fb

ინგლისური ენის შესწავლა

ინგლისური ენის შესწავლა ასე მარტივი ჯერ არ ყოფილა! დაზოგეთ დრო და შეარჩიეთ  მასწავლებელი თქვენზე მორგებული პირობებით ერთ სივრცეში. 
 ინგლისური ენა ყველაზე გავრცელებული და საჭირო ენაა დღევანდელ მსოფლიოში.   მისი ცოდნა ხელს შეგიწყობთ გაზარდოთ თქვენი დასაქმების შესაძლებლობები,  გაგიმარტივებთ ურთიერთობას და შესაძლებლობას მოგცემთ გაიზარდოთ პიროვნულად. 

  ჩვენი ვებგვერდის, servisebi.ge -ის დახმარებით, დაიწყებთ ინგლისურის ენის შესწავლას  ნულიდან ან გაიუმჯობესებთ არსებულ ცოდნას.  შეარჩიეთ სასურველი ინგლისურის სპეციალისტი თქვენთვის მისაღები პირობებით,  როგორც ონლაინ, ასევე ბინაზე მისვლით, თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე.   ვებგვერდი  გაძლევთ საშუალებას თავად შეარჩიოთ მასწავლებელი ან სასწავლო ცენტრი,  ადგილობრივი  ან უცხოელი პედაგოგი, სწავლება ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.  დაიწყეთ ინგლისური ენის შესწავლა  ახლავე და განავითარეთ თქვენი შესაძლებლობები! 
ინგლისური ენის შესწავლა

ინგლისური ენის ცოდნა მეტია, ვიდრე უბრალოდ უნარი!

ეს არის ახალი გზა შესაძლებლობის სამყაროში!  იმისთვის რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა შეისწავლო, დაგჭირდება შესაფერისი მასწავლებლი.

ვებგვერდმა servisebi.ge  შექმნა გვერდი, სადაც თავმოყრილია სწავლების შეთავაზებები ინგლისურის სწავლების დასაწყებად ან ცოდნის გასაუმჯობესებლად. 

არსებული შეთავაზებებიდან თქვენ შეისწავლით ინგლისურს:

მოსწავლეს, აბიტურიენტს, სტუდენტს ან ნებისმიერი ასაკის სხვა ადამიანს, ვისაც სურს მიზნები რეალობად აქციოს, შეუძლია შეარჩიოს სწავლების სასურველი მეთოდი ნომერზე კლიკით! სწავლება მოიცავს:

  •  სასაუბრო;

  • სმენითი;

  • კითხვითი;

  • წერითი უნარების;

  •  გრამატიკული ცოდნისა და სიტყვათა მარაგის სრულფასოვნად სწავლას.

ინგლისური ენის სწავლა მარტივი არ არის, თუმცა სწორად შერჩეული პედაგოგი  მრავალფეროვანი, თანამედროვე და თქვენზე მორგებული მეთოდებით უმოკლეს პერიოდში შეძლებს თქვენს დახმარებას.    თბილისის ფაქტობრივად  ყველა უბანში იქნება ეს საბურთალო, გლდანი, დიღომი თუ სხვა შესაძლებელობა გაქვთ მიხვიდეთ ბინაზე ან მოიწვიოთ პედაგოგი თქვენს მისამართზე. ფიზიკური გაკვეთილების გარდა,  შეგიძლიათ დაესწროთ მეცადინეობებს ონლაინ რეჟიმში, კომფორტულად მოკალათებული თქვენი სახლიდან.  ონლაინ სწავლება საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ სასწავლო პროცესში ან მოიძიოთ მასწავლებელი ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვინც საქართველოში არ იმყოფება  და ენის ბარიერი უქმნის ბევრ პრობლემას.  

სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად იმატებს სტრესი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის, პრობლემა ძირითადად არასათანადო სწავლება ან რთულად დასაძლევი პროგრამაა.  ასეთი შემთხვევებისთვის, სჯობს შეარჩიოთ მასწავლებელი თანამედროვე მიდგომებით,  ის ვინც ბავშვს ხალისით შეასწავლის რთულად დასაძლევ მასალას,   დაიხმარს თანამედროვე წიგნებს, ფილმებს, სამაგიდო თამაშებს, პრეზენტაციებს ან აპლიკაციებს.   ისინი შეგასწავლიან ინგლისურ ენას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით: 

  •  Presentation Practice Production (PPP)
  • Communicative language teaching (CLT)
  • Engage Study  Activate (ESA)
  • Task Based Approach (TBA)
  • Content-Based Learning (CBL)
  • Teach-Test-Teach (TTT)
  • Dogme   და სხვა.

ვებგვერდზე ყველა ტიპის შეთავაზებაა გამოქვეყნებული, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოტივირებულ დამწყებ მასწავლებელს, რომელიც მთელს ენერგიას ჩადებს მუშაობისას მისაღებ ფასად,  ან შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი შესაბამისი ანაზღაურებით.  შეგიძლიათ მოძებნოთ უცხოენოვანი პედაგოგები ან სასწავლო ცენტრები მრავალფეროვანი კურსებით.   სწავლების საფასურს, ხანგრძლივობას, გადასახადს,  გაკვეთილების სიხშირეს, მოსწავლეების რაოდენობას ჯგუფში და ყველა სხვა დეტალს თავად ათანხმებთ მასწავლებელთან.

თუ თქვენ უკვე მზად ხართ გაუღოთ კარი უამრავ შესაძლებლობას მოქმედების დროა! 

პრემიუმი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
pin თბილისი

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ლევან თოფურიძე
599-25-**-**
პრემიუმი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
| 14 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
გიორგიგიორგი
598-54-**-**
პრემიუმი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
pin თბილისი
5.0
| 1 შეფასება

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ონლაინ მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ინგლისურში. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. 8 გაკვეთილის ფასია 250 ლარი. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა ერთი საათი. დამიკავშირდით ვოთსაფზე ან ვაიბერზე. P.S.ვამზადებ მხოლოდ ონლაინ,მყავს მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან(თურქეთი,Გერმანია,ნორვეგია,იტალია,საბერძნეთი და ა.შ.) და შესაბამისად ონლაინ ფორმატი უფრო მოსახერხებელია,თან მეცადინეობები ინდივიდუალურად მიმდინარეობს თითოეულ მოსწავლესთან, ყოველი მეცადინეობის შემდეგ გეგზავნებათ შესაბამისი, თქვენს დონეზე მორგებული მასალა, როგორც გრამატიკის მასალა, ასევე ახალი სიტყვების თარგმანი, ადაპტირებული ინგლისურენოვანი წიგნები, მოსასმენები და ა.შ. თუ ახალი მასალის სწავლის შემდეგ რამეს ვერ გაიგებთ, ყოველ გაკვეთილზე დეტალურად გავარჩევთ გაუგებარ საკითხს და ასეთი მიდგომით მოკლე დროში ძაან კარგ შედეგს დადებთ.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
571-77-**-**
პრო
სალაპარაკო ამერიკული ინგლისურის კურსი
სალაპარაკო ამერიკული ინგლისურის კურსი

ერთი თვის საფასური: 300 ლარი მოგესალმებით, მე ვარ პროფესიით ანგლისტი და სინქრონული თარჯიმანი 11 წლიანი გამოცდილებით. ჩემი პროფესიით ვმუშაობ ინტერნაციონალური ორგანიზაციისთვის: Campus Crusade for Christ. გთავაზობთ ჩქარ, ექსპრეს კურსს ამერიკულ ინგლისურში. დავფარავთ ყველაზე საწყისებს და ავალთ ისეთ ახირებულ გამოთქმებამდე, როგორებიცაა "Bite the bullet" ან "Hit the hay" ან "Jump on the bandwagon". თანამედროვე, სახალისო მეთოდებით გავივლით ყველაფერს, რაც საშუალებას მოგცემთ უყუროთ Netflix-ს, გესმოდეთ ამერიკელების და ახერხებდეთ ჩქარ კითხვა-პასუხს. კურსის მანძილზე მიიღებთ პაკეტებს, რომლის შექმნაზე და განვითარებაზე წლებია მუშაობენ ძლიერი ლინგვისტები. სწავლება ორიენტირებული იქნება რაც შეიძლება მეტ საუბარზე და სმენის განვითარებაზე. კვირაში შევხვდებით: 2-ჯერ (თუმცა, მუდმივ კომუნიკაციაზე ვიქნებით და ასისტენციას გაგიწევთ 24/7'ზე) გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი სწავლების ტიპი: ინდივიდუალური ტრენინგი გაკვეთილის ტიპი: ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ონლაინviswavlot inglisuriinglisuris swavlaინგლისურის კურსები თბილისიინგლისურის გაკვეთილებისასაუბრო ინგლისურიინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვისინგლისური ენის ცენტრიინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვისინგლისური ენის კურსები
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

შევასწავლი ინგლისურ ენას ნებისმიერ მსურველს. კითხვის ცოდნა არის წინაპირობა. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ინგლისური ფილოლოგია. მაგისტრატურა გავლილი მაქვს პოლონეთში, ვროცლავის უნივერსიტეტში. გაკვეთილები მიმდინარეობს ინდივიდუალურად, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ/ადგილზე. ხანგრძლივობა არის 1 საათი, 8 გაკვეთილის საფასური - 170ლ. (თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ).

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისური ენის კურსებიინგლისურის გაკვეთილებიinglisuris swavlaსასაუბრო ინგლისურიინგლისურის შესწავლა ონლაინviswavlot inglisuri
ტელეფონი
პრო
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი

გაქვთ ბაზა, თუმცა, ინგლისურად მაინც ვერ საუბრობთ და გსურთ რეალურად ალაპარაკდეთ ან სრულიად საწყის დონეზე ხართ? იმყოფებით ემიგრაციაში? ჩაეწერეთ ახლავე, თუ ნამდვილად გსურთ რეალური შედეგის მიღება, გაიარეთ ინგლისური ენის 3-6 თვიანი ინდივიდუალური ონლაინ კურსი დისტანციურად და ალაპარაკდით მარტივად. კვირაში 2 ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი; ერთი გაკვეთილი-25$, თვეში- 225$; 3 თვიანი ონლაინ კურსის შეძენისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება- 675$-ის ნაცვლად იხდით 540$(27 გაკვეთილი); 6 თვეზე 30%- 1350$-ის ნაცვლად-950$ (54 გაკვეთილი); ბინაზე მისვლით- თვეში 450$(თბილისი); გადახდა ხდება დასაწყისში. გასაუბრების შემდეგ ტარდება ერთი უ ფ ა ს ო გაკვეთილი, ვთანხმდებით დროებზე; იხდით კურსის ან თვის ჰონორარს და ვიწყებთ სწავლას. კურსს უძღვება 22 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე (აქედან 9 წლიანი ონლაინ რეჟიმში სწავლების გამოცდილებით) ინგლისური ენის სპეციალისტი-თარჯიმანი უნიკალური მეთოდით, ინდივიდუალური ინტერესის გათვალისწინებით, რომლის გავლის შემდეგაც თქვენ შეძლებთ ნებისმიერ თემაზე დალაპარაკებას. კურსი განსაზღვრულია მხოლოდ სერიოზული, კონკრეტული მიზნის მქონე და საქმიანი მსურველებისთვის( ყველა ასაკისთვის);.ტექსტობრივი თარგმანი, გარჩეული სიტყვები, ფრაზები და აუდიო-ვიდეო მასალა გეგზავნებათ მეილზე, რომელიც კურსის გავლის შემთხვევაში ბონუსად (უფასოდ) გადმოგეცემათ მსვლელობისას. ცალკე მასალის ღირებულებაა 300$. აბიტურიენტებს მაღალი ქულების გარანტიით; ასევე ვამზადებ FCE, IELTS, TOEFL-ში( გაკვეთილი-40$); ემიგრანტები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე(ვაიბერით/ვოთსაპით);

viswavlot inglisuriინგლისურის შესწავლა ონლაინ
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

