fb

ვულკანიზაცია

საბურავების ვულკანიზაცია გამოყენებული ან დაზიანებული საბურავის აღდგენის პროცესია, რომელიც სითბური დამუშავებით ხორციელდება. ეს პროცესი საბურავების სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს და აუმჯობესებს მათ მუშაობას. განურჩევლად ზომისა და ბრენდისა, დღესდღეობით, ყველა ტიპის საბურავის ვულკანიზაციაა შესაძლებელი.
დამუშავებულ საბურავებს ახალთან შედარებით ბევრი უპირატესობა ახასიათებთ:
  • ისინი ბევრად იაფია, თუმცა იგივე მახასიათებლები და გარანტია აქვს;
  • ეს არის ეკოლოგიურად უფრო სუფთა გზა, რაც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ნარჩენების წარმოქმნას;
ვულკანიზაციის პროცედურებიდან ცხელი ვულკანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის შედეგად მიღებული ხარისხიც მძღოლის უსაფრთხო გადაადგილების წინაპირობაა. ცხელი ვულკანიზაციის პროცედურა არაერთ საფეხურს მოიცავს და უმჯობესია თითოეულ მათგანს დეტალურად იცნობდეთ, რათა განსაზღვროთ რამდენად შეესაბამება სპეციალისტის მიერ შემოთავაზებული მეთოდი თქვენს ავტომობილს.
  1. საჭრელით მუშავდება შესაბამისი ჭრა და პარალელურად ხდება საბურავის დემონტაჟი. გამოცდილი ოსტატი განსაკუთრებით ფრთხილობს, რათა არ დაზიანდეს ტექნიკური ქსოვილი (იგივე კაბელი), რომელიც გრძივი ძაფებისგან შედგება.
  2. უბნის დამუშავება დამცავი საშუალებით, რათა ჭუჭყი, მტვერი და ტენიანობა საბურავში არ მოხვდეს.
  3. დამუშავებული ადგილი მაღალ ტემპერატურაზე გამდნარი რეზინით ივსება/შრება. ამის შემდგომ ბორბალი ვულკანიზაციის პროცესისთვის ტრანსპორტირდება.
  4. თერმული დამუშავება- ეს არის სრული პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ის 120-140 გრადუს ტემპერატურაზე ტარდება. ამ დროს საბურავს ენიჭება დამატებითი სიმტკიცე.
  5. პროცედურის საბოლოო ეტაპზე საბურავის დამუშავება ხდება და ოსტატი მას ამაგრებს შესაბამის ადგილას. ეს მოქმედებები საბურავის გაცივების შემდგომ სრულდება.
ვულკანიზაცია

ყველაფერი, რაც ვულკანიზაციის შესახებ უნდა იცოდეთ

ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის გამოყენებისას ხშირია შემთხვევითი შეჯახება და ავარიები. მსგავსი სიტუაციების წარმოშობის მიზეზი ხშირად მძღოლის არაკომპეტენტურობა და გამოუცდელობაა, თუმცა მართვის ხარისხზე ხშირად ავტომობილის მდგომარეობაც ახდენს გავლენას. მანქანის დაზიანების მიზეზი შესაძლოა გახდეს გარე ფაქტორების აგრესიული გავლენა ან ავტომაგისტრალის დაზიანება. იმისთვის, რომ ავტომობილი გამართულად და უსაფრთხოდ მართოთ ვულკანიზაციის პროცედურა პროფესიონალებს უნდა მიანდოთ.
 
რას მოიცავს ვულკანიზაცია ვიწრო და ფართო გაგებით?
ვულკანიზაცია ფართო გაგებით მაღალტექნოლოგიური პროცესია, რომელიც გულისხმობს ნედლი მასალის ტრანსფორმაციას რეზინად. ტრანსფორმაციის პროცესში ჩართულია ლითონის ოქსიდები და არალითონური გოგირდი. ეს ქიმიკატები ვულკანიზაციის კომპონენტებს ასტიმულირებენ და პროცესს აჩქარებენ.
ვულკანიზაცია ვიწრო გაგებით მოიცავს რეზინის ნაჭრის საბურავის ძირითად კომპონენტებთან შერწყმას. ვულკანიზაციის საშუალებით საბურავები მიზნობრივ გამოყენებას ექვემდებარება. 

ვულკანიზაციის მეთოდები
  • ვულკანიზაციის ორი მეთოდი არსებობს: 
  • ცხელი ვულკანიზაცია - რაც მოიცავს რეზინის გაცხელებას მაღალ ტემპერატურაზე;
  • ცივი ვულკანიზაცია - დაზიანებების აღდგენა ძლიერწებოვანი ნაჭრით;

ცხელი ვულკანიზაციის დადებითი მხარეები
თუ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია, მაშინ მეთოდი სანდოა და შედეგები გარანტირებული. ალბათობა იმისა, რომ უარყოფით შედეგებს არ მიიღებთ და პროცედურის განმეორებით ჩატარება არ დაგჭირდებათ, დაახლოებით, 90%-ია. 

ცხელი ვულკანიზაციის შემდგომ ავტომობილის მართვა დასაშვებია და რეაბილიტაციის ლოდინი საჭირო არ არის. ამ პროცესში ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ლენტები უნდა იყოს გამოყენებული, რათა მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა შესაძლებელი გახდეს. 

პროცედურა მრავალფეროვანია. ის შეიძლება ზამთრის სეზონზეც განხორციელდეს და ეს არანაირად არ იმოქმედებს საგზაო ტრანსპორტის მდგომარეობაზე. 

თუ ვულკანიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეში მტვრის მაღალი კონცენტრაციაა ეს მეთოდის ეფექტურობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჰიგიენა ამ მიმართულებით არც ისე მნიშვნელოვანია და სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით სპეციალური მითითებები არ არსებობს. 

ცხელი ვულკანიზაციის დროს გამოყენებული მასალები ბევრად იაფია. მოსამზადებელ ეტაპზე არ არის აუცილებელი გამოთვლების მაღალი სიზუსტე ან სპეციალური პირობები. შეცდომების დაშვება შეიძლება და ისინი პროცესის ეფექტურობაზე გავლენას ვერ ახდენენ. 


ცხელი ვულკანიზაციის უარყოფითი მხარეები
  • ცხელი ვულკანიზაცია საკმაოდ შრომატევადი და ენერგოინტენსიურია. ოსტატი ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, რათა ეს პროცედურა რეგულარულად განახორციელოს;
  • ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება მაღალია და მისი მოძიებაც საკმაოდ პრობლემატურია;

რას მოიცავს ცივი ვულკანიზაცია?
ცივი ვულკანიზაცია ცხელი პროცედურის მსგავსია, თუმცა განხორციელების სიმარტივით გამოირჩევა. ვინაიდან მზა კომპლექტები (პლასტი და წებო) ავტონაწილების მაღაზიებში იყიდება, ამ მეთოდის გამოყენება რთული არ არის. ნებისმიერი დამწყები მძღოლიც კი შეძლებს პროცედურის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ მას სპეციალური ნაკრები გააჩნია. ცივი ვულკანიზაციის პროცესი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს:
  • საბურავების წინასწარი დიაგნოსტიკა;
  • საბურავების ჰიგიენური დამუშავება/გაწმენდა;
  • წებოს წასმა წინასწარ დამუშავებულ ადგილზე, სადაც პროცედურაა ჩასატარებელი;
  • ბორბლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც ის საწყის პროცედურას უბრუნდება;
ორი ტიპის ვულკანიზაციას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ცივი ვულკანიზაციის შემდგომ მანქანის დაუყოვნებლივი მართვა არ არის რეკომენდებული, ცხელის შემთვევაში კი პირიქით. ამასთან, ნედლი რეზინის დამოუკიდებლად დამზადება შეუძლებელია და მის შესაქმნელად გარკვეული ტექნოლოგიები არსებობს. 

ცივი ვულკანიზაციის დადებითი მხარეები
  • გარანტირებული შედეგი;
  • პროცესში გართულებების არქონა;
  • არ საჭიროებს ფართომასშტაბიან აღჭურვილობას;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • პროცედურისთვის საჭირო დროის სიმცირე;
პროცედურისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია საბურავების დაზიანების ხარისხზე, მის სიმკვრივესა და გარემო ფაქტორებზე, ასევე ოთახის ტემპერატურაზეც. ცივი ვულკანიზაციის პროცესისთვის საშუალოდ საჭიროა 20 წუთიდან ნახევარ საათამდე პერიოდი. 

ცივი ვულკანიზაციის უარყოფითი მხარეები
პროცედურის ყველა აუცილებელი კომპონენტის დაკმაყოფილების დროსაც კი ოსტატები მძღოლებს სათადარიგო საბურავის ტარებას ურჩევენ. ცივი ვულკანიზაციის შემდგომ მანქანის დაუყოვნებლივ მართვა არ შეიძლება. გარკვეული პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ საბურავმა წებო შეიწოვოს. ლოდინის პერიოდი დაახლოებით 48 საათია. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ვულკანიზაცია ბევრად სწრაფი პროცედურაა ის პრობლემის მოგვარების მხოლოდ მოკლევადიან გზას წარმოადგენს. გარკვეული პერიოდის შემდგომ აუცილებელია ავტომობილის შესაკეთებლად ისევ გამოცდილ ოსტატს მიმართოთ. 

საბურავის დამაგრების შემდგომ ვექტორების დისბალანსის მოსაშორებლად ოსტატები სპეციალური აპარატით ბორბლებს აბალანსებენ. 

ვის მივმართოთ ვულკანიზაციის ჩასატარებლად?
ერთ სივრცეში ხარისხიანი მომსახურების მიღება ნებისმიერი ადამიანის სურვილია, თუმცა გამოცდილი ოსტატის მოძიება საკმაოდ შრომატევადი პროცესი. ჩვენი პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ძიების პროცესი გაგიმარტივდეთ და სასურველ ხელოსანს რამოდენიმე წუთში დაუკავშირდეთ. Servisebi.ge-ზე იხილავთ სპეციალისტებს, რომელთა მომსახურების მიღებაც თქვენთვის სასურველ ლოკაციაზეა(თბილისი, ბათუმი, რუსთავი,ფოთი, ქუთაისი და ა.შ) შესაძლებელია. მომსახურების ფასი სამუშაოს სირთულესა და მოცულობაზეა დამოკიდებული, ამიტომ უმჯობესია ოსტატის გამოძახებამდე უფასო სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. თუ მაინც ეჭვი გეპარებათ დისტანციურად შერჩეული სპეციალისტის გამოცდილებაში, მაშინ ვებგვერდზე წარმოდგენილ შეფასებებს გადახედეთ. არცერთი ნეგატიური კომენტარი არ იფილტრება, ამიტომ ვულკანიზაციისთვის ოსტატის შერჩევას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. 
ნიუპროტექტორი
ნიუპროტექტორი

კომპანია ნიუპროტექტორი განსხვავებული ხედვის კომპანიაა ქართულ ინდუსტრიულ ბაზარზე , ჩვენ ვქმნით მომსახურებებისა და პროდუქტების ფართო არჩევანს. კომპანია ნიუპროტექტორი **** წლიდან მომხმარებელს სთავაზობს , მაღალი გამავლობის ჯიპების, მიკრო ავტობუსების, ავტობუსების , სატვირთო ავტომობილის და სპეც-ტექნიკის საბურავებზე პროტექტორის აღდგენას და ყველა ზომის დაზიანებული საბურავის შეკეთებას/აღდგენას (გაჭრილი, დანამუხრუჭები, გრიჟიანი, (ბაბონი)) და სხვა. კომპანია ნიუპროტექტორი ლიდერია საქართველოს და ამერიკავკასიის ბაზარზე. პროტექტორ აღდგენილი საბურავების წარმოებით და დაზიანებული საბურავების შეკეთების კუთხით, რაც მიღწეულია საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით და უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, სტაბილურობით, პროფესიონალთა გუნდით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. რაც შედეგებს გვაძლევს ლიდერობისთვის ბაზარზე. პროტექტორის აღდგენილი საბურავებისა და დაზიანებული საბურავების შეკეთების კუთხით, გამომდინარე საგარანტიო პირობების გათვალისწინებით და შედეგებით.

საბურავების შეცვლა

ვულკანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით

ვულკანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებული საკმაოდ მოთხოვნადი პროცესია, რომელიც აქტიურ მძღოლებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასჭირვებიათ. საბურავების გამძლეობის გარეშე ნებისმიერი ტიპის გზებზე გადაადგილებას შესაძლოა თან ახლდეს ავარიები და გაუთვალისწინებელი დაზიანებები. ცხელი ვულკანიზაცია სითბოს დამუშავების მეთოდია, რომელშიც რეზინი მაღალ ტემპერატურაზე თბება. მასალა ხდება ელასტიური, მას შეუძლია გატარება და ტრანსფორმაცია. რადგან რეზინი ერთმანეთზეა დამაგრებული წარმოიქმნება მოძრავი მონოლითური ფენა. იგი ტარდება 120-140 გრადუს ტემპერატურამდე.
დამუშავებული რეზინის შეღწევის შემდეგ ის ავსებს სივრცეს და ჭუჭყის/ტენიანობის წვდომას ზღუდავს. პროცედურის ხანგრძლივობა 1 -2 საათია, რაც ჭრის სიღრმეზეა დამოკიდებული.

ამ პროცედურის გარეშე ავტომობილის ტარების ხარისხი შესაძლოა გაუარესდეს. აღსანიშნავია, რომ ბალანსირების პროცესი გაცილებით ეფექტურია, თუ თქვენ იყენებთ თანამედოვე ელექტრონულ სტენდებს. საბურავების ვულკანიზაციის დრო სამუშაოს სირთულესა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ ამ პროცესს 2-3 საათი სჭირდება. ასეთი პროცედურის ჩასატარებლად ყველაზე მოხერხებულია ინდივიდუალურ პირობებზე შეთანხმება, რაც თქვენი პრიორიტეტების მიხედვით მოქმედებას გაგიმარტივებთ.
Servisebi.ge შექმნილია იმისთვის, რომ სპეციალისტის პოვნა, დისტანციურ რეჟიმში, მარტივად შეძლოთ. ამისთვის გაეცანით საუკეთესო ოსტატთა ბაზას, სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით დააზუსტეთ მომსახურების პირობები და სპეციალისტი თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე გამოიძახეთ. ოსტატის შერჩევისას ახლობლების შეწუხება აღარ დაგჭირდებათ. რეალურ მომხმარებელთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით პროფესიონალი ხელოსნის შერჩევას დამოუკიდებლად შეძლებთ. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ შეფასებების გამჭვირვალობა გარანტირებულია.
სულ 13 რეზულტატი