fb

გაჩარხვა / ტოკარი

სხვადასხვა ტიპის ნაწილების გაჩარხვა ტოკარის, იგივე ხარატის, ძირითადი მოვალეობაა. დეტალების გამოჩარხვა ნებისმიერი ტიპის საწარმოს ან ინდივიდუალურ პირს შეიძლება დასჭირდეს, სწორედ ამიტომ კარგი ტოკარი საკმაოდ მოთხოვნადი კადრია. 

ჩარხზე მომუშავე ხარატის საქმიანობაა ხისგან ან ლითონისგან სხვადასხვა ტიპის დეტალების გაჩარხვა. მომსახურება მოიცავს საავტომობილო ნაწილებთან მუშაობასაც (ძრავის გაჩარხვა, ღერძის გაჩარხვა). ამ ტიპის სამუშაოების ინდივიდუალურად წარმოება შეუძლებელია, რადგან დანადგართან მუშაობას სპეციალური კვალიფიკაცია სჭირდება. 

ავტონაწილების გაჩარხვა გულისხმობს ნაწილების დამუშავებას და მისთვის სასურველი ფორმის მიცემას. სერვისის მიღებამდე გაითვალისწინეთ, რომ ტოკარი (ხელოსანი) სხვადასხვა ტიპის ზედაპირებზე მუშაობს (გარე, შიდა, კონუსური ან ცილინდრული ფორმის და სხვა).
ხარატის პროფესია საკმაოდ რთული და შრომატევადია. დანადგარების სპეციფიკიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ითვლება მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, უმჯობესია მომხმარებელი დეტალებზე ოსტატს შეუთანხმდეს. 
გაჩარხვა / ტოკარი

ავტონაწილების გაჩარხვა- ყველაფერი რაც ტოკარის მომსახურებაზე უნდა იცოდეთ


ძნელი წარმოსადგენია თუნდაც ერთი ავტომობილი ან რაიმე სახის აღჭურვილობა სამაგრების და ჭანჭიკების გარეშე. იმისთვის, რომ მექანიზმმა კოორდინირებულად იმუშაოს, სწორედ ამ ნაწილების გაჩარხვა აუცილებელია. 
ავტონაწილების გაჩარხვა ნიშნავს სამუშაო ნაწილების დამუშავებას მასალის ჭარბი ფენის მოხსნის საფუძველზე, რათა ნაწილებს სასურველი ფორმა მიეცეს. გაჩარხვა ტარდება სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლად, როგორიცაა: შიდა, გარე, ცილინდრული ფორმის, კონუსური და სხვა. 

 
რას მოიცავს ხარატის (ტოკარის) სამუშაო?

ხარატის სამუშაო უძველესი დროიდან არის ცნობილი ( ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ადამიანები ლითონისთვის, ან ქვისთვის სასურველი ფორმის მიცემას ცდილობდნენ). სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებული სიზუსტეა აუცილებელი, რასაც სპეციალური კვალიფიკაცია სჭირდება. პირველად ხრახნი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მასზე ორ ადამიანს მოუწია მუშაობა. ერთმა მექანიზმი აამოქმედა, რომელზეც ნაწილი იყო დამაგრებული, ხოლო მეორემ არასაჭირო მასალა ამოჭრა, რათა პროდუქტისთვის სასურველი ფორმა მიეცა. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო. 
მე-16 საუკუნეში წყლის ბორბალი გამოიგონეს, რაზეც უფრო მყარი მასალების დამუშავება გახდა შესაძლებელი. მე-19 საუკუნეში კი გამოჩნდა პირველი ელექტრო ხრახნი, რამაც გააადვილა ხარატების მუშაობა. 

დღესდღეობით, ბაზარზე პროგრამულად უზრუნველყოფილი თანამედროვე ავტომატური ჩარხები არსებობს. მათი საშუალებით ტოკარს რამოდენიმე წუთში შეუძლია ინდივიდუალური ზომებით გაჩარხოს ნაწილი. 
ხარატები ნებისმიერ საწარმოში მუშაობენ (როგორც დიდ ქარხნებში, ასევე პატარა სახელოსნოებში და ავტოსარემონტო ცენრებში). მათ დასაქმების პრობლემა არ აქვთ, თუმცა სამუშაო პირობები საკმაოდ რთულია. ოსტატი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, გაჩარხვისას ჩნდება დიდი რაოდენობით მტვერი რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

როდის შეიძლება დაგჭირდეთ ხარატის გამოძახება?
 
გამოცდილი ხარატის მომსახურება შესაძლოა დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სერვისებიდან რომელიმეს მიღება მაინც აუცილებელია:
  • ექსცენტრიული ღერძის გაჩარხვა;
  • ჭია ხრახნის გაჩარხვა (იგივე ჩერვიაკი);
  • მარჯვენა მარცხენა ,,რეზბა“;
  • რეზინის მილისების (ე.წ. ტულკები) შეკეთება;
  • სამუხრუჭე დისკების გახეხვა (ე.წ. ,,აპორნების გაშლიფოვკება“);
  • დეტალების დამზადება;

ჩარხზე მომუშავე სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა ლითონისგან ან ხისგან სხვადასხვა ნაკეთობის გამოჩარხვა. მისი დახმარება შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ, რათა თქვენმა ავტომობილმა გამართულად და უსაფრთხოდ იმუშაოს. 

 
სად დავიქირავოთ პროფესიონალი ხარატი?

დღესდღეობით, პროფესიონალი ხარატის დაქირავება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას. გამომდინარე იქედან, რომ სპეციალისტის მომსახურება ნებისმიერ საწარმოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია, პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. აქედან გამომდინარე, შევქმენით პლატფორმა servisebi.ge, სადაც სპეციალისტის მოძიება ონლაინ რეჟიმში შეიძლება. ვებგვერდის გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი. თქვენი პრიორიტეტების მიხედვით ხარატის შერჩევა რამდენიმე წუთში შეგიძლიათ, რომელთაგან უმრავლესობა სპეციალური გარანტიითაც მუშაობს. 
კვირის ნებისმიერ დღეს, დღის სასურველ მონაკვეთში, ოსტატის გამოძახებას თქვენივე მისამართზე შეძლებთ, რაც დაგიზოგავთ დროს და სახელოსნოს რიგში დგომას თავიდან აგარიდებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტის შესარჩევად ახლობლების რეკომენდაციები არ დაგჭიდებათ. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ყველა კანდიდატს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომელიც გიჩვენებთ, თუ რამდენად არის კმაყოფილი მომხმარებელი ხარატის მომსახურებით. ამასთან, ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, შესაბამისად გადაწყვეტილებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. 
Servisebi.ge მაქსიმალურ თავისუფლებას გაძლევთ. თქვენ თავად ირჩევთ გადახდის მეთოდს, მომსახურების ადგილს, დროს და სხვა პირობებს. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, ამიტომ ოსტატთან გასაუბრებისას თითოეულ დეტალზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ. მომსახურების მიღებამდე პირობებში გარკვევა დაგეხმარებათ, რომ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და არჩევანი უფრო მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთოთ. 

პლატფორმა 24/7-ზე ხელმისაწვდომია, ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების მიუხედავად, თქვენ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით. მთავარია ყურადღებით გაეცნოთ განცხადებებს და ოსტატს ვებგვერდისგან დამოუკიდებლად შეუთანხმდეთ. 
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ასევე არ იხდით დამატებით საკომისიოს ან რამე ტიპის გადასახადს. ნებისმიერი სერვისის ღირებულება სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. რაც მთავარია თქვენ სანდო სპეციალისტს დაუკავშირდებით და მომსახურების ხარისხი გარანტირებული იქნება. 

​ნაწილების გაჩარხვა

ნაწილების გაჩარხვა ნებისმიერი მოწყობილობის ან ავტომობილის შემთხვევაში მოთხოვნადი სერვისია. განსაკუთრებული სიზუსტით დამზადებული დეტალების გარეშე ვერცერთი მოწყობილობა ვერ მუშაობს. განსაკუთრებით პოპულარულია რკინის ტოკარი და მანქანის ტოკარი, რომელთა სერვისის მიღებაც ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ. 

Servisebi.ge-ზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი. დეტალების გაჩარხვა კვირის ნებისმიერ დღეს, სასურველ დროს, არის შესაძლებელი. ამასთან, ოსტატები სპეციალური გარანტიითაც მუშაობენ, რაც მომხმარებლისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიღება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლება. პლატფორმის საშუალებით დაზოგავთ დროს და მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით მიიღებთ.
იმისთვის, რომ სპეციალისტი დაუყოვნებლივ გამოიძახოთ, საჭიროა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, შეარჩიოთ საჭირო ხელოსანი და მასთან უფასო სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. ამ დროს დადგინდება მომსახურების პირობები, გადახდის ფორმები და ღირებულება, რაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. 
ვებგვერდის კიდევ ერთი უპირატესობა რეალურ მომხმარებელთა შეფასებებია. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სანდო ხარატს დამოუკიდებლად, ახლობლების შეწუხების გარეშე, იპოვით. 
სულ 3 რეზულტატი