fb

ტურბინის ხელოსანი

ტურბინის ხელოსანი საავტომობილო სფეროში საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალისტია, რადგან მანქანის ამ აგრეგატთან დაკავშირებული გაუმართაობები საკმაოდ ხშირია. ზოგადად ტურბინა მარტივი აგებულების მოწყობილობაა. მის ძირითად ნაწილში მოთავსებულია ლილვი და ტურბინის ბორბლები ამ ნაწილზე ორი საპირისპირო ბოლოდან არის დამაგრებული. იმისთვის, რომ ლილვი ნორმალურად ბრუნავდეს და არ ცხელდებოდეს მას ზეწოლის ქვეშ ძრავის ზეთი მიეწოდება. ასევე ანტიფრიზის მილი უერთდება ტურბინას დამატებით გაგრილებისთვის.

კორპუსის ძირითადი ნაწილის გვერდებზე დამაგრებულ აგრეგატებში ბრუნავს ტურბინის ბორბლები. გამონაბოლქვი აირები ატრიალებენ ბორბალს და გადიან გვერდითი ღიობიდან. ტურბინა შთანთქავს სუფთა ატმოსფერულ ჰაერს და მიჰყავს ის ძრავის ცილინდრებისკენ. ეს არის ტურბინის ზოგადი სქემა, თუმცა, დიზაინის სირთულეების გათვალისწინებით, მისი განლაგების სხვადასხვა ვარიანტებიც მოიაზრება.
ახალი თაობის ვარიანტებში ზეთი დაბალი წნევით მიეწოდება, ხოლო ლილვი ბრუნავს ძალიან ძვირადღირებულ და მძიმე საკისრებში. აღსანიშნავია, რომ ტურბინა ზეთის გარეშე ვერ იმუშავებს. ჩვეულებრივ, მბრუნავი ლილვების დასალუქად, როგორც ძრავში, ასევე გადაცემათა კოლოფში რეზინის ლუქები გამოიყენება. ამის მიუხედავად, ტურბინის მუშაობის რეჟიმებს ვერცერთი ლუქი ვერ უძლებს. მისი სამუშაო ტემპერატურა ათასობით გრადუსს აღწევს, ხოლო ლილვების ბრუნვის სიჩქარე წუთში ასობით ათას ბრუნს შეადგენს. ეს ძრავთან შედარებით ბევრად მკაცრი პირობებია.

ტურბინის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი დამოუკიდებლად შეკეთება შეუძლებელია. კვალიფიციური ოსტატის დასაქირავებლად ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით და ხელოსანი სასურველ მისამართზე გამოიძახეთ.
ტურბინის ხელოსანი

ყველაფერი, რაც ტურბინის შეკეთებაზე უნდა იცოდეთ


ავტომობილის ნებისმიერმა მფლობელმა იცის, რომ მანქანის წევის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია ტურბო დამტენებთან.  შიგაწვის ძრავას არ შეუძლია იმუშაოს დგუშის სისტემაში ჰაერის შესვლის გარეშე. ძრავის სიმძლავრე საწვავის იმ უჯრედების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც წვის კამერაში ჰაერთან ერთად შედის. სიმძლავრის გასზრდელად აუცილებელია საწვავის და ჰაერის ,,ინექციის“ ზრდა. სწორედ ეს ამოცანა ეკისრება ტურბინას, რომელიც შიდა წვის ძრავზეა დამონტაჟებული. კომპრესორის დანიშნულებაა ცილინდრებში ჰაერის დიდი მოცულობის მიწოდება, რითაც უკეთესად იწვის საწვავი და იზრდება სიმძლავრე.  

 
ტურბინის უკმარისობის მიზეზები
ავტომობილში არსებული გარე ხმების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ტურბინის დიაგნოსტიკა პროფესიონალ ოსტატს მიანდოთ. ხელოსნის დროული ჩარევა ყველა ხარვეზის ნაკლები დანახარჯით გამოსწორების საშუალებას მოგცემთ. ტურბინის გაუმართაობის მიზეზი შესაძლოა გახდეს:
  • ძრავის გაუმართაობა(შეფერხებული მუშაობა);
  • საპოხი მასალის გაშრობა;
  • ნამსხვრევები ტურბინის მექანიკურ ნაწილში;
  • მანქანის დროულად მოუვლელობა: ზეთის ფილტრების შეცვლა;
  • ძრავის გამორთვა დაუყოვნებლივ გაჩერების შემდგომ;
  • დაბალი ხარისხის ზეთის გამოყენება;
  • ძალიან მაღალი დატვირთვა ტურბინაზე;
  • კომპრესორის ბორბლის იმპულსში არსებული უცხო ობიექტები, რომლებიც გადაადგილებისას ტურბინაში ჩავარდა;
იმისთვის, რომ ტურბინის გაუმართაობის ნიშნები დროულად აღმოაჩინოთ, უნდა იცნობდეთ მათ მახასიათებლებს. დაზიანებები გამოიხატება შემდეგნაირად:
  • მაღალი სიჩქარით მუშაობისას სტვენის მსგავსი ხმა ტურბინიდან;
  • საწვავის და ზეთის გაზრდილი მოხმარება;
  • დიზელის ძრავის მქონე მანქანაში გაჩენილი შავი კვამლი/ჭვარტლი;
  • ბენზინის ან დიზელის ძრავის მუშაობისას გაჩენილი ლურჯი კვამლი;
 
რა ეტაპებს მოიცავს ტურბინის შეკეთება?
 
ტურბინის შეკეთებაში იგულისხმება სათადარიგო ნაწილების ახლით შეცვლა თავად ბლოკის შიგნით (ლილვი, ბორბალი, საფარი ა.შ.). ზოგიერთი მძღოლი ამ პროცესს რესტავრაციას ან აღდგენას უწოდებს, თუმცა ეს რესტავრაცია არ არის. შეკეთება სათადარიგო ნაწილების ახლით შეცვლას გულისხმობს. 
დღეს რესტავრირებული ტურბინები ხშირად ახლის ფასად იყიდება, თუმცა მისი  მუშაობის ეფექტურობა გარანტირებული არ არის და შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. თუ თქვენი ავტომობილის ტურბინა გაფუჭდა ახლით შეცვლას ნუ იჩქარებთ. გატეხვის საფრთხე ნებისმიერი ნაწილის შემთხვევაში შეიძლება დადგეს. უმჯობესია გაიგოთ ხარვეზის მიზეზი და მის აღმოფხვრაზე იზრუნოთ. 
ტურბინის შეკეთება რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად ხდება ტურბინის მოხსნა/დემონტაჟი, რომელიც უნდა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. არასწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლოა მექანიზმი საერთოდ ჩავარდეს. ოსტატი ასრულებს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
  • ტურბინის სრული დაშლა გაუმართაობის დასადგენად;
  • ტურბინის ნაწილების და ბორბლების გაწმენდა;
  • საკისრების და ლუქების გამოცვლა;
  • სხვა ნაწილების დიაგნოსტიკა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
  • ტურბინის როტორის დაბალანსება შესაბამის სადგამზე;
  • ზეთის გაჟონვის კონტროლი;
ტურბინის ასამოქმედებლად საჭიროა ოთხი ძირითადი ნაბიჯი. 
ტურბინის დიაგნოსტიკა - აღნიშნული პროცესი ავტომფლობელის თანდასწრებით ხორციელდება. თუ დანადგარი კარგ მდგომარეობაშია რემონტი არ ხდება და მფლობელს ურჩევენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ტურბინის მუშაობას გაახანგრძლივებს. 
დეფექტების აღმოფხვრა - ამ ეტაპზე ხდება იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია ავარია. ასევე განისაზღვრება სარემონტო პირობები და სამუშაოს სირთულის ხარისხი. 
რემონტი - სარემონტო პროცესი მოიცავს შემდეგ სერვისებს: მექანიზმის ნაწილების შეცვლა, ან რეგულირება, საკონტროლო განყოფილების მუშაობის ტესტირება წნევის შემსუბუქებული სარქვლის გამოყენებით, ტურბინის ნაწილების რეცხვა და გაწმენდა და სხვა. 
ნაწილების ხელახალი აწყობა და აგრეგატის დაყენება - ეს პროცესი მოიცავს ზეთის გაჟონვის კონტროლს, დანაყოფის სრულ აწყობას/რეგულირებას და სხვა. 

ტურბინის შეკეთებისას უნდა შეიცვალოს ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი და ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რის გამოც დანაყოფი გატეხილია. ზეთის შეცვლა 6-8 ათასი კილომეტრის შემდგომ არის რეკომენდებული. ეს არის ის პირობითი მაჩვენებელი რის გამოც ტურბინა შეიძლება დაიშალოს. 

 
სად დავიქირავო ტურბინის სანდო ხელოსანი?

21-ე საუკუნის ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, შეიქმნა servisebi.ge სადაც ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მისაღებად რამოდენიმე წამი გჭირდებათ. პლატფორმა ქვეყნის საუკეთესო ოსტატების ბაზას წარმოადგენს, რომლებიც მომხმარებელზე მორგებული პირობებით მუშაობენ. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, შესაბამისად, ხელოსნის ანაზღაურება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
ტურბინის შესაკეთებლად ოსტატის გამოძახება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლება რაც დაგიზოგავთ დროს და სერვისის მიღებას გაგიმარტივებთ. რაც მთავარია სპეციალისტის შესარჩევად ახლობლების რეკომენდაციები აღარ დაგჭირდებათ.
ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის დაქირავებას მომხმარებელთა რეალური გამოცდილების მიხედვით შეძლებთ. 
გადახდის მეთოდი და მომსახურების მიღების დრო შეზღუდული არ არის. უმჯობესია ოსტატთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და პირობები ინდივიდუალურად შეათანხმოთ. 

თქვენი პრიორიტეტების მიხედვით მომსახურების მიღება ნამდვილი ფუფუნებაა, რადგან ასე თქვენ საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე იღებთ გადაწყვეტილებას. Servisebi.ge-ზე შექმნილი კონკურენტული გარემო კი გაძლევთ შანსს, რომ საუკეთესო სპეციალისტის დაქირავება დაუყოვნებლივ მოახერხოთ.
სულ 0 რეზულტატი