fb

კონდინციონერის ხელოსანი

კლიმატკონტროლის უმაღლესი ხარისხის მოწყობილობებიც კი დროთა განმავლობაში ბუნებრივი ცვეთის, მექანიკური დაზიანების, ან სხვა გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ფუჭდება, ამიტომ კონდინციონერის ხელოსანი საკმაოდ მოთხოვნადი კადრია.
არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ მოწყობილობა გაუმართავია და ხელოსნის მომსახურება აუცილებლობას წარმოადგენს:
  • ძლიერი ვიბრაცია,
  • გარე ხმაური მუშაობის დროს,
  • კონდენსატის, ან ზეთის ლაქები შიდა ბლოკზე,
  • უსიამოვნო სუნის არსებობა და სხვა.
ხშირად კონდინციონერის დისტანციური მართვის უზრუნველსაყოფად საკმარისია ელემენტების გამოცვლა, თუმცა არცთუ იშვიათად მოწყობილობის კომპლექსური შეკეთება გარდაუვალია.

თუ კონდინციონერი ირთვება მაგრამ არ აგრილებს ჰაერს, ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი სახეზეა, ხელოსანი ბინაზე მისვლით დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ. თბილისში, ბათუმში რუსთავში და სხვა ნებისმიერ ქალაქში ოსტატის იაფად გამოძახება servisebi.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ.

კონდინციონერის გადატანა დაგჭირდებათ არასწორი მონტაჟის შემთხვევაში (დაუდევრად დამაგრებული მილები, არასწორად დამონტაჟებული ბლოკები). ფილტრებისა და მილების დაბინძურება, ცალკეული ელემენტების გაუმართაობა, ნაწილების ცვეთა (ტუმბო, კომპრესორი, ფილტრები და ა.შ.) ადგილზე მოგვარებადი დაზიანებებია. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტის გამოძახებას, ნებისმიერ რეგიონში (ქუთაისი, ფოთი და ა.შ.), ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეძლებთ.
კონდინციონერის ხელოსანი

რა უნდა ვიცოდეთ კონდინციონერის მონტაჟამდე?


კონდინციონერის შერჩევა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ამ მოწყობილობის გამართული მუშაობა თქვენი საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ტემპერატურულ კომფორტს განსაზღვრავს. კონდიციონერის შერჩევიდან მონტაჟის ჩათვლით სრული მომსახურება უმჯობესია პროფესიონალებს ანდოთ, რათა საკმარისი კვალიფიკაციის არქონის გამო არ დაზარალდეთ. 

 
რაზე გავამახვილოთ ყურადღება კონდინციონერის შეძენისას?

კონდინციონერის შეძენა სეზონამდე ყოველთვის გონივრულია, რადგან ამ გზით მონტაჟის თანხების დაზოგვასაც შეძლებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ გარე აგრეგატის ფასადზე გადატანისთვის საჭირო ნებართვები და წინასწარ წარადგინეთ საბუთები ქალაქის მერიაში. ამის შემდეგ განსაზღვრეთ საჭირო სიმძლავრე, რაც დამოკიდებულია ბინის ფართობზე, ფანჯრების რაოდენობაზე, მდებარეობასა და თბოიზოლაციაზე. გაითვალისწინეთ ენერგოეფექტურობა, რომელიც მოწყობილობის ეკონომიურ გამოყენებას განსაზღვრავს. ეს მაჩვენებელი 8-დან 11.5 მდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდინციონერი მუშაობისას. შეარჩიეთ ისეთი კონდინციონერი, რომელიც დამატებით რეჟიმებს მოიცავს, მათ შორის: ჰაერის წმენდა, გათბობა, ტენის ამოშრობა, ან დატენიანება. შესაძლებელია შერჩეული ტექნიკა ავტომატური ჩართვა-გამორთვის ფუნქციებსაც აერთიანებდეს.

 
კონდინციონერის ტიპები

კონდინციონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბინის მდგომარეობა და დამონტაჟების ადგილი. ყველაზე გავრცელებულია სპლიტ სისტემის ტიპის კონდინციონერები, რომელიც გარემონტებულ სივრცეში შესაძლოა დამონტაჟეს. სპლიტ სისტემა მოიცავს შიდა და გარე ბლოკისგან შემდგარ კონდინციონერს, რომელიც კომპაქტური ზომებით და ხმაურის დაბალი დონით გამოირჩევა. სპლიტ სისტემა თანამედროვე ფილტრებითაა აღჭურვილი და მას ჰაერის ნაკადის რეგულირების შესაძლებლობა გააჩნია. 
რამოდენიმე ოთახში სასურველი პირობების შესაქმნელად არჩევანი მულტი სპლიტ სისტემაზე შეაჩერეთ, რომელში არსებული შიდა ბლოკების რაოდენობაც 2-დან 5-მდეა. კონდინციონერის ეს ტიპი ოფისებისთვის არის რეკომენდებული. გამოარჩევენ ასევე კოლონურ სისტემასაც, რომელსაც კარადის ფორმის შიდა ბლოკი აქვს და სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებსა და მუზეუმებში იდგმება. 

 
როგორ შევარჩიოთ ადგილი კონდინციონერის დასამონტაჟებლად?

კონდინციონერის დამონტაჟებამდე აუცილებლად აირჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც ყველა გამათბობელი მოწყობილობისგან მოშორებით მდებარეობს. გათბობის ქვაბები, რადიატორები, ღუმელები- ეს ყველაფერი სითბოს ასხივებს და კონდინციონერის ეფექტურ მუშაობას ხელს უშლის. 
მანძილი კონდინციონერის შიდა ერთეულსა და ჭერს შორის არანაკლებ 10-15 სმ უნდა იყოს. კონდინციონერი რეცირკულაციის რეჟიმში მუშაობს, ჰაერი მასში ზემოდან შემოდის გადის ფილტრებში და ცივდება. თუ საკმარისი ადგილი არ არის, მაშინ სისტემა სათანადოდ ვერ გააგრილებს სივრცეს. 
კონდინციონერი არ უნდა დამონტაჟდეს დიდი კარადის ზემოთ, ან სხვა ტიპის ავეჯთან, თუ მათ შორის დარჩენილი მანძილი 100 სმ-ზე ნაკლებია. კონდინციონერის ჩართვისას მტვერი დაგროვდება და მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობა შემცირდება. 

 
კონდინციონერის შერჩევისას დაშვებული შეცდომები

შეცდომა N1
მთელი ბინის, ან სახლის გასაგრილებლად ერთი კონდინციონერი საკმარისი არ არის. საპირისპირო შეგიძლიათ დაამტკიცოთ იმ შემთხვევაში, თუ სავენტილაციო სისტემას მრავალზონიანი, ან არხიანი კონდინციონერის დაყენებით აპირებთ. სპლიტ სისტემები მუშაობს პრინციპით ,,ერთი შიდა განყოფილება, ერთი ოთახი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ოთახში ერთი შიდა ბლოკი მონტაჟდება და სიმძლავრის სწორად გამოთვლა აუცილებელია. 

შეცდომა N2
კონდინციონერის მონტაჟამდე გაყვანილობების უგულებელყოფა დაუშვებელია, რადგან სივრცეში არსებული ელექტრო სადენები როგორც წესი კედელში თავსდება და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ დამონტაჟებული გაყვანილობის პლასტმასის დეკორატიული ყუთით დაფარვა მოგიწევთ. 

შეცდომა N3
სხვადასხვა ზომის ფართობის გასაგრილებლად განსხვავებული სიმძლავრის კონდინციონერია საჭირო. სიმძლავრის გამოსათვლელად უნდა განსაზღვროთ ჭერის სიმაღლე, ოთახის ფართობი, ფანჯრების განთავსების მიმართულება, იატაკი, სხვა მოწყობილობების (ტელევიზორები, კომპიუტერები, მიკროტალღური ღუმელები ა.შ.) არსებობა და სხვა. ინვენტორული კონდინციონერები ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით გამოირჩვა, რომელიც არ ითიშება სასურველი ტემპერატურის მიღწევისას და მცირე ენერგიის მოხმარების დროსაც აგრძელებს მუშაობას. 

შეცდომა N4
კონდინციონერის შიდა ბლოკი დივნის, ან საწოლის წინ უნდა განთავსდეს. მონტაჟისას თავიდან უნდა აიცილოთ ცივი ჰაერის ნაკადის პირდაპირ მიმართვა დასასვენებელ სივრცეზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია და გაციება. 
კონდინციონერი ჰაერის გაგრილების პარალელურად სივრცის ვენტილაციასაც ახდენს. საოფისე შენობებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში ძირითადად სავენტილაციო სისტემაში ინტეგრირებული კონდინციონერები გამოიყენება, ხოლო საცხოვრებელ სივრცეში მონობლოკებსაც შეხვდებით, რომლის ერთი მხარე ქუჩაშია და მას ფანჯრის კონდინციონერს უწოდებენ. 

 
დაამონტაჟეთ კონდინციონერი ყველაზე იაფად servisebi.ge-ის საშუალებით
 
თუ ხარისხიანი კონდინციონერის სრულყოფილი მონტაჟი გჭირდებათ და გამოცდილ სპეციალისტს ეძებთ, მაშინ servisebi.ge ამ პროცესს გაგიმარტივებთ. ქვეყნის საუკეთესო ოსტატების ერთ სივრცეში წარმოდგენით პლატფორმა გეხმარებათ მოკლე დროში დაუკავშირდეთ ოპტიმალურ კანდიდატს და სასურველი მომსახურება, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მიიღოთ. რაც მთავარია, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, თითოეული სერვისის ფასი, სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაანგარიშდება. ჩვენი ვებგვერდის დახმარებით აღარ გიწევთ ახლობლების რეკომენდაციებზე დაყრდნობა გადაწყვეტილების მისაღებად. დადებითი და უარყოფითი შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ ნებისმიერი სპეციალისტის შესახებ რეალური მომხმარებლების კომენტარებს დაუყოვნებლივ გაეცნობით.  Servisebi.ge კონდინციონერის მონტაჟს/შეკეთებას კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
პრო
სავენტილაციო სისტემების მონტაჟი/ დამზადება
eyeნანახი
სავენტილაციო სისტემების მონტაჟი/ დამზადება

გთავაზობთ HACCP-ის სტანდარტის შესაბამის, უმაღლესი ხარისხის მასალით, უმოკლეს დროში დამზადებულ სავენტილაციო სისტემებს. ▫️ასევე, ჩვენს მომხმარებელს, ვთავაზობთ, მაღალი წნევის, ორთქლის დანადგარების საშუალებით, ქოლგების, მილების, ძრავის და სრული სისტემის წერტილოვან რეცხვა/დეზინფექციის სერვისს. ✔️ჩვენი გამოცდილი გუნდი, გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და გაგაცნობთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც თქვენი კვების ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირებაში დაგეხმარებათ. ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე!

სავენტილაციო შახტების წმენდაგამწოვის მონტაჟი
ტელეფონი

კონდინციონერის შეკეთება გამოძახებით

კონდინციონერის შესაკეთებლად გამოძახებით კვალიფიციური სპეციალისტის დაქირავება აუცილებელია, რათა დაზიანების სხვადასხვა საფეხურზე პრობლემის მოგვარება ეფექტურად შეძლოთ. მოწყობილობის მუშაობას ხშირად აფერხებს ექსპლუატაციის მოთხოვნების დარღვევა, მწარმოებლის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, არასწორ ტემპერატურულ რეჟიმზე მუშაობა და სხვა.
შეკეთების სრული სერვისის მიღება სეზონის დაწყებამდეა რეკომენდებული, რათა დროულად შეფასდეს არსებული ხარვეზები და საჭიროების შემთხვევაში ნაწილების მოძიება შეძლოთ.

ჩვენს პლატფორმაზე ოსტატის გამოძახება კონსულტაციისთვის შესაძლებელია, ხოლო ტექნიკის შეკეთების ფასი სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
ჩვენს ვებგვერდზე იპოვით სპეციალისტებს, რომლებიც ფართო სპექტრის მომსახურებას გაგიწევენ: სერვისით სარგებლობა თბილისში, ბათუმში, რუსთავში და საქართველოს ყველა ლოკაციაზე შეგიძლიათ. განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული სერვისი დასავლეთში (ქუთაისში, ფოთში), ამიტომ servisebi.ge-ზე რეგისტრირებული სპეციალისტები მაქსიმალურად მოხერხებულ პირობებს გთავაზობენ და ადგილმდებარეობის მიხედვით არ გზღუდავენ. მომსახურების მიღება კვირის ნებისმიერ დღეს, ინდივიდუალურად შეთანხმებული პირობებითაა შესაძლებელი. შეფასების სისტემა სრულად გამჭვირვალეა. რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, სანდო ოსტატის გამოძახებას, მარტივად და სწრაფად, შეძლებთ.
კონდიციონერის მონტაჟი შეკეთება სრული მომსახურება
eyeნანახი
კონდიციონერის მონტაჟი შეკეთება სრული მომსახურება

გამარჯობა! მე მქვია მერაბი, 15 წელზე მეტია რაც კონდიციონერებს ვამონტაჟებ და ვემსახურები. ჩვენ ვაგვარებთ ამოცანებს და ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამუშაოებს, გარანტიას ვაძლევთ მაღალი ხარისხის შედეგათ! დარეკვისას მოგცემთ შეფასებას! უფასო კონსულტაციას და დაგეხმარებით კონდიციონერის არჩევასა და შეძენაში! - გარანტია და მომსახურება - ანაზღაურება სამუშაოს დასრულებისას; - ფასები არ იცვლება მუშაობის პროცესში; - ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ურთულეს პირობებში; - ჩვენ ვმუშაობთ შუამავლების გარეშე. ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ხელშეკრულებით მუშაობა! Ჩვენი სერვისები: - კონდიციონერის სტანდარტული მონტაჟი ბინაში; - კონდიციონერის მონტაჟი ახალ კორპუსში; - კონდიციონერის დაყენება არასაცხოვრებელ კომერციულ შენობაში; - დემონტაჟი; - სერვისის მოვლა; - დიაგნოსტიკა; - შევსება ფრეონით და ა.შ. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის იარაღს და სახარჯო მასალას! გაქვთ რაიმე შეკითხვები? დარეკეთ ან მომწერეთ ნებისმიერ დროს!

კონდიციონერის მონტაჟი
სულ 60 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq