fb

არგონის სვარკა

არგონის სვარკა სტანდარტული შედუღებისგან განსხვავებული პროცესია, რადგან მასში მთავარი როლს გაზი (იგივე არგონი) ასრულებს. ის შესანიშნავი გზაა ფერადი ლითონების, სხვადასხვა შენადნობებისგან დამზადებული ნაწილების აღსადგენად. არგონის გამოყენებით შედუღება აქტუალურია ავტომობილებში და ის ისეთი ნაწილების აღდგენას ემსახურება როგორიცაა, მაგალითად, გაზის ბალონი. ბზარები და გაზის ავზის დაზიანება იწვევს არა მხოლოდ საწვავის დაკარგვას, არამედ ქმნის საფრთხეს მართვის დროს. Tig სვარკა ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. არგონის ხელოსანი მოგიგვარებთ გენერატორის წინა საფართან დაკავშირებულ პრობლემებს (სრულფასოვანი კავშირის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ არგონის შედუღების დახმარებით). ასევე ის ალუმინის დისკის ბზარების შეკეთებას და ნებისმიერი სხვა სახის დაზიანების აღმოფხვრას გაგიმარტივებთ. 

Servisebi.ge-ზე პროფესიონალი არგონშიკი რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ იპოვოთ. ისეთი მომსახურების მისაღებად, როგორიცაა თიგ სვარკა, სპილენძის შედუღება და ა.შ. კვალიფიციურ ხელოსანს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დაიქირავებთ. საკმარისია გაეცნოთ განცხადებებს და თქვენთვის სასურველ სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. ვინაიდან ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, დეტალებზე შეგიძლიათ თავად არგონის შემდუღებელს შეუთანხმდეთ. ნიკელის აღდგენის და სხვა ნებისმიერი მომსახურების ღირებულება სამუშაოს მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
არგონის სვარკა

არგონის სვარკა- რა ნიშნავს და როგორ მუშაობს ის

არგონის შედუღება (სვარკა) სხვადასხვა ლითონის შედუღების საუკეთესო გზაა. ის საშუალებას გაძლევთ, რომ შექმნათ ერთდროულად ლამაზი და ძლიერი ,,ნაკერები“. ეს არის შედუღების პროგრესული ტიპი, რომელიც გამოიყენება ქიმიურ და კვების მრეწველობაში და მანქანათმშენებლობაში.
არგონის შედუღება არის ერთგვარი ელექტრული რკალის შედუღება, არასახარჯო ელექტროდითა და შედუღების აუზის დაცვის განსხვავებული პრინციპით. რკალის ტემპერატურა ლითონის კიდეების დნობისთვის საკმარისია. ელექტროდის ვიბრაციები შეიძლება კონტროლდებოდეს შედუღების სიჩქარის, ნაკერის სიგანის და შეღწევადობის სიღრმის რეგულირებით. 

თანამედროვე ავტომობილი ლითონის ნაწილებისგან შედგება, რაშიც მსხვრევისა და ჩავარდნის ტენდენცია მაღალია. ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად შედუღების სამუშაო აუცილებელია. ჩვეულებრივ შედუღებას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ალუმინისგან ან ფერადი ლითონებისგან დამზადებულ ელემენტებს გაუმკლავდეს. ასევე ის ვერ ადუღაბებს ერთმანეთთან სხვადასხვა ტიპის ლითონებს. ერთადერთი გამოსავალი შედუღების ყველაზე თანამედროვე ტიპის გამოყენებაა. ეს არის ლითონების ელექტრული რკალის შედუღება დამცავ გარემოში სპეციალური გაზის (არგონის) საშუალებით. არგონი იცავს ნაკერს დაჟანგვისგან შედუღების პროცესში, ამიტომ კავშირი და სისუფთავე ძლიერია. 

არგონის შედუღება მოქნილი ხერხია უჟანგავი ფოლადის, ალუმინის, ტიტანის და მათი კომბინაციების შესაერთებლად. არგონის რკალის შედუღება დაგჭირდებათ:
  • ალუმინის დისკებისთვის;
  • მანქანის ძარის ნაწილებისთვის;
  • გენერატორის კორპუსებისთვის;
  • გადაცემათა კოლოფებისთვის;
  • ავტოკონდინციონერისთვის;
  • ველოსიპედის ჩარჩოებისთვის;
  • მაყუჩებისთვის და სხვა. 
 