თუ გსურთ ინგლისური ენის გაუმჯობესება ან შესწავლა( A1- C1 level )შემოუერთდი ოფლაინ ან ონლაინ ფორმატში ლექციებს, სწავლა მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, ყურადღება გამახვილებულია, სმენის და საუბრის უნარების განვითარებაზე , ფილმებით შესწავლა, რათა შემდგომში მარტივად ჩაწვდეთ იუთუბ პოდქასთებს.Brain Storming საინტერესო სავარჯიშოები და Speaking-skill-ის გაუმჯობესება . ყველა მოსწავლისთვის განსაზღვრულია ინდივიდუალური მისთვის შესაბამისი პროგრამა. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ასევე 1) სამედიცინო ინგლისური ენა 2)ბიზნეს ინგლისურის ენა 3)საზღვაო ინგლისური ენა 4)PET(B1), FC(B2) TOEFL, IELTS დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.

ინგლისურის შესწავლა ონლაინviswavlot inglisuri
ტელეფონი

ინგლისურის შესწავლა

თუ უკვე გადაწყვიტეთ ინგლისურის შესწავლა, სწორად მოხვედით! 
 არსებული შეთავაზებებიდან შეარჩიეთ სწავლების თქვენზე მორგებული პირობები და გაიუმჯობესეთ ინგლისური ენის სასაუბრო, წერითი და სმენითი უნარები.   ინგლისურის გამოცდილი სპეციალისტები თანამედროვე მეთოდებით მარტივად შეძლებენ შეგასწავლონ ინგლისური ენა ონლაინ! ონლაინ სწავლება საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ სასწავლო პროცესში ან შეარჩიოთ მასწავლებელი მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილიდან.   თუ ფიზიკური კომუნიკია გირჩევნიათ, აირჩიეთ სერთიფიცირებული სპეციალისტი თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე თბილისში ან რეგიონში. 
 მოემზადეთ ეროვნული ან სამაგისტრო გამოცდებისთვის,  IELTS და TOEFL ტესტირებისთვის გარანტირებული შედეგით.  ინგლისურის შესწავლა შეგიძლიათ ნებისმიერი ასაკის მსურველს, მოსწავლეს, აბიტურიენტს და სტუდენტს. ასევე, შეგიძლიათ გაიაროთ ინგლისურის მომზადების კურსები სასწავლო ცენტრში და ყოველი კურსის ბოლოს მიუახლოვდეთ თქვენს მიზანს.  აღარ გადადოთ, აირჩიეთ შეთავაზება და დააკლიკეთ ნომერს განცხადებაში. 
პრო
მოვამზადებ ინგლისურში
მოვამზადებ ინგლისურში

მოვამზადებ ინგლისურ ენაში: სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ემიგრანტებს, მაღალი კლასის მოსწავლეებს და ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალური მიდგომით და სპეციფიურად მორგებული პროგრამით. შევასწავლი როგორც სასაუბრო, ასევე აკადემიურ ინგლისურს თანამედროვე ტესტებისა და აუდიო- ვიდეო მასალის გამოყენებით, TOEFEL, IELTS სასწავლო და ტესტირების პროგრამებით, ასევე დამატებითი სავარჯიშოებით და ლიტერატურით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწორად მეტყველებას და ინტონაციას. განათლება და გამოცდილება მიღებული მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეტალეტზე ინდივიდუალურად გავისაუბრებთ. მოვამზადებ ონლაინ ან ადგილზე მისვლით (გააჩნია ლოკაციას). 8 გაკვეთილის ღირებულება 250 ლარი.

