fb

ტვირთის გადაზიდვა

მარტივად, რომ ავხსნათ ტვირთის გადაზიდვა გულისხმობს სხვადასხვა სახის ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას.
არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ტვირთზეა საუბარი, იქნება ეს პირადი ნივთები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სამშენებლო მასალები.
ნებისმიერ შემთხვევაში მათი ტრასპორტირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ტვირთის გადაზიდვის სერვისი.
ჩვენს ვებგვერდზე სხვადასხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განთავსებულია განცხადებები ტვირთის გადაზიდვის შესახებ. 
თუ გჭირდებათ:
და სხვა ამ ტიპის მომსახურებები, Servisebi.ge-ზე საძიებო ველში მიუთითეთ შესაბამისი სერვისის დასახელება, გადაავლეთ თვალი ძიების შედეგებს და დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით შერჩეული განცხადების ავტორს.
ტვირთის გადაზიდვა
პრო
ტვირთების გადაზიდვა, ავეჯის გადატანა
eyeნანახი
ტვირთების გადაზიდვა, ავეჯის გადატანა
სერვის +

გთავაზობთ მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვას თბილისსა და მის შემოგარენში მოგემსახურებათ მცირე ზომის სატვირთო Honda acty, გამოცდილი მძღოლით. საბარგულის ზომა 2მx1.5მ-ზე ავტომობილი იდეალურია, 500-დან 700-კგ-მდე ტვირთების გადაზიდვისთვის, ისეთების როგორიცაა მაგალითად: - სამშენებლო ნარჩენების გადატანა - ავეჯის გადატანა/გადაზიდვა - სარემონტო მასალების მომარაგება - მცირე ზომის ტექტნიკის გადაზიდვა/გადატანა ავტომობილის მომსახურება შესაძლებელია როგორც, ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის. პ.ს. იურიდიული პირების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ინვოისი/საბუთი

ტელეფონი

ტვირთის გადაზიდვის სერვისი

ტვირთის გადაზიდვის სერვისი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მომსახურებაა, როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე ბიზნესს საქმიანობისთვისაც.
საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლისას, როცა სხვა მრავალი საკითხის მოგვარებაზეც ვართ პასუხისმგებელი, ჩალაგებისა და ნივთების გადატანის პროცედურა შესაძლოა საკმაოდ რთულ გამოწვევად გვექცეს.

მაგალითად: ჯერ ნივთები სათანადოდ უნდა შევფუთოთ და დავახარისხოთ, რათა ტრანსპორტირებისას არ დაგვიზიანდეს, შემდეგ ვიპოვოთ ჩვენი ტვირთის მოცულობის და სიმძიმის გათვალისწინებით ავტომობილი, ხოლო თუ დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ სიმძიმეების აწევას, ამ შემთხვევაში ტრანსპორტზე დატვირთვისას მუშახელიც დაგვჭირდება, რომელთა მოძიებაც საკმაოდ ჭირს და საბოლოოდ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ პრობლემად გადაიქცევა ხოლმე.
საუკეთესო ალტერნატივაა გადაზიდვა მიანდოთ საქმის პროფესიონალებს, რომლებიც ნებისმიერ ტვირთს უპრობლემოდ გადაიტანენ სასურველ უბანში, ქალაქში თუ ქალაქგარეთ ლოკაციებზე.

​ტვირთის გადაზიდვის სერვისი - ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგწევიათ ნივთების გადატანა ერთი მისამართიდან მეორეზე, იქნებოდა ეს მაღაზიაში შეძენილი ახალი ავეჯი თუ ტექნიკა, სამშენებლო მასალები თუ რემონტის დროს  დაგროვილი ნაგვის გატანა და ზუსტად იცით, თუ რაოდენ შრომატევადია ეს პროცესი.
ტვირთის გადაზიდვა, გარდა ფიზიკური ჩართულობისა, მოითხოვს საკმაოდ დიდ გონებრივ რესურსსაც, რაც გულისხმობს  ყოველი ეტაპის ზუსტად დაგეგმვსა და და შესრულებას ნივთის ჩალაგება-შეფუთვიდან დაწყებული, მისი ტრანსპორტირებით დამთავრებული. 
უნდა გავითვალისწინოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა მარშრუტის დაგეგმვა, სწორი სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, გამოცდილი დამხმარე პერსონალის შერჩევა და ა.შ. გადაბარგების ქაოსთან ერთად კი, ამ ყოველივეს გათვლა საკმაოდ რთულია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ  საქმეს თქვენს ნაცვლად სხვები გააკეთებენ, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ყველა საჭირო რესურსი ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვისთვის.

პლატფორმა Servisebi.ge საშუალებას გაძლევთ დროისა და  ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით, სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე კომპიუტერიდან ან მობილურიდან იპოვოთ ნივთების გადასაზიდად საჭირო კომპანია თუ ფიზიკური პირი, რომლებიც ნივთის ზომა/მოცულობის  შესაბამისად შეგირჩევენ ტრანსპორტს და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართავენ გამოცდილ, დამხმარე მუშახელს.

მიზეზები თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ტვირთის გადაზიდვის სერვისით

ტვირთის დამოუკიდებლად გადაზიდვისას გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც ამ პროცედურას ახლავს.
თუ ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ გაქვთ, შესაძლოა ნივთები ტრანსპორტირებისას მათი არასწორი შეფუთვის გამო დააზიანოთ, ხოლო სიმძიმეების დატვირთვა-ჩამოტვრითვისას თავადაც დაზიანდეთ.
მაგალითად: თუ მძიმე საგანს ხელით, არასწორი მოძრაობით აწევთ, შესაძლოა ზიანი მიაყენოთ ხერხემლის ჯანმრთელობას.
მსგავს შეცდომებს ნაკლებად ან საერთოდ არ დაუშვებს პროფესიონალთა გუნდი და უზრუნველყოფენ, როგორც თქვენი, ასევე ნივთის უსაფრთხოებასაც.
ტვირთის გადაზიდვის სერვისს აქვს ასევე შემდეგი უპირატესობებიც:
  • დაზიანების რისკის შემცირება - პროფესიონალებს აქვთ სათანადო გამოცდილება და აღჭურვილობა, რაც გადაზიდვის პროცესს უფრო სწრაფსა და უსაფრთხოს ხდის.
  • გადაბარგებით გამოწვეული სტრესის შემცირება - მნიშვნელოვანი უპირატესობაა სტრესისგან თავის არიდება, თქვენ, როგორც დამკვეთს, აღარ გიწევთ დეტალებში ჩაღრმავება და გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მათ მხარეს ექცევა.ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევების ამოფხვრაზე.
  • ფინანსური ხარჯების შემცირება და ეფექტურობა - გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის საშუალებით, გადამზიდი მხარე ზუსტად აფასებს თუ რა ტიპის ტრანსპორტია ოპტიმალური ამ ნივთების გადასატანად, ტვირთის განსათავსებლად სწორად ითვისებენ ავტომობილის შიდა სივრცეს და გათვლილია ყველა, სხვა დეტალიც.
ერთიანობაში, ასე მათი სერვისის ფასი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ვიდრე ის ხარჯები, რაც დამოუკიდებლად გადაზიდვისას მხოლოდ ორგანიზების ნაწილში დაგვჭირდებოდა.


Servisebi.ge-ზე განთავსებულია 100-ზე მეტი განცხადება, როგორც ინდივიდუალური გადამზიდველების, ასევე კომპანიების მხრიდან.
ტვირთის გადაზიდვის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი მდებარეობის მიხედვით.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq