fb

მინივენის ქირაობა

მინივენის ქირაობა სხვადასხვა დისტანციაზე ადამიანთა ჯგუფის გადასაყვანად კომფორტული სერვისია. თუ დიდი ოჯახის, ან კომპანიის თანამშრომელთა მგზავრობა იგეგმება და ავტობუსის დაქირავების საჭიროება არ დგას, მინივენის დაქირავება იდეალური არჩევანია. მინივენი C კლასის ავტომობილთა კატეგორიას ეკუთვნის და მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს შორის შუალედურ ადგილს იკავებს. 

მინივენის უპირატესობათაგან გამოირჩევა ფართო ინტერიერი, მისი გარდაქმნის შესაძლებლობა და სივრცის რეგულირება მგზავრთა ოდენობის გათვალისწინებით. ამ ტიპის ავტომობილი იდეალურია ოჯახური ექვსკურსიებისთვის, ან საქალაქთაშორისო მგზავრობისას დიდი რაოდენობით ბარგის გადასატანად. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, მსგავსი ავტომობილებისთვის ეს ჩვეულებრივ 10 ლიტრია მაგისტრალზე მგზავრობისას და 14 ქალაქის პირობებში.  

დღესდღეობით, მინივენის დაქირავების სერვისით აქტიურად სარგებლობენ ტურისტული ჯგუფები, რომლებიც მესტიაში, ბაკურიანში, ყვარელში და საქართველოს ყველა სასურველ ლოკაციაზე მოგზაურობენ. 8 ადგილიანი მინივენის დაქირავების მიზეზი შესაძლოა ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზებაც გახდეს, ამიტომ კომპანიების დაკვეთით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამ სერვისით სარგებლობა აქტუალურია.  VIP კლასის, 7+1 მგზავრისთვის, ავტომობილის შერჩევა servisebi.ge-ზე შეგიძლიათ, სადაც მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით სანდო გამქირავებლის პოვნას რამოდენიმე წუთში მოახერხებთ. რაც მთავარია, მომსახურების პირობების კორექტირება, კერძო მინივენის შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე ხდება, ამიტომ უმჯობესია სერვისის მიღებამდე სატელეფონო კონსულტაციით ისარგებლოთ. 
მინივენის ქირაობა

მინივენის დაქირავების მახასიათებლები: რა შემთხვევაში ვისარგებლოთ მომსახურებით?


საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ნებისმიერი მიზნით, ყველაზე კომფორტული პროცესია, თუმცა თუ საჭიროება 4-ზე მეტი ადამიანის ერთობლივ მგზავრობას მოითხოვს, ამ დროს ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია დაიქირავოთ მინივენი, რომელიც 5-დან 10 ადამიანამდე ჯგუფის მოხერხებულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. 
მინივენი მიკროავტობუსის მსგავსი მანქანაა, რომლის მთავარ უპირატესობას კომპაქტურობა და გაზრდილი ტევადობა წარმოადგენს. მინივენებს სხვაგვარად საოჯახო მანქანებსაც უწოდებენ, რომელსაც სავარძლების სამი რიგი და ბარგის განსათავსებლად დიდი სივრცე გააჩნია. მინივენის სკამები მარტივად იკეცება, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებასაც იძლევა.
 
როდის შეიძლება დაგჭირდეთ მინივენი?
 
მინივენით მგზავრობა საჭიროა ბარგით დატვირთული ადამიანების ჯგუფის ტრანსპორტირებისას. ასევე ეს სერვისი პოპულარობით სარგებლობს ბიზნეს წრეებში სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დელეგაციების გადასაყვანად. მინივენის დაქირავება ეკონომიური გზაა დედაქალაქში გადასაადგილებლად, რადგან ის გაძლევთ საშუალებას, რომ 10-მდე ადამიანი ერთდროულად მიიყვანოთ დანიშნულების ადგილას და თან კომფორტის მაღალი დონე შეინარჩუნოთ, რაც მიკროავტობუსით მგზავრობისას იშვიათობაა. მინივენი ძირითადად გამოიყენება:
  • აეროპორტამდე, ან რკინიგზის სადგურამდე ტრანსფერისთვის;
  • სანატორიუმების და სასტუმროების სტუმართა მომსახურების მიზნით;
  • სადღესასწაულო და კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
  • კორპორატიული ექვსკურსიების ორგანიზებისთვის;
  • ახალ სახლში გადასვლისას;
  • საბავშვო ბაღში, ან სკოლაში ბავშვების მისაყვანად;
  • საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის;
  • საქორწილო მსვლელობისთვის, ან სტუმართა გადასაყვანად;

ქალაქგარეთ გამგზავრებისას დიდი რაოდენობით აღჭურვილობა შესაძლოა მოთავსდეს საბარგულში (უკანა სავარძლების დაკეცვის შემდგომ), ასევე ბუნებაში ლაშქრობისას ეს სივრცე გამოიყენება დასაძინებლადაც. მინივენი შესაძლებელია ველოსიპედისტების შეჯიბრის ადგილას მისაყვანად და ელიტარული სტუმრების მგზავრობისთვისაც გამოიყენოთ.  
 
მინივენის დაქირავების დადებითი მხარეები
 
მინივენის ინტერიერი ფართოა და მოხერხებული სავარძლებითაა აღჭურვილი, ამიტომ თითოეული მგზავრი შეუზღუდავად და კომფორტულად გადაადგილდება. ავტომობილის საბარგული დიდი რაოდენობით ჩემოდნებს და ხელბარგს იტევს, ამასთან მანქანის სავარძლები საკმარისად მაღლაა განთავსებული, რაც კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის). მინივენის დაქირავება ფულის დაზოგვის ეფექტური გზაა მსხვილი კომპანიებისთვის, რადგან მისი შეკვეთა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რამოდენიმე მსუბუქი მანქანის დაქირავება. თუ მინივენს მძღოლით დაიქირავებთ, ეს თქვენს სტატუსზე, კომფორტსა და ნაკლებ დროით დანახარჯებზე აისახება. ამასთან მანქანის ქირაობას მიზნობრივად შეძლებთ, რაც მისი მუდმივი მოვლის ხარჯებისგანაც გაგათავისუფლებთ (ტექინსპექტირება, დაზღვევის ხარჯი, რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია და ა.შ.). 

გეგმიურ მოვლაზე გათვალისწინებული ხარჯების გარდა, მინივენის დაქირავება ნაკლებ სტრესთანაც ასოცირდება, რაც საცობებთან გამკლავებას და პარკირების თავისუფალი ზონის ძიებას ახლავს თან. მინივენის დაქირავება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლადაც ეფექტური საშუალებაა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მანქანა მძღოლთან ერთად გამოიძახოთ. 

 
რატომ უნდა დაიქირავოთ მინივენი მძღოლთან ერთად?
 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ სალონში შეხვედრისთვის მომზადებას და სხვა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეძლებთ. ამ გზით სწორი მარშრუტის შედგენა და დატვირთული მოძრაობის პირობებში ყურადღების მოკრება აღარ მოგიწევთ და ბიზნეს საქმიანობაშიც მეტად პროდუქტიული იქნებით. ასევე, მეტად პუნქტუალური იქნებით მოლაპარაკებებზე და სანდო რეპუტაციას შეინარჩუნებთ. 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ არ დახარჯავთ ფულს საწვავზე და არ დაგჭირდებათ მანქანის წაყვანა მექანიკოსთან ავტომობილის ნაწილის გაფუჭების შემთხვევაში. კომპანია, ან კერძო პირი მის გამართულობაზე იზრუნებს. ასევე მძღოლი წინასწარ შეადგენს ოპტიმალურ მარშრუტს და ავარიულ სიტუაციებშიც სწრაფად იმოქმედებს ნავიგატორის გამოყენებით. 
მძღოლთან ერთად მანქანის დაქირავებისას ფიქსირებულ ტარიფს იხდით და წინასწარ განსაზღვრავთ მომსახურების საერთო ღირებულებას. ამასთანავე, უფლება გაქვთ, რომ შეიტანოთ ცვლილებები მარშრუტში, ან დანიშნულების ადგილამდე მოითხოვოთ რამოდენიმე გაჩერება. მძღოლი ხშირ შემთხვევაში გიდის როლსაც ასრულებს და გიქმნით ყველანაირ პირობას, რომ გაეცნოთ თქვენთვის უცნობ ადგილებს, ან უბრალოდ დაისვენოთ. 

 
სად დავიქირავოთ კომფორტული მინივენი ყველაზე იაფად?

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით აქტიური ქვეყანაა. ყოველდღიურად საქმიანი მიზნებითაც უამრავი ადამიანი გვსტუმრობს, ამიტომ კომფორტული მინივენის დაქირავება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ამ მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ყველაზე თანამედროვე ავტომობილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე შეგიძლიათ ისეთ გამქირავებელს დაუკავშირდეთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ. 

მინივენის დაქირავებისას სანდო კომპანიის/კერძო პირის საპოვნელად ყურადღებით გაეცანით შეფასებებს. ვებგვერდზე უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სასურველ მომსახურებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ეკონომ კლასიდან დაწყებული პრემიუმ ავტომობილებით დამთავრებული ვებგვერდზე ნებისმიერი ტიპის მინივენს შეარჩევთ, რისთვისაც წინასწარ უნდა განსაზღვროთ მგზავრობის მიზანი, მგზავრთა რაოდენობა, ტერიტორიის მახასიათებლები და ა.შ. მანქანის მძღოლის გარეშე დასაქირავებლად კომპანიათა უმეტესობა სტანდარტულ პირობებს იცავს. დამქირავებელი 21 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყოს და ჰქონდეს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მინივენის დაქირავება მაშინაც არის რეკომენდებული თუ საკუთარი ავტომობილი უკვე გყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სერვისის მიღება კომფორტული და ეკონომიური მგზავრობის წინაპირობა გახდება. 
პრო
ქირავხება მინივენი
ქირავხება მინივენი

