ფილტრი
0₾
1000₾
მოიძებნა 63 განცხადება
Modulor • მოდულორი
Modulor • მოდულორი
ფასი:შეთანხმებით

შპს “მოდულორი” დაარსდა 1999 წელს. კომპანიამ დღეისთვის მიაღწია ლიდერის პოზიციას საქართველოს ავეჯის ბაზარზე. თავდაპირველად კომპანიის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენდა ხუთკაციანი სამუშაო გუნდი და მცირე საამქრო,სადაც ხდებოდა მარტივი საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის დამზადება. დაარსების დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია.შემდგომი წლების განმავლობაში მკაცრი კონკურენციის პირობებში,მკვეთრად ჩამოყალიბებული მარკეტინგული სტრატეგიის,პროფესიონალი დიზაინერებისა და კონსტრუქტორების დახმარებით,აგრეთვე მომხმარებელთა მოთხოვნებზე მუდმივი დაკვირვების შედეგად ეტაპობრივად ხდებოდა ჩვენი პროდუქციის დახვეწა,მომხმარებელთა ნდობის მოპოვება. დღეს ჩვენი წარმოება მოიცავს,როგორც ექსკლუზიურ,ასევე სერიულ საოფისე,სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ავეჯს.კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერის დიზაინს.როდესაც კლიენტი ფიქრობს თუ სად დაამზადებინოს მისთვის სასურველი ავეჯი ხშირად იგი დგება დილემის წინაშე.ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ დამკვეთის სურვილები და მოთხოვნა,რათა ჩვენს ხელთ არსებული შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების დახმარებით, აგრეთვე დიზაინერ-კონსტრუქტორთა რჩევების გათვალისწინებით დავეხმაროთ ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში. მომხმარებლის ხასიათსა და გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული ავეჯის შექმნა საკმაოდ რთული,მაგრამ საინტერესო პროცესია. პროდუქტის შექმნის ყოველ ეტაპზე სასურველია დამკვეთთან და პროექტის ავტორთან ნაყოფიერი ურთიერთობა,რათა მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული კლიენტის მოთხოვნილებები,რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ჩვენი კომპანიის მიზანს.

ავეჯის კომპანია Deme • დემე
ავეჯის კომპანია Deme • დემე
ფასი:შეთანხმებით

კომპანია დაარსდა 2014 წელს. 2017 წელს, რებრენდინგის შემდგომ, დაერქვა სახელი "დემე". კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ყველა სახის ავეჯის წარმოება იმ მასალებით, რომლებიც მოიპოვება საქართველოს ბაზარზე მაგ:თურქული,ავსტრიული,ესპანური, იტალიური და ა.შ. ავეჯის წარმოებისას ჩვენს მიერ გამოიყენება მაღალი ხარისხის მექანიზმები მაგ. SAMET, BLUM,TEMPO,INOXA,STARAX,LUCIDO და ა.შ. ჩვენ გამოვირჩევით: პუნქტუალურობით(შეკვეთის ჩაბარება დათქმულ ვადებში) მაღალკვალიფიციური კადრებით, შეკვეთილი პროდუქტის მოკლე ვადაში მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. თბილისის ტერიტორიაზე უფასოდ გთავაზობთ შემდეგ მომსახურეობებს: აზომვითი სამუშაოები, პროდუქციის ადგილზე მიტანა, მონტაჟი. კომპანია "დემე" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც კომპანიის მთავარი მიზანია. ჩვენ მუდამ მზად ვართ მივიღოთ ახალი გამოწვევები. "დემე"-ს პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. #ავეჯითქვენიოჯახისთის

ავეჯი სამზარეულოსთვის "woodstone georgia"
ავეჯი სამზარეულოსთვის "woodstone georgia"
ფასი:შეთანხმებით

WOODSTONE დაარსდა 2018 წელს მცხეთაში, ორი პარტნიორის მიერ. ჩვენ ვამზადებთ და ვქმნით საბაჟო დამზადებულ ავეჯს სამზარეულოსთვის და სახლისათვის. მრავალწლიანი გამოცდილება, ღრმა პროფესიული ცოდნა და მასალების მაღალი ხარისხი საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ მაღალი ხარისხის ავეჯი. ჩვენი პარტნიორები და მომწოდებლები არიან მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, რომლებითაც ყოველთვის შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. ეფექტურად მუშაობენ მეთოდები და ტექნოლოგიები ჩვენს მიერ განვითარებულ მოვლენებში, რაც საშუალებას გვაძლევს შეასრულონ ჩვენი მუშაობის უკეთესი და სწრაფი კონკურენცია, ყოველთვის იყოს მსოფლიო დიზაინის ტენდენციების ტენდენცია, ინდივიდუალური მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინება. ჩვენი მეგობრული გუნდი ყოველთვის სჭირდება სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განავითარონ, ჩვენი სულისა და ღირებულებების გაზიარება.

სულ 63 განცხადება