ძებნა

სულ 49 განცხადება
ტურისტული კომპანია "Travel Service"
ტურისტული კომპანია "Travel Service"
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

Travel Service ტურისტული კომპანიაა, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ხელსაყრელ ფასად მოიძიონ ტურები სასურველი მიმართულებით; უზრუნველვყოფთ მათ კომფორტულ მოგზაურობასა და დასვენებას; ვთავაზობთ ავიაბილეთებს, სამოგზაურო დაზღვევასა და სასტუმროს ჯავშანს. ჩვენი მიზანია იმოგზაუროთ მშვიდად და კომფორტულად, მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება და დააგროვოთ უნიკალური მოგონებები. საზღვარგარეთის ტურები სრული მომსახურებით: ავიაბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი მრავალფეროვანი მომსახურება ტურისტებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოს მონახულება ავიაბილეთები ყველაზე ხელსაყრელ ფასად

ტურისტული კომპანია
ტურისტული კომპანია
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

ჩვენ ვართ პროფესიონალების მჭიდროდ შეკრული გუნდი, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს. აქ უწყვეტ რეჟიმში იქმნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, ხარისხიანი ტურისტული პროდუქტი. ჩვენთან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს განსაკუთრებული. გპირდებით, რომ ეს არ იქნება უბრალოდ გადაადგილება, ეს იქნება თავგადასავლებით სავსე, დაუვიწყარი დასვენება. ჩვენი მიდგომა და მუშაობის პრინციპი სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. Travel Studio არ გთავაზობთ სტანდარტულ ტურებს. ჩვენ თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ თქვენთვის სასურველი და უნიკალური თავგადასავალი ჩვენი მარტივი ელექტრონული სისტემისა და გუნდის პროფესიონალი წევრების დახმარებით. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი მოახდენს თქვენი დასვენების სრულყოფილი ფორმით ორგანიზებას. Travel Studio არამარტო დაგეგმვის პროცესში, არამედ მთელი ტურის განმავლობაში თქვენს სამსახურში იქნება, რათა შემოგთავაზოთ დაპირებული, შთამბეჭდავი, დაუვიწყარი თავგადასავალი და უფრო მეტიც… დროა გადაწყვიტო !

ტურისტული კომპანია "Via Travel"
ტურისტული კომპანია "Via Travel"
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

ტურისტული კომპანია შპს „ვია თრეველი“ დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ ქართულ ბაზარზე პოზიციონირდება როგორც კორპორატიული, საშუალო და პრემიუმ კლასის სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტირებული ერთერთი ლიდერი კომპანია. ვია თრეველი არის გერმანული ტურისტული ჰოლდინგის TUI–სა და მისი პრემიუმ პარტნიორი airtours–ის ოფიციალური აგენტი საქართველოში, ასევე IATA-ს (International Air Transport Association) აკრედიტირებული აგენტი. 2012 წლის 1 ნოემბრიდან „ვია თრეველი“ გახდა ტურისტული კომპანიების გლობალური ქსელის Lufthansa City Center-ის წევრი და მუშაობას განაგრძობს სახელწოდებით: Via Travel Lufthansa City Center კომპანია ორიენტირებულია მაღალი კლასის მომსახურებაზე და გთავაზობთ როგორც სპეციალურად თქვენი მოთხოვნილების გათვალისწინებით დაგეგმილ, ასევე ჯგუფურ და თემატურ ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პროფესიონალების გუნდი მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და ირჩევს იმ სასტუმროებსა და კურორტებს რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ჩვენი თანამშრომლები თქვენი მოთხოვნების, სურვილებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით გაგიწევენ კონსულტაციას და შეგირჩევენ თქვენთვის სასურველ ვარიანტს. ჩვენი მომსახურება: - ავიაბილეთების დაჯავშნა - სასტუმროების დაჯავშნა - ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები - მატარებლის ბილეთების დაჯავშნა - რესტორნების, კონცერტების ბილეთების დაჯავშნა - მანქანის, გიდის მომსახურება - სამოგზაურო დაზღვევა - სავიზო მხარდაჭერა - კორპორატიულ და პირად ბონუსურ სისტემებში გაწევრიანება ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურობასა და სანდოობას!

ტურისტული კომპანია "Fortuna Travel"
ტურისტული კომპანია "Fortuna Travel"
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

გთავაზობთ კანადის სავიზო მომსახურებას , საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და თარგმნას საკონსულოსთვის. გთავაზობთ სავიზო მომსახურებას ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით!! გახსოვდეთ - სწორად შევსებული სავიზო განაცხადი პირველი ნაბიჯია ვიზის მისაღებად!

ტურისტული სააგენტო "CAPITAL GEORGIA TRAVEL"
ტურისტული სააგენტო "CAPITAL GEORGIA TRAVEL"
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

«CAPITAL GEORGIA TRAVEL» არის ახალგაზრდული დინამიურად განვითარებადი ტურ–ოპერატორი საქართველოში,რომელიც უკვე 5 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანია – ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს საკვირველი საქართველო მისი უნიკალური კულტურით,ძველი ისტორიით,უგემრიელესი სამზარეულოთ,მიმზიდველი მუნებითა და სტუმართმოყვარეობით. პირველი ნაბიჯებიდან ჩვენი კომპანიის პრიორიტეტები ბიზნესში არის: მომსახურების ფართო სპექტრი ხარისხოვანი მომსახურება მაღალ პროფესიულ დონეზე ყოველგვარი მოთხოვნილებების ოპერატიული შესრულება მისაღები და კონკურენტუნარიანი ფასები კომპანიისა და თანამშრომლების მუდმივი განვითარება ტურ ოპერატორი «CAPITAL GEORGIA TRAVEL» საქართველო –არის ბრწყინვალე დასასვენებელი ადგილი მთელი წლის განმავლობაში. შეუძლებელია არ შეგიყვარდეს მისი უკიდეგანო სივრცე, თოვლიანი მწვერვალეები, მდინარები ზურმუხთოვანი წყლებით. ქართული სტუმართმოყვარეობა და ეროვნული კერძები ცნობილია მთელ მსოფლიოში,რომ აღარაფერი ვთქვათ ქართულ ღვინოზე,რადგან საქართველო ცნობილია,როგორც ერთ–ერთი ღვინის მწარმოებელის ქვეყანა. «CAPITAL GEORGIA TRAVEL»–ის მენეჯერები დაგეხმარებათ შვებულების დაგეგმვაში თქვენი მოთხოვნილებებისა და ბიუჯეტის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ ჯგუფურ ტურებს, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ მთელი წლის განმავლობაში ან შეგიდგენთ თქვენს საკუთარ უნიკალურ მარშრუტს,თქვენი ბიუჯეტის მიხედვით,რათა თქვენ მაქსიმალურად დარჩეთ კმაყოფილი ამ უძველეს და მშვენიერ ქვეყანაში ყოფნით. «CAPITAL GEORGIA TRAVEL» – არის მთავარი ტურ ოპერატორი საქართველოში და თქვენი შეუცვლელი პარტნიორი ამ მიმართულებით! 2015 და 2016 წელს კომპანიამ მიიღო ჯილდო, პროფესიონალურ მიღწევებისათვის: • Best incoming tour operator 2015 & 2016 – Welcome to Georgia! National Tourism Awards ((სახელმწიფო ჯილდო ტურიზმის სფეროში) • Medal – Star of economy 2015 & 2016 – Union of National business ratings (ბიზნეს–რეითინგების კავშირის ეროვნული ჯილდო)

ტურისტული კომპანია "Toy Travel"
ტურისტული კომპანია "Toy Travel"
ფასი:შეთანხმებით
15/12/2018

დაარსდა ტურისტული კომპანია Toy Travel–ი, რომელიც მონაწილეობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბიზნეს განვითარების პროექტის ფარგლებში. კომპანია საქმიანობს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მუდმივი მხარდაჭერით ტურიზმის სფეროში. ჩვენ გვჯერა რომ კომპანიის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია ტურისტისა და კლიენტის კმაყოფილებაზე, სწორედ, ამიტომაც ჩვენ ვქმნით, ვანხორციელებთ, და მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურებას.

სულ 49 განცხადება