ქირავდება მინივენი მძღოლთან ერთად - მერსედეს-ბენცი ვიანო ექსტრა ლონგი - ორი კონდინციონერით , ორი სამგზავრო კარით , ტყავის კომფორტ სავარძლები თავისივე უსაფრთხოების ღვედებით . -მანქანა არის ძალიან კომფორტული -ვმუშაობთ საქართველოს მაშტაბზე,ასევე შეგვიძლია საზღვრებს გარეთ გასვლაც(თურქეთი,სომხეთი,აზერბაიჯანი) -ვახორციელებთ შიდა ტრანსფერებსაც(აეროპორტებიდან მგზავრების გადაყვანა,სხვადასხვა საჭიროების გადაადგილებები) -მძღოლი საუბრობს ქართულად, რუსულად და ინგლისურად ქირაობის სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე

მინივენითბილისი ბაკურიანი მინივენიტურები მინივენითმინივენი თბილისის აეროპორტშიმინივენი ვიანოს გაქირავებამინივენის ქირაობა დღიურადმინივენი იაფადმინივენი ქუთაისის აეროპორტშიმინივენის დაქირავებამინივენით მომსახურება
ტელეფონი
პრო
მინივენის ქირაობა
eyeნანახი
მინივენის ქირაობა

სუფთა მოწესრიგებული მინივენი 2014 წლიანი კონდიციონერი და მონიტორით -არავითარი გაზი! -დავდივარ საქართველოს მაშტაბით -ასევე ვემსახურები კერძოდ,აეროპორტიდან წაყვანა ადგილამდე მიყვანა -მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლი -ავტომობილი არის სრულად გამართული -ნებისმიერი შიდა გადაადგილება(ტურები,გადაყვანა ადგილიდან ადგილზე) დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

მინივენი თბილისის აეროპორტშიმინივენით მომსახურებამინივენის დაქირავებამინივენი ქუთაისის აეროპორტშითბილისი ბაკურიანი მინივენიმინივენის ქირაობა დღიურადტურები მინივენითმინივენი ბათუმი თბილისიმინივენი ვიანოს გაქირავებამინივენი
ტელეფონი

მინივენების გაქირავება

მინივენების გაქირავება მომგებიანი სერვისია, რადგან მგზავრთა გადასაადგილებლად ეს ყველაზე ეკონომიური და კომფორტული გზაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან განსხვავებით, მინივენის ინტერიერი მაღალი კლასის მსუბუქ ავტომობილებს არაფრით ჩამოუვარდება, რომლის საშუალებითაც ბიზნეს დელეგაციის მიღება, საქორწილო მსვლელობის მოწყობა, თუ ტურისტული მარშრუტით გადაადგილება სასიამოვნო პროცესი ხდება. 

განსაკუთრებით აქტუალურია ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება ქობულეთში, ახალციხეში, გუდაურში, სიღნაღში და სხვა ტურისტულ ლოკაციაზე. ბიზნეს დელეგაციის ტრანსფერისთვის მაღალი მოთხოვნით ხასიათდება ტოიოტა, მერსედესი, ვიტო და სხვა, მსგავსი ტიპის, მოდელები. 
მინივენის დაქირავება ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ (რუსთავში, ზუგდიდში, თელავში), რადგან ის ღონისძიების სტუმართა გადაყვანის, ან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ყოველდღიური გადაადგილებისთვის ეფექტური საშუალებაა. ამ ტიპის ავტომობილების დაქირავებას ხშირად მძღოლთან ერთად ამჯობინებენ, რადგან მგზავრთა ჯგუფმა მოგზაურობისას განსაკუთრებული სიამოვნება მიიღოს, ან უბრალოდ დაისვენოს და გადაადგილებისას გამოწვეული სტრესი აირიდოს თავიდან. განსაკუთრებით სასიამოვნოა მინივენის გამოყენება მაშინ, როდესაც საწვავზე, გაუმართაობის აღმოფხვრასა და ავტომობილის ტექნიკურ მოწესრიგებაზე ზრუნვა არ გიწევს. ამ და სხვა მომსახურებას კერძო გამქირავებელი, ან სააგენტო უზრუნველყოფს. 

სანამ ავტომობილის დაქირავებას გადაწყვეტთ ყურადღებით გაეცანით ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ განცხადებებს. შეფასების სისტემის გამჭვირვალობა სანდო პარტნიორის შერჩევაში დაგეხმარებათ. Servisebi.ge-ზე მომსახურების პირობები ფიქსირებული ანაზღაურებით და ლოკაციით არ იზღუდება, ამიტომ უმჯობესია სერვისის მომწოდებლებს ინდვიდუალური პრიორიტეტების მიხედვით შეუთანხმდეთ. 
სულ 37 რეზულტატი