმენის უნარების გამომუშავება და დახვეწა. 2.წაკითხული ტექსტის გაგება და მასთან ასოცირებული დავალებების შესრულება. 3.ლექსიკური მარაგის გამდიდრება ტექსტებზე,სიტყვებზე,ფრაზებსა და ფრაზალურ ზმნებზე მუშაობით. . 4.გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა თეორიული და პრაქტიკული მასალით. 5.ფორმალური წერილის შაბლონის სწავლება,კითხვების სწორად ფორმულირებაზე ვარჯიში და წერილისთვის საჭირო ლექსიკური მასალის შესწავლა. 6.არგუმენტირებული ესეს შაბლონის სწავლება და საჭირო ლექსიკური მასალა თემატურად. 7. სიტყვების ჩასმაზე ვარჯიში სათანადო სავარჯიშოებით. 8.არტიკლების,წინდებულების,კავშირისა და მიმართებითი ნაცვალსახელების ჩასმაზე მუშაობა. 9.ერთიანი ეროვნული გამოცდების წინა წლების ტესტებისა და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით ცოდნის გამყარება. მოტივირებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვისახავთ არა მხოლოდ მოკლევადიან ( ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება),არამედ გრძელვადიან მიზანსაც,რაც განისაზღვრება სტუდენტობის პერიოდში ასათვისებელ პროგრამასთან ღირსეულად გამკლავებით. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად,რაც გაძლევთ შემდეგ უპირატესობებს: 1.მაქსიმალური ყურადღება მომართულია მხოლოდ თქვენსკენ,რაც იძლევა საშუალებას სწრაფი უკუკავშირის და ყველა სირთულის შემჩნევის ,დეტალურად განხილვის და აღმოფხვრის. 2.თქვენ გეზოგებათ დრო და ენერგია გზაში,რასაც მთლიანად მოახმართ სწავლას. 3.მოქმედებს თავისუფალი და თქვენზე მორგებული გრაფიკი გაკვეთილების. 4. ყურადღება მახვილდება ტექსტთან მიდგომის ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ მეთოდებზეც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდაზე მაღალი ქულის მიღების ალბათობას. მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა ორმხრივი ძალისხმევა,შრომისმოყვარეობა,მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობა.გისურვებთ წარმატებას.

all 105 statement