რატომ არის საჭირო არგონის შედუღება?

არგონით შედუღება ელექტრული რკალის და გაზის შედუღების თავისებურებებს აერთიანებს. ელექტრული რკალის შედუღებით ეს ტექნოლოგიური პროცესი გულისხმობს ელექტრული რკალის სავალდებულო გამოყენებას, ხოლო გაზის შედუღებით გაზის გამოყენებას ( ასევე ზოგიერთ ტექნოლოგიურ მეთოდს).

როდესაც შედუღების პროცესი ელექტრულად მიმდინარეობს, შესაერთებელი ნაწილების კიდეების დნობა და შემავსებელი მასალა ელექტრული წვის დროს გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის გავლენით იქმნება. გაზი (იგივე არგონი) დამცავ ფუნქციებს ასრულებს. შენადნობი ფოლადების, ფერადი ლითონების და მათზე დაფუძნებული შენადნობების შედუღებას გარკვეული მახასიათებლები გააჩნია. დნობის დროს ჟანგბადთან და ჰაერის სხვა მინარევებთან ურთიერთქმედებით ასეთი ლითონები აქტიურად იჟანგება. ეს უარყოფითად აისახება შედუღების ხარისხზე (შედუღაბებული ნაწილი მყიფეა, წარმოიქმნება ფორები, ჰაერის ბუშტები, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს კავშირს). 
ატმოსფერული ჰაერი კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს შედუღების პროცესში დამდნარ ალუმინზე. გარემომცველი ჰაერის ჟანგბადის გავლენის ქვეშ, ეს ლითონი წვას იწყებს. 

ფერადი ლითონებისა და შენადნობი ფოლადების დასაცავად შედუღების პროცესში ოპტიმალური ვარიანტია არგონის გამოყენება. ამ ტიპის შედუღების უპირატესობებია:
  • მაღალი ხარისხი, საიმედო შედეგი (შედუღების არეალის ეფექტური დაცვით);
  • შესაერთებელი ნაწილების უმნიშვნელო გათბობა, რაც შესაძლებელს ხდის ამ ტექნოლოგიის გამოყენებას რთული კონფიგურაციის ნაწილების შესადუღებლად;
  • ისეთი ნაწილების შეერთების შესაძლებლობა, რომელთა შედუღება სხვა გზით შეუძლებელია;
  • შედუღების მაღალი სიჩქარე;
იმის გამო, რომ მანქანის ბევრ მეტალის ნაწილს რთული კონფიგურაცია აქვს და ის მრავალკომპონენტიანი მასალებისგანაა დამზადებული (ალუმინის შენადნობები, სპილენძი და ა.შ.) არგონის შედუღება ერთადერთი გამოსავალია. ჩვეულებრივი შედუღება არ იძლევა მსგავსი კონფიგურაციის ნაწილების შეერთების საშუალებას. 

 
არგონის სვარკის მნიშვნელობა ავტომობილებისთვის
 
ავტომობილების შეკეთებისას არგონის სვარკა ხშირად გამოიყენება. მაგალითაც, ალუმინის რადიატორის შეკეთება მარტივი არ არის. ეს მასალა მყისიერად იჟანგება, ამიტომ შედუღების პროცესი ჰაერის სრული არარსებობის პირობებში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა ალუმინი დნობადი მასალაა, ამიტომ მისი შედუღება მხოლოდ არგონის გამოყენებით არის შესაძლებელი. 
შესაძლოა ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა მისი შეცვლა სულაც არ იყოს. თანამედროვე ტექნოლოგია აადვილების ხვრელის ან ბზარის შეკეთებას არგონის გამოყენებით, ამიტომ ცილინდრის ბლოკის დაზიანებებსაც მშვენივრად უმკლავდება. 
როდესაც ძრავის ამომყვანი კოლექტორი იბზარება არგონის საშუალებით მისი შეკეთება რეალური გამოსავალია. ასევე აღსანიშნავია, რომ გადაცემათა კოლოფის საფარი და გარსაცმები დამზადებულია ალუმინის შენადნობებისგან. ალუმინი რბილი და ძლიერი ლითონია, თუმცა ძლიერი ზემოქმედების ან ქარხნული დეფექტის გამო ყუთის გარსაცმები იბზარება. იმ მომენტში შეიძლება გეგონოთ, რომ ახალი გადაცემათა კოლოფის შეძენა გარდაუვალია, თუმცა გეტყვით, რომ ამ ერთეულის აღდგენა არგონის შედუღებით შესაძლებელია. 
 
სად დავიქირავოთ არგონის სვარკის სანდო ოსტატი?

ავტომობილებთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება, დღესდღეობით, ძალიან მოთხოვნადია. კონკურენტული გარემოდან და ბაზარზე არსებული უამრავი გამოუცდელი ხელოსნიდან გამომდინარე, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ოსტატების ძიებას გაგიმარტივებთ. Servisebi.ge-ზე არგონის შედუღების სპეციალისტის საპოვნელად რამოდენიმე წუთი დაგჭიდებათ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ არსებულ განცხადებებს, წაიკითხოთ რეალურ მომხმარებელთა შეფასებები და სპეციალისტი სასურველ მისამართზე გამოიძახოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ თქვენ ოსტატის სანდოობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ახლობლების შეწუხება აღარ მოგიწევთ. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, შესაბამისად, თითოეული სამუშაოს ღირებულება მისი მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. დეტალების დასადგენად უმჯობესია სასურველ სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და მისი დაქირავების გადაწყვეტილება ამის შემდგომ მიიღოთ.

არგონით შედუღება

არგონით შედუღება ლითონის ნაწილების დასაკავშირებლად, ზედაპირებზე მცირე მექანიკური დაზიანების მოსაშორებლად გამოიყენება. ზოგადად ლითონების შედუღება ატომური სტრუქტურის დონეზე ძალიან რთული პროცესია. შედუღებისას ატომები იყოფა და ნაწილების შეხების ადგილს უერთდება. სუფთა რკინისგან განსხვავებით თანამედროვე შენადნობების, მაგალითად უჟანგავი ლითონის შედუღება მარტივი არ არის. ლითონის კონსტრუქციების ელემენტების და ნაწილების დასაკავშირებლად რამდენიმე სახის შედუღების აპარატი გამოიყენება: ტრანსფორმატორი, ინვერტორი (ნახევრად ავტომატური). ეს დანადგარები ლითონის დნობისთვისაა განკუთვნილი. 

არგონის გამოყენებით შედუღება გულისხმობს, გაზის დახმარებით, ელექტრული რკალის გათბობას. არგონი ინერტული გაზია, რომლის მთავარი დანიშნულებაა ლითონების დაცვა ჟანგბადის ზემოქმედებისგან.
არგონის გამოყენების სფეროა საკვები, ქიმიური მრეწველობა. მას ასევე იყენებენ თვითმფრინავების და ავტომობილების მშენებლობის დროს. 

ჩვენს პლატფორმაზე ამ მიმართულების ოსტატებს მრავლად იპოვით. თუ ნერჟავეიკის შედუღება, ტრავესის დადუღება ან სხვა ტიპის სერვისი გჭირდებათ ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს უნდა დაუკავშირდეთ. პლატფორმაზე დამატებითი საკომისიო არ მოქმედებეს ამიტომ სატელეფონო კონსულტაცია უფასოა. რაც შეეხება სხვადასხვა სამუშაოს ღირებულებას (მაგ. ტრავერსის შედუღება მანქანაზე) ის სრული მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 

Servisebi.ge არ ფილტრავს ნეგატიურ კომენტარებს. თითოეული სპეციალიტის დაქირავების შესახებ გადაწყვეტილებას, რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ეს გაგიმარტივებთ შერჩევის პროცესს, რომელსაც სრულად დამოუკიდებლად გაუმკლავდებით და ახლობლების შეწუხება არ დაგჭირდებათ.
სულ 22 რეზულტატი