fb

მიკროავტობუსის მომსახურება

სხვადასხვა ტიპის მოგზაურობის დაგეგმვისას, ან მგზავრთა სატრანსფერო გადაადგილების მიზნით, მარშუტკის ქირაობა აპრობირებული მეთოდია. ეს გაცილებით ეკონომიური ხერხია ტაქსის გამოძახებასთან შედარებით, რადგან ამ გზით მოგზაურობის სრული ციკლი წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია, თქვენ თავად აკონტროლებთ პროცესში წარმოშობილ საჭიროებებს და დამატებით მოთხოვნილ გაჩერებებში/ლოდინის პერიოდში თანხის დამატება არ გიწევთ. რაც მთავარია, სამარშრუტო ტრანსპორტი დაახლოებით 20 მგზავრს იტევს და მაღალი ტევადობა დიდი რაოდენობით ბარგის გადაზიდვის პროცესშიც მოსახერხებელია. 

მარშუტკების გაქირავება მთელი საქართველოს მასშტაბით მოთხოვნადი სერვისია, როგორც საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის (თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში ა.შ.), ასევე საკურორტო ქალაქებში ექვსკურსიების დასაგეგმად (ქობულეთში, ბათუმში, მესტიაში). ტურისტული კომპანიებისთვის ამ ტიპის სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან ერთდღიანი ექვსკურსიები ბაკურიანში, ზუგდიდში და საქართველოს უამრავ ლოკაციაზე წლის ნებისმიერ მონაკვეთში აქტიურად იგეგმება. მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის ავტომობილების შეძენა გაზრდილ ერთჯერად ხარჯთან ერთად გეგმიური ტექნიკური მოვლისთვის ბიუჯეტის გამოყოფასაც მოიცავს, ამიტომ დაქირავების სერვისით სარგებლობა ეკონომიკურად გაცილებით უფრო გამართლებულია.

თუ სხვადასხვა დანიშნულებით მგზავრების გადაყვანა გჭირდებათ, მარშუტკების ქირაობას იაფად servisebi.ge-ზე შეძლებთ. წარმოდგენილი განცხადებები და შეფასების გამჭვირვალე სისტემა დაგეხმარებათ, რომ საოჯახო ვოიაჟისთვის (სიღნაღში, გუდაურში, მცხეთაში), ან სასკოლო ექვსკურსიებისთვის თანამედროვე ავტომობილი რამოდენიმე წუთში დაიქირავოთ. გაეცანით მომხმარებელთა კომენტარებს, ყურადღება გაამახვილეთ მარშუტკის ტიპზე და სასურველი მოდელი ამის შემდგომ გამოიძახეთ. 
მიკროავტობუსის მომსახურება

მიკროავტობუსის დაქირავების უპირატესობები

მიკროავტობუსის დაქირავება პოპულარული სერვისია, რომელსაც კერძო პირები და ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ. ინდივიდუალური დამქირავებლის შემთხვევაში ამის მიზეზია გარკვეული ღონისძიებების სატრანსპორტო მხარდაჭერა, ხოლო კომპანიების შემთხვევაში მუდმივი სარგებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმება. 
მიკროავტობუსების მძღოლთან ერთად დაქირავება ღონისძიებების ორგანიზებისას, კომერციული ამოცანების შესრულებისას და თანამშრომლების გადაყვანისას მოხერხებული სერვისია. რაც შეეხება ერთჯერად შეკვეთებს, როგორც წესი ეს ეხება საქორწილო, კორპორატიულ და დაბადების დღის წვეულებებს, რომელზეც ასეულობით სტუმრის დასწრებაა მოსალოდნელი. გამოცდილ მძღოლთან ერთად თქვენ აღარ შეგექმნებათ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი სტუმრების გადაყვანის პრობლემა და წვეულება ორგანიზებულად და უსაფრთხოდ წარიმართება. 

 
რა ტიპის მიკროავტობუსები არსებობს?
 
მიკროავტობუსი 5.5 მეტრამდე სიგრძის, მცირე კლასის, ავტობუსებს მიეკუთვნება, რომელიც მგზავრთა გადასაყვანად და საქონლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. კომპაქტური ზომებისა და მოქნილი მანევრირების საშუალებით, მიკროავტობუსები წარმატებით მოძრაობენ ვიწრო ქუჩებსა და დატვირთულ გზებზე. ასევე, მსგავსი მოდელები განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე და საშუალო ბიზნესში. ასეთი ტიპის მანქანები სპეციალიზებული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება, ამიტომ მათი გარდაქმნა შესაძლებელია სასწრაფო დახმარების მანქანებად, მობილურ ლაბორატორიებად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ავტომობილებად და ა.შ. საავტომობილო ბაზარზე არსებული მიკროავტობუსები კლასიფიცირდება სამგზავრო მიკროავტობუსებად, რომლებიც შექმნილია საქალაქო და საგარეუბნო მარშრუტებზე მგზავრთა გადასაყვანად. ის აღჭურვილია 8+ სავარძლით, აქვს მაღალი ჭერი (გათვალისწინებულია ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაადგილება). ამ ტიპის მიკროავტობუსის მძღოლებს მოეთხოვებათ D კატეგორიის მართვის მოწმობა და ასეთი ტიპის მანქანებს ქირაობენ საოჯახო მოგზაურობებისთვისაც. 

 
მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლები - რომელი მიკროავტობუსი ავირჩიოთ?

არსებობს რამოდენიმე ზოგადი ფაქტორი, რაც მიკროავტობუსის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში ესაა საწვავის სისტემა- ბენზინზე მომუშავე ძრავა საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაღალ სიჩქარეს, განსხვავებით დიზელის ძრავისგან, რომელიც მეტად ეკონომიურია და მანქანის მაღალი დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. დაზიანებულ გზებზე, ან დასახლებებს შორის მოგზაურობისთვის რეკომენდებულია ისეთი მოდელების შერჩევა, რომლებსაც კონტროლირებადი მანევრირება ახასიათებთ. ასევე, გასათვალისწინებელია გადასატანი ტვირთის მახასიათებლები. შესაძლო ვარიანტები, რომელიც ამ დროს შეიძლება დაგჭირდეთ არის ფურგონი, საბორტო პლატფორმა, ფურგონი იზოთერმული მაცივრით და სხვა. სამგზავრო მოდელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გათბობის და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი მოდელების დაქირავება. 


 
მიკროავტობუსის დაქირავების დადებითი მხარეები

ფუნქციონალურობა და საიმედოობა
მიკროავტობუსის მთავარი უპირატესობა ფუნქციონალურობა და საიმედობაა. თანამედროვე მოდელები ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფლებს, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანა წარმატებით შეასრულოთ. ამ გზით ქალაქგარეთ დაგეგმილი მოგზაურობისას, ან აეროპორტში ტრანსპორტირებისას მგზავრებს ბარგის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ ექმნებათ. 

პრაქტიკულობა და მრავალფეროვნება
ასეთი ტიპის მანქანები გამოიყენება ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და საგანმანათლებლო მოგზაურობისთვის, ღონისძიებებზე, ან დასასვენებლად გასამგზავრებლად. მცირე ზომის მიკროავტობუსები მოსახერხებელია სამშენებლო ბრიგადების და საწყობის მუშაკების გადასაყვანადაც. 

მგზავრთა დიდი ოდენობით გადაყვანის შესაძლებლობა
მიკროავტობუსი შესანიშნავი სატრანსპორტო საშუალებაა დიდი რაოდენობით მგზავრთა გადასაყვანად როგორც ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. მგზავრთა ოპტიმალური რაოდენობაა 10-20 ადამიანი. მიკროავტობუსის დაჯავშნა მოსახერხებელია სასკოლო ექვსკურსიების ორგანიზებისთვისაც.

მოხერხებული ტრანსფერის ორგანიზების შესაძლებლობა 
აეროპორტიდან, ან რკინიგზის სადგურიდან ტრანსფერის ორგანიზება გადატვირთული მოძრაობის პირობებში საკმაოდ პრობლემურია. მიკროავტობუსის დაქირავება დაგიზოგავთ დროს და კოლეგების მივლინება, ან ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრა ხანგრძლივი ფრენის შემდგომ სასიამოვნო პროცესი გახდება. ორგანიზაციები ხშირად ქირაობენ მიკროავტობუსებს პერსონალის ყოველდღიური ტრანსპორტირებისთვის, ან კორპორატიული არდადეგებისთვის. სამარშრუტო ტრანსპორტის დაქირავების ძირითადი უპირატესობებია:
  • უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა;
  • ტექნიკური მომსახურების საჭიროების არქონა;
  • ეკონომიურად მომგებიანი მგზავრობა;
  • მრავალფეროვანი, უნივერსალური ავტომობილების შერჩევის შესაძლებლობა;
  • კომფორტული ინტერიერი (მოხერხებული სავარძლები);
  • კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემები;
  • ქირავნობის ხელმისაწვდომი ფასები;
დღესდღეობით, გაქირავების ბაზარზე, თანამედროვე და უცხოური მიკროავტობუსების მრავალფროვანი არჩევანია, რომლის მოვლაც მეიჯარეს არ უწევს. თუ მიკროავტობუსის რემონტი გარდაუვალია მომხმარებლებს სხვა იმავე მოდელის გამართულ ავტომობილს სთავაზობენ. შესაბამისად, მიკროავტობუსის დაქირავება კონკრეტული მიზნით მის შეძენასთან შედარებით მეტად ეკონომიური არჩევანია. 
 
დაიქირავთ მიკროავტობუსი servisebi.ge-ის საშუალებით
 
ავტომობილის დაქირავებისას სანდო და გამოცდილ კომპანიასთან, ან კერძო გამქირავებელთან თანამშრომლობა გადამწყვეტია, რადგან თქვენ ამ გზით ადამიანთა ჯგუფის უსაფრთხო მგზავრობაზე იქნებით პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული მოდელის შერჩევა, რომელსაც კვალიფიციური მძღოლი მართავს, შესაბამისად, მიკროავტობუსის დაქირავებისას ეს დეტალები უნდა გადაამოწმოთ. მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ქვეყნის მასშტაბით სერვისის მიმწოდებელთა მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. თანამედროვე მიკროავტობუსის დაქირავება შესაძლებელია, როგორც დღიურად ასევე ხანგრძლივი ვადით, მომსახურების ღირებულება კი ინდივიდუალური შეთანხმების შედეგად დაანგარიშდება. პლატფორმა შეფასების მოხერხებულ სისტემას მოიცავს, სადაც უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სანდო პარტნიორის პოვნას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილების გაცნობის შემდგომ შეძლებთ. პასუხისმგებლობის აღება და მგზავრობის დაგეგმვა არცერთი მიზეზით არ არის მარტივი, ამიტომ servisebi.ge ამ პროცესს თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. 
პრო
მიკროავტობუსით მომსახურება
მიკროავტობუსით მომსახურება

გთავაზობთ სატრანსპორტო მომსახურებას ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ.მიკროავტობუსი 20-21 ადგილით,მინივენი 7-8 ადგილით,მსუბუქი ავტომობილი 4-5 ადგილით თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მძღოლები, სატრანსპორტო საშუალება არის ყოველთვის სუფთა და გამართულ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას. საჭიროა წინასწარ დარეკვა რათა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების შერჩევა და მარშრუტის დაჯავშნა.

video play icon ვიდეო
მარშუტკა დაკვეთითმიკროავტობუსი დღიურადმიკროავტობუსი ტურებისთვისმარშუტკა ექსკურსიებისთვისმიკროავტობუსის ქირაობაქირავდება სპრინტერი
ტელეფონი

მარშუტკის დაქირავება

მარშუტკის დაქირავება წლების განმავლობაში გამოცდილი სერვისია, თუმცა ის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მომსახურებათა კატეგორიაში რჩება. ბოლო პერიოდში მომხდარი ავარიების გამო, ტრანსპორტის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები  გაზრდილია, ამიტომ როდესაც ქირავდება მარშუტკა, დამქირავებელს შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მოეთხოვება.
ფიქსირებული მარშრუტისთვის 18, ან მეტ ადგილიანი მიკროავტობუსის დაქირავებაა მიზანშეწონილი, რადგან მსგავსი ტიპის მოდელი მოკლე დისტანციაზე (500 კმ-მდე) საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის მომგებიანია. ასეთი ტიპის მიკროავტობუსები ადაპტირეულია ტვირთის გადასაზიდად, ის თავისუფლდება სავარძლებისგან და გვერდითა, ან უკანა კარები გადმოტვირთვის ოპერაციებზეა გათვლილი. სამგზავრო მარშუტკა ხშირად აღჭურვილია დასაკეცი სკამებით, 3 ადგილი კაბინაშია განთავსებული, ხოლო დანარჩენი ორ განივ მწკრივზე ნაწილდება. 

მარშუტკების გაქირავების სერვისით შეგიძლიათ ჩვენს პლატფორმაზე ისარგებლოთ, სადაც, ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების ყველაზე სანდო მომწოდებელთა სრული სიაა წარმოდგენილი. სერვისით სარგებლობა ადგილმდებარეობის მიხედვით შეზღუდული არ არის. შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი მძღოლით რუსთავში, გორში, თელავსა და ყვარელშიც გამოიძახოთ. მარშუტკის ქირაობის ფასი ინდივიდუალურად, დაქირავების ხანგრძლივობიდან და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაანგარიშდება. თითოეულ მომხმარებელს საშუალება აქვს ინდივიდუალურად შეათანხმოს სერვისის მახასიათებლები და ისეთ კერძო პირთან/კომპანიასთან ითანამშრომლოს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს. 
სულ 18 რეზულტატი