fb

მოტოციკლის შეკეთება

მოტოციკლის შეკეთება კომპლექსური მომსახურებაა, რომელიც გამოცდილ სპეციალისტს უნდა ანდოთ. გავრცელებულ პრობლემებს შორის შესაძლოა გამოიკვეთოს ჩარჩოს დაზიანება, გაზის ავზის მოვლა, წინა ჩანგლის შეკეთება და სხვა.
მაგალითად, თუ მოტოციკლის წინა ჩანგალი დაზიანებულია, ის ვერ ირიდებს დარტყმებს წინა ბორბალზე. ამასთან დაბრკოლებიდან წარმოქმნილი ბიძგი კუმშავს ამორტიზატორის ზამბარებს და წინა ბორბალი რხევას იწყებს. მოტოციკლის წინა ჩანგლების შეკეთება პრობლემებიდან გამომდინარე განსხვავებულია. მისი გაუმართაობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ამორტიზატორის დაბინძურებული სითხე (რა დროსაც აუცილებელია ჩანგლის გარეცხვა და დეფორმირებული ნაწილების შეკეთება/შეცვლა). 

კაკუნის მიზეზი შეიძლება გახდეს არასაკმარისი სითხე ამორტიზატორში. აუცილებელია ამ დროს ყველა ნარჩენის გადინება და ახალი სითხით შევსება. მოტოციკლის უკანა ამორტიზატორის შეკეთებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში ისმის კაკუნი. ამ დროს ცილინდრი და დგუში უნდა შეიცვალოს.

ბაიკის გარემონტება საშუალებას მოგცემთ, რომ ხანგრძლივ მოგზაურობაშიც შესანიშნავად და უსაფრთხოდ მართოთ. მიუხედავად იმისა ხშირად იყენებთ თუ არა მოტოციკლს, ტექნიკური სარემონტო სამუშაოები გარდაუვალია. მოტოციკლის რემონტისთვის აუცილებელია ქანჩების კომბინირებული ნაკრები. ფოლადზე დასარტყმელი სხვადასხვა წონის ჩაქუჩები, რომლებსაც პლასტმასის ან რეზინის თავი გააჩნია. ქლიბები, რომლებიც გამოიყენება რგოლების მოსახსნელად. ასევე გამოგადგებათ სპეც ხელსაწყო საბურავის წნევის შესამოწმებლად.
ფაქტია, რომ თითოეული სამუშაოსთვის კონკრეტული აღჭურვილობაა საჭირო, რომელთა შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. უმჯობესია საჭიროების დროს გამოცდილ სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც სერვისს გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგაწვდით.
ჩვენს პლატფორმაზე მოტოციკლის ხელოსანი მარტივად და სწრაფად მოსაძიებელი კადრია.
მოტოციკლის შეკეთება

ყველაფერი, რაც მოტოციკლეტის შეკეთების შესახებ უნდა იცოდეთ


ნებისმიერმა მოტოციკლისტმა (დამწყებმა, ან გამოცდილმა) იცის, რომ საიმედოობის მიუხედავად ნებისმიერი მოტოციკლი პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს. მცირე გაუმართაობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ამ ტიპის ტრანსპორტი ყოველ 6-7 თვეში ერთხელ შემოწმდეს, რაც სერიოზული პრობლემებისგან დაგაზღვევთ. ზოგიერთი ბაიკერი თავად აკეთებს თითოეულ საქმეს, თუმცა უმჯობესია სერვისები  კვალიფიციური სპეციალისტებიგსან მიიღოთ.

მოტოციკლის შეკეთება აუცილებელია შასის გაუმართაობის შემთხვევაში, როდესაც ბორბლები იშლება და უკანა საკიდარი ცვდება. ამ დროს უმჯობესია ისინი ახლით შეცვალოთ. ე.წ. მძიმე მოტოციკლზე შესაძლოა დაზიანდეს სამუხრუჭე ხუნდებიც, ან გამოიკვეთოს ძრავის გაუმართაობა. თუ ძრავასთან დაკავშირებული ხარვეზები არსებობს უნდა შემოწმდეს შუასადებები ცილინდრის თავში. არ არის რეკომენდებული მწკრივსა და სარქველს შორის არსებული დიაპაზონის შემცირება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძრავის გადახურება. 

ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედება დაუშვებელია, რათა არ დააზიანოთ ერთიანი სისტემა და დეტალური ტექნიკური ინსტრუქციების მიხედვით იმოქმედოთ. 
თუ მოტოციკლებს სპეციალური რბოლისთვის იყენებთ, ამ ტიპის ტრანსპორტის შეკეთება სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. ამ ტიპის ტექნიკის მახასიათებელი ძრავის სიჩქარე და სიმძლავრე, ხოლო მათ შესაკეთებლად სრულიად განსხვავებული ნაწილები და იარაღები გამოიყენება. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი მოტოციკლის შეძენის შემთხვევაში?
თუ იაპონური მოტოციკლი შეიძინეთ გახსოვდეთ, რომ ის ხანგრძლივად და საიმედოდ მოგემსახურებათ. ეს იმ შემთხვევაში თუ მას დროულად და სათანადოდ მოუვლით. არ მართოთ პირველი ათასი კილომეტრი სტატიკურად, ხშირად შეცვალეთ ძრავის მუშაობის რეჟიმი. თუ ძრავას ყოველ 30-40 წუთში დასვენების საშუალებას მისცემთ მოტოციკლის შეკეთება ბევრად უფრო გადავადდება. 

მოტოციკლის რამოდენიმე მნიშვნელოვანი გაუმართაობა
მოტოციკლი სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტია, თუმცა ავარია ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეიძლება მოხდეს. მოტოციკლის ამწე ლილვის დაზიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ითვლება, რაშიც კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია. იმისთვის, რომ ლილვის ნაწილებიდან მხოლოდ კონკრეტული შეცვალოთ საჭიროა მათი შეკუმშვა. სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით უნდა გაიზომოს ხარვეზები. ამწე ლილვის ზომების აღსადგენად შეიძლება გამოიყენოთ პლაზმური შესხურება, ხოლო დასაკეც ამწე ლილვზე შესაძლებელია ნახმარი ნაწილების შეცვლა. 

მოტოციკლის დაცემისას პირველ რიგში ზარალდება მოტოპლასტიკა. პლასტმასის ნაწილები ადვილად დაფიქსირებადია და მისი შეკეთება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ბზარების მოსაშორებლად საჭიროა სპეციალური იარაღები, თუმცა პლასტმასის ხელით შეკეთებაც დასაშვებია. 
სარემონტო მოტოპლასტიკა საშუალებას გაძლევთ, რომ სპეციალური წებო გამოიყენოთ ნაკერის დასაწებებლად. სერვისცენტრებში რესტავრირებული ნაწილები დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. 

იმ შემთხვევაში თუ ბზარები ჩარჩოზე ჩნდება დაზიანებული ადგილი უნდა მოიჭრას და ხელახლა შედუღდეს. ასევე დამონტაჟეს შეერთებები და გამაძლიერებლი ჩანართები. თუ ბზარის ზომა უმნიშვნელოა მისი მარტივად შედუღება შესაძლებელია. თუ საყრდენი ხვრელები და ზედაპირები გაცვეთილია, ხვრელი სასურველ ზომამდე უნდა შედუღდეს და დამუშავდეს. როდესაც ჩარჩო დეფორმირებულია და მასზე ძლიერი დარღვევები არ ჩანს, ლითონის გასწორება შესაძლებელია. ჩარჩოს გასწორების შემდეგ უნდა აღმოფხვრათ არსებული ჩაღრმავებები და შეღებოთ ის. ზოგჯერ საჭირო ხდება შესაკრავების შეცვლაც. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის სარემონტო სამუშაოებისას ჩამნაცვლებელი ნაწილების მობილიზებაც აუცილებელია. 

როგორ დავიცვათ მოტოციკლეტის საწვავის ავზი?
ძრავის პრობლემები შესაძლებელია არასათანადო ბენზინის გამოყენებას ახლდეს თან, რადგან ის დიდი რაოდენობით მინარევებს და ნამსხვრევებს შეიცავს. ასეთი ნაწილები კეტავენ ფილტრაციის სისტემას, ზოგჯერ კი ჩნდება ჟანგიც, რომელიც ძრავის მუშაობისთვის სახიფათოა. ამის შემდგომ ჩნდება შავი კვამლი, იკარგება სიმძლავრე და მოტოციკლი კარგად არ ირთვება. მოტოციკლეტის ავზის შეკეთება ბევრად უფრო ადვილია, თუ იყენებთ ეპოქსიდს ჟანგის მოსაშორებლად. ეს კოროზიის შემდგომ გავრცელებას შეაჩერებს. გაზის ავზში ეპოქსიდის ჩასხმით შეგიძლიათ გაზარდოთ ავზის გამოყენება და ფილტრის შეცვლის აუცილებლობა აირიდოთ თავიდან. ასევე მნიშვნელოვანია მოტოციკლის წინა ჩანგლის შეკეთება, რომლის დანიშნულებაა წინა ბორბალზე დარტყმების შთანთქმა. ტრანსპორტის ეს ნაწილი მოქნილ მანევრირებას და კომფორტულ მგზავრობას განაპირობებს. 

სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი მოტოციკლის შესაკეთებლად?
საქართველოში სატრანსპორტო სერვისების მიღება მას შემდეგ გამარტივდა, რაც გამოცდილ სპეციალისტთა ერთიანი ბაზა შეიქმნა. Servisebi.ge ხელმისაწვდომი სივრცეა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც სხვადასხვა სარემონტო სერვისის მიღება დაუყოვნებლივ სურს. საკმარისია შეხვიდეთ ვებგვერდზე და რეგისტრირებული კანდიდატებიდან სასურველ ოსტატს დაუკავშირდეთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა. სერვისის პირობების შესახებ სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდებით და ანაზღაურებას სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე გასცემთ. ამ გზით თქვენ დაზოგავთ ფინანსებს და ხარისხიან მომსახურებას ნებისმიერ ქალაქში მიიღებთ
ჩვენი ვებგვერდი გამორჩეული ადგილია მათთვის, ვისაც მომსახურების ან პროდუქტის შეძენისას რეალური რეკომენდაციების მოძიება უყვარს. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემაა. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის სანდოობის შესახებ მომხმარებელთა შეფასებებიდან შეიტყობთ. 

მოტო ხელოსანი

მოტო ხელოსანი იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ ახლა იძენთ მოტოციკლს და მისი შემოწმება გსურთ, ან გამოცდილი ბაიკერი ბრძანდებით და ნებისმიერ გაუმართაობას კარგად ცნობთ. მოტოციკლი, მანქანისგან განსხვავებით, გარე ზემოქმედებისგან ყველაზე დაუცველი ტრანსპორტია. მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას მძღოლის უსაფრთხოებაზე ტრანსპორტის თითოეული ნაწილის გამართულობა ახდენს გავლენას. შესაბამისად, რომელიმე ხარვეზის აღმოფხვრა, ან მოტოს აქსესუარების დაყენება დროულად უნდა განახორციელოთ. 
მოტოციკლის გაუმართაობაზე შეიძლება მიანიშნებდეს უჩვეულო კაკუნი ამორტიზატორებიდან ან ბორბლის არასათანადო მანევრირება. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ხელოსანს 4 თვეში ერთხელ მაინც მიაკითხოთ და მოტოს გამართულობა შეამოწმებინოთ. 

სანდო სპეციალისტის პოვნა დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს, ვინაიდან შეიქმნა ერთიანი ბაზა ქვეყნის საუკეთესო ოსტატების საკონტაქტო მონაცემებით. ვებგვერდი არ იღებს დამატებით საკომისიოს, არ აწესებს დამატებით გადასახადებს და ხელოსანთან დაკავშირების საშუალებას მესამე პირის ჩარევის გარეშე გაძლევთ. პლატფორმაზე რეიტინგები გულწრფელ შეფასებებს ეფუძნება. ნეგატიური და დადებითი კომენტარები საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებას და დასკვნა თქვენვე გამოიტანოთ. ოსტატის ანაზღაურება ფიქსირებული არ არის. სატელეფონო კონსულტაციის დროს ხელოსანს დაზიანების დეტალები აუხსენით და სამუშაოს ღირებულება მისი საერთო მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე დაიანგარიშეთ. 
Servisebi.ge დაგიზოგავთ დროს და ნებისმიერ მომსახურებას მოკლე დროში მოგაწვდით. ამასთან, თქვენ არ იზღუდებით ლოკაციით და კვირის კონკრეტული დღეებით. სასურველი სერვისის მიღებას დაუყოვნებლივ შეძლებთ. 
ბაიკლენდი
ბაიკლენდი

ბაიკლენდი არის კომპანია მათთვის ვინც ეძებს მოტოციკლეტებს, მათ ნაწილებს და აქსესუარებს ყველაზე მისაღებ ფასად საქართველოში. ბაიკლენდის მაღაზიაში ნახავთ მოტოტექნიკის მრავალფეროვნებას. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მოპედის ტიპის, სპორტული და სამოგზაურო მოტოციკლეტები, ასევე სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები ნებისმიერი მარკის მოტოციკლეტისთვის. აგრეთვე მოტო სერვისი გარდა იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში მიიღებთ კომპორტულ და მაღალი ხარისხის მომსახურებას, მსურველებს ვთავაზობთ მოტოციკლეტების შეკვეთით ჩამოყვანას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კვადროციკლის შეკეთებამოპედის ხელოსანი გამოძახებით
სულ 17 რეზულტატი