სასაუბრო ინგლისურიინგლისურის შესწავლა ონლაინინგლისურის გაკვეთილებიინგლისური ენის კურსები
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის პედაგოგი
ინგლისური ენის პედაგოგი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ,საბურთალოს ტერიტორია (დელისის მეტროსთან ). მეცადინეობა ასევე შესაძლებელია ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. ვარ ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი და მოქმედი უფროსი მასწავლებელი , მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება . გაკვეთილის მსვლელობისას ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, სხვადასხვა აქტივობებს, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს მასალის ათვისება და მივიღოთ კარგი შედეგი . სწავლება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: Writing , Speaking, Listening , Reading. მეცადინეობა ჯგუფში : გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.30საათი . ღირებულება - 80 ლარი. ( 3-4 მოსწავლე.) ინდივიდუალურად : გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. ფასი 150 ლარი.

ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ინგლისურ ენა ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეების,აბიტურიენტების და სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებისათვის. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL. ESL Teacher (English as a Second Language Teacher) განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) 11. University of Cambridge - CELTA-Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages 12. Michigan State University- Write Your First Novel ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp, Viber ან Email _ის საშუალებით elizakintsurashvili@gmail.com

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისურის შესწავლა ონლაინviswavlot inglisuri
ტელეფონი
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში II-VII კლასის ჩათვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60 წუთი გაკვეთილების რაოდენობა: თვეში 8 გაკვეთილი ღირებულება:120 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროდან 7-10 წუთის ფეხით სავალი გზაზე). ცოტაოდენი ჩემს შესახებ: ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურ ენასა და კულტურას ამერიკულ კუთხეში. მაქვს ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულს. ასევე, როოგრც Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ინგლისურ ენაზე ევროპაში. ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოხმარდება თქვენი პატარების სრულფასოვანი ცოდნის მიღებასა და წარმატებული მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრას.

viswavlot inglisuriსასაუბრო ინგლისურიინგლისური ენის კურსებიინგლისურის კურსები თბილისიinglisuris swavlaინგლისურის შესწავლა ონლაინინგლისურის გაკვეთილებიინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვისინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის
ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში
ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია) ამჟამად ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე. ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში ხარისხიანად და გარანტიით. მართლწერის, გრამატიკის, ლექსიკური მარაგის, კარნახის და ტესტირებულ დავალებებზე მუშაობა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება. გავივლით მსოფლიო ლიტერატურას, ასევე What a World, What a Life, Round Up, Destination და სხვა, რაც ბავშვს ეხმარება საგამოცდო ტესტებზე მუშაობაში. კონცენტრირებული ვიქნებით კლასგარეშე დავალებებზე,ყოველი რვა გაკვეთილის შემდეგ ჩავატარებთ ტესტირებას და გავაკეთებთ შემაჯამებელ დავალებებს,რაც მოიცავს არა მხოლოდ საწერ,არამედ მოსასმენ დავალებებსაც. 1-3 კლასის ჩათვლით 120 ლარი; 4-6კლასის ჩათვლით 140 ლარი; 7-10 კლასი 150 ლარი ლარი; 11 კლასი 170 ლარი; 12 კლასი 180 ლარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი , კვირაში 2-ჯერ. მეტროსთან ახლოს მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მისვლაც. თანხას ავიღებ თვის იმ რიცხვში რა რიცხვშიც დავიწყებთ მეცადინეობას ანუ მითითებულია ყოველთვიური გადასახადი.

ინგლისურის გაკვეთილებიინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვისინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვისინგლისურის შესწავლა ონლაინ
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში; ✅მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიაზებში მუშაობის გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწას.

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისურის გაკვეთილებიინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვისსასაუბრო ინგლისურიინგლისურის შესწავლა ონლაინ
სულ 26 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq