fb

მანქანის ქირაობა

მანქანის ქირაობა რაციონალური არჩევანია მათთვის, ვინც ავტომობილის მუდმივ საჭიროებას არ განიცდის. საქართველო ისტორიული ძეგლებით და უმშვენიერესი ბუნებით მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ ტურისტული მიზნებისთვის პირადი ავტომობილით გადაადგილება განსაკუთრებით კომფორტულია. მოკლევადიანი გეგმების შესასრულებლად ავტომობილის დაქირავება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს საქმიანობას ეწევით და საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებს გეგმავთ. შედეგად დაზოგავთ ავტომობილის მუდმივი მოვლისთვის საჭირო თანხებს და სიტუაციის შესაბამისად საიმიჯო (პრემიუმ კლასის), ან ეკონომიურ მანქანას გამოიყენებთ. 

ავტომობილის კონკრეტული მოდელის შერჩევა სიტუაციის შესაბამისად უნდა მოხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება გქონდეთ.

Servisebi.ge-ის პლატფორმაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ავტო გაქირავების სერვისის მიმწოდებელთა ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი, რომლის საშუალებითაც მანქანების დაქირავებას თბილისში, ბათუმში, რუსთავში და საქართველოს ყველა სასურველ ქალაქში შეძლებთ. ავტომობილი ქირით ასევე მოთხოვნადია ფოთსა და ზუგდიდში, სადაც სასურველ მოდელს 20 ლარიდან დაიქირავებთ. 

მანქანის ქირაობა

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ ჯობია ავტომობილის დაქირავება მის შეძენას

არსებობს მთელი რიგი მიზეზები იმისა, თუ რატომ ჯობია ავტომობილის დროებით დაქირავება მის შეძენას. საშუალო შემოსავლების პირობებში ავტომობილის შესაძენად აუცილებელია გარკვეული დანაზოგი, ან ავტო სესხი. აღნიშნული თანხა იხარჯება მანქანაზე, რომელიც რამოდენიმე წელში შესაძლოა 50%-ით გაიაფდეს. ამას ემატება დაზღვევის, საწვავის და ტექნიკური მომსახურების ხარჯები, შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში ავტომობილის დაქირავება, მანქანის ფლობასთან შედარებით ბევრად უფრო მომგებიანია. 

  1. მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგი

ოცნების ავტომობილის შესაძენად ათასობით ლარის გადახდა გიწევთ კრედიტის, ან დანაზოგის სახით. ქირის შემთხვევაში კი ოცნების რეალიზებას თანხის მცირე ნაწილი სჭირდება. ამასთან, განბაჟების გაზრდილი ხარჯები ხშირად ავტომობილის ფლობას უმრავლესობისთვის მიუღწეველ მიზნად აქცევს, ამიტომ ქირაზე არჩევანის გაკეთება საუკეთესო გამოსავალია. 

  1. დამატებითი დანახარჯების არარსებობა

მანქანის შეძენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია დაზღვევის, საბურავების, ავტომობილის მოვლის ხარჯები, რამაც შეიძლება გადააჭარბოს მანქანის ექსპლუატაციის დროს. რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე ფლობთ, მით მეტს ხარჯავთ და ამასთანავე ავტომობილის საბაზრო ღირებულებაც იკლებს. თუ დაქირავებულ მანქანას ტექნიკური სერვისი სჭირდება თქვენ აღარ მოგიწევთ მასზე ზრუნვა და კომპანია არსებულს იგივე ტიპის გამართული მოდელით ჩაანაცვლებს. ამიტომ დაფიქრდით, ღირს მანქანის შესაძენად მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაღება?

  1. გამოიყენეთ ოცნების ავტომობილი დაუყოვნებლივ!

ავტომობილის დაქირავებით თქვენ შეძლებთ მართოთ ისეთი მოდელები, რომლის შეძენაც თქვენს ძალებს შესაძლოა მთელი ცხოვრება აღემატებოდეს. ძვირადღირებული ავტომობილის შესაძენად დიდი ხნით თანხის დაზოგვას და უზარმაზარი კრედიტის გაკეთებას ეს ნამდვილად სჯობს. ამასთანავე, მსგავსი ტიპის მოდელის ყოველდღიური მართვა, ზოგადად, არაეკონომიურია.

  1. მოქნილობა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში

ცხოვრების წესი მუდმივად იცვლება და შესაძლოა შეძენილი ავტომობილი ოჯახისთვის რაღაც ეტაპზე საკმარისი აღარ აღმოჩნდეს. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ოჯახის წევრების მატება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ან მოულოდნელად დაგეგმილი სხვადასხვა დანიშნულების მგზავრობები. მანქანის გამოძახების შემთხვევაში თქვენ კონკრეტული პრიორიტეტების და საჭიროებების მიხედვით არჩევთ მოდელს, ითვალისწინებთ მის მახასიათებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას მომსახურების მიღების შესახებ

  1. პარკინგის აუცილებლობის არარსებობა

თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში საპარკინგე ადგილის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გადატვირთული მოძრაობის პირობებში პირადი საჭიროებებისთვის ქალაქში გადაადგილებაც ამ მხრივ არაკომფორტულია. ამიტომ ავტომობილის დაქირავებით თქვენი აირიდებთ საპარკინგე ადგილის მუდმივი ძიების პროცესს, ასევე დაზღვეული იქნებით ქუჩაში ყოველდღიურად მანქანის გაკაწვრის, მოპარვის, ან სხვა საფრთხეებისგან. 

  1. ხანგრძლივი პროცედურების არარსებობა

მანქანის შეძენისას თქვენ გიწევთ იზრუნოთ განბაჟებაზე, მანქანის ნომრების შეძენაზე, დარეგისტრირებაზე. დაქირავებული მანქანის შემთხვევაში აფორმებთ მარტივ ხელშეკრულებას და დაუყოვნებლივ იღებთ გასაღებს. შესაბამისად, არ კარგავთ დროს და სტრესულ სიტუაციებს თავიდან მარტივად ირიდებთ. 

  1. სიახლის მარტივად მიღების შესაძლებლობა

თუ ძველი ავტომობილი მოგბეზრდათ, მისი ახლით ჩანაცვლება საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რათა ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ. დაქირავების შემთხვევაში სურვილი იმისა, რომ მიიღოთ რაიმე ახალი, გაცილებით მარტივად შესასრულებელია. აღარ გიწევთ არსებულის გაყიდვაზე ზრუნვა და საჭირო დროით კომფორტული მომსახურებით სარგებლობთ. 

  1. ხელმისაწვდომი დაზღვევა

ავტომობილის დაქირავებისას მოდელი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დაზღვეული იქნება, რაც შესაძლო საავარიო სიტუაციებით გამოწვეულ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ. თითოეული კერძო პირი, ან გაქირავების კომპანია მომსახურების პირობებს ინდივიდუალურად ადგენს. 

  1. გამარტივებული პირობები

დღესდღეობით, გაქირავების კომპანიებში ავტო ლიზინგის პირობები სტანდარტულია. მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს მართვის მოწმობა და მისი ასაკი 20 წელს უნდა აღემატებოდეს. კომპანიების უმრავლესობა ონლაინ რეგისტრაციის ფორმასაც ადგენს, რაც მანქანის სასურველ დროს გამოყენებას კიდევ უფრო მარტივ პროცესად აქცევს. 

  1. საერთაშორისო მგზავრობის შესაძლებლობა

თუ მეზობელ ქვეყნებში ავტომობილით გამგზავრების აუცილებლობის წინაშე დგახართ, ამ შემთხვევაშიც ავტომობილის დაქირავება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კომპანიათა უმეტესობა ინდივიდუალურად ადგენს მომსახურების პირობებს, ამიტომ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული, ან დროითი საზღვრები არ არსებობს.

დაიქირავეთ სასურველი ავტომობილი servisebi.ge-ზე

თუ ყველაზე ხელმისაწვდომი ავტო გაქირავების სერვისით გსურთ ისარგებლოთ, აუცილებელია მოიძიოთ სანდო პირი, ან კომპანია, რომელიც გამართული და კომფორტული მოდელების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ. დღესდღეობით, დამოუკიდებლად მსგავსი სერვისის მიმწოდებელთა შერჩევა გამარტივებულია, რადგან servisebi.ge-ზე არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ავტომობილის გამქირავებლებს რამოდენიმე წუთში დაუკავშირდებით. მანქანის დაქირავების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც დღიურად, ასევე თვიურად და ამ სერვისით როგორც კერძო პირები, ასევე კომპანიებიც აქტიურად სარგებლობენ. 

Servisebi.ge-ზე სხვადასხვა მარკის და მახასიათებლების ასობით ავტომობილია წარმოდგენილი, რომლის დაქირავებაც საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ. აღნიშნული მოდელები მოიცავს, როგორც ეკონომიურ, ასევე პრემიუმ კლასის მოდელებს, ხოლო მომსახურების ღირებულება ინდივიდუალური შეთანხმებიდან გამომდინარე განისაზღვრება. უმჯობესია ავტომობილის შერჩევისას გამქირავებელთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და სასურველ მოდელზე ამის შემდგომ ჩამოყალიბდეთ. ნებისმიერი დანიშნულებით, პლატფორმაზე სასურველი ავტომობილის დაქირავებას, სწრაფად და მარტივად, შეძლებთ.

მანქანის დაქირავება

მანქანის დაქირავება შესაძლოა რამოდენიმე მიზეზით მოგიხდეთ. თუ ტურისტულ კომპანიას ფლობთ შესაძლოა ვიზიტორებისთვის მისი გამოძახება თბილისში, ან ქუთაისში გახდეს საჭირო. თუ ბიზნესის მფლობელი ხართ მანქანის გამოძახების მიზეზი შესაძლოა გახდეს პარტნიორების კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა ბათუმში, რუსთავში, ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე. ასევე შესაძლებელია ავტომობილის ქირაობა სატაქსაოდ, რათა თბილისის ნებისმიერ უბანში (ვარკეთილში, გლდანში ა.შ) მომხმარებლებს იაფად და კომფორტულად მოემსახუროთ.

ავტომობილის ფლობა უამრავ ხარჯთან და გეგმიურ მოვლასთან ასოცირდება, ამიტომ როგორც მის შეძენაზე, ასევე შენახვაზეც საკმაო თანხები იხარჯება. ამის გათვალისწინებით მომხმარებელთა უმეტესობა დაქირავების სერვისს ირჩევს, რომელიც ფინანსებთან ერთად დროით დანახარჯებსაც ამცირებს და გამართული ავტომობილი მძღოლით, ან მის გარეშე სასურველ ლოკაციაზე (ფოთში, ზუგდიდში ა.შ) შეუზღუდავად გემსახურებათ. 
 

საიმიჯო ავტომობილი შესაძლოა დაიქირავოთ სხვადასხვა ტიპის წვეულებისთვის (ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის, კორპორატიული საღამოსთვის). ოჯახური ექსვსკურსიებისთვის კი კომფორტული სედანია გათვლილი, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნის წინაპირობა გახდება. ჩვენი პლატფორმის საშუალებით, 30 ლარიდან, სასურველი ავტომობილის დაქირავებას, ერთი ზარის განხორციელებით, შეძლებთ. ხელსაყრელ ფასად (40 ლარად, 50 ლარად) მანქანის გამოყენება როგორც საათობრივად, ასევე დღიურადაც შეგიძლიათ. მომსახურების პირობები ინდივიდუალურად განისაზღვრება რაც ურთიერთობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის და თქვენი საჭიროებების შესაბამისად მოქმედების საშუალებას გაძლევთ

მანქანის გაქირავება დღიურად
მანქანის გაქირავება დღიურად

ქირავდება honda insight - ები დღიურად, 1.3 ჰიბრიდის ძრავით, ✅️მანქანები დაზღვეულია თიბისი სადაზღვეოში სრულად, ანუ დაზღვეულია მესამე პირიც და მგზავრებიც. ✅️ აყენია ჯიპიესი ✅️მანქანები არის სუფთა გამართული და მოწესრიგებული ✅️დეპოზიტის თანხა არის 100 ლ. ✅️ფასი დამოკიდებულია სამოძრაო ლოკაციაზე და დღეების რაოდენობაზე ✅️გვაქ მძღოლის მომსახურების სერვისიც ✅️გვყავს სხვა მანქანებიც.

მანქანები დღიურადქირავდება მანქანებიქირავდება ავტომობილიქირავდებამანქანის ქირაობა მძღოლითქირავდება დღიურადმანქანის გაქირავება მძღოლის გარეშექირავდება მანქანამანქანის ქირაობა ბათუმშიმანქანის ქირაობა სატაქსაოდ
სულ 18 რეზულტატი
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq