მოიძებნა 114 განცხადება

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს როგორც ცალკეულ საგანში (მაგ, ინგლისური, მათემატიკა) ან ყველა საგანში ერთად. ცალკეული საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ორი განრიგის არჩევა: კვირაში სამი დღე-გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ან კვირაში 2 დღე- გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გამოცდილება: მაქვს 2 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბავშებთან მუშაობის. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ფასი: ფასი არის დამოკიდებული გრაფიკზე, მინიმალური ფასი 45ლარი (ერთი საგნის შემთვევაში) მაქსიმალური 120 (ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა, ინგლისური ენა) აუცილებლად ! მოსწავლეს ექნება საშუალება დამატებითი მასალით იხელმძღვანელოსდა სკოლის მასალის გარეთ შეძლოს ცოდნის გაღრმავება. ბინაზე მისვლა არ განიხილება. მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მდებარებობა: რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი.

ბავშვების მომზადება | რეპეტიტორი | კერძო | მოსწავლეების მომზადება | მათემატიკის რეპეტიტორი | ინგლისურის რეპეტიტორი

მოვამზადებ ბავშვებს ბიოლოგიაში
მოვამზადებ ბავშვებს ბიოლოგიაში

გამარჯობა, მე ვარ მედიცინის სკოლის 2 კურსის სტუდენტი, მოვამზადებ ბავშვებს ბიოლოგიაში დისტანციურ რეჟიმში პლატფორმა მითის დახმარებით, მაქვს საკმაო ცოდნა ბიოლოგიაში, და ვარ წარჩინებული სტუდენტი. შევეცდები გაკვეთილები იყოს საინტერესო და ინტერაქტიული. მინდა ბავშვებს შევაყვარო ბიოლოგია,რადგან ვფიქრობ ეს საგანი გასაღებია სამყაროს შეცნობისთვის. ბავშვებს მოვამარაგებ ყველა საჭირო მასალით, და შედეგს აუცილებლად მაღალს დავდებთ. კვირაში 1-2 ჯერ 1-1,5 საათი. გაკვეთილები შემიძლია ჯგუფური გაკვეთილის სახით ან ინდივიდუალური.

კერძო | ბიოლოგიის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება

მომზადება ყველა საგანში
მომზადება ყველა საგანში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის (ბაკალავრიატი) 2020 წლის კურსდამთავრებული წითელი დიპლომითა და რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილებით. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ შვილებისთვის დახმარებას სასკოლო საგნებში, ამიტომ სანდომიან, კეთილგანწყობილ, კვალიფიცირებულ ადამიანს ეძებენ, რომელიც მათს შვილებს სასკოლო საგნების ათვისებასა და შეყვარებაში დაეხმარება. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა მეგობრულ გარემოში მარტივად დაძლიონ სკოლის ამოცანები და მაქსიმალურად გამოავლინონ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და შემოქმედებითობა; სწავლის მათთვის მოსაწყენი პროცესი კი სასიამოვნო და სახალისო გახდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.

რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | ბინაზე მისვლით | მოსწავლეების მომზადება | კერძო

prevnext
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება

ვარ 18 წლის, მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე პიროვნება.მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. 2020 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე ,70% გრანტით და სწავლა მიფინანსდება სრულიად კარგი აკადემიური შედეგების გამო. ვარ ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის კონკურსის გამარჯვებული და გრანტის მფლობელი.(ფოტო მასალის ატვირთვის საშუალებას საიტი არ იძლევა)მოვამზადებ ბავშვებს, რათა დავეხმარო თქვენ შვილებს ახლებური მეთოდებისა და თანამედროვე ხარისხის განათლების მიღებაში. ვამეცადინებ და დავალებებს შევასრულებინებ ყველა საგანში (ინგლისურშიც). თუმცა ჩემი სწავლება იქნება უმეტესწილად კლასგარეშე სახის, სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც გონების და აზროვნების განვითარებაში დაეხმარება ბავშვებს. გაკვეთილი კვირაში 3 ჯერ, საჭიროების შემთხვევაში 4 ჯერაც. მეცადინეობა გაგრძელდება 1,3 -2 საათამდე, რათა ყველა საგანი მოვამზადოთ სრულყოფილად.სასურველია ჩემთან ბინაზე მოსვლა, ვცხოვრობ წერეთელზე , მეგალაინთან (ელიავა) ახლოს.

რეპეტიტორი | კერძო | ბავშვების მომზადება | ინგლისურის რეპეტიტორი

ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა
ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა

ვამეცადინებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, 1დან მე9 კლასის ჩათვლით, ყველა სასკოლო საგანში (ინგლისურის გარდა), რუსულის ჩათვლით. მაქვს 10 წლიანი გამოცდილება და მაღალი შედეგები. 1დან მე4 კლასის ჩათვლით 1სთ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ღირებულება 100 ლარი. მე5-დან მე9 კლასის ჩათვლით, 1სთ 30წთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ანუ კვირაში 5-ჯერ, თვეში 20 გაკვეთილი, ღირებულება 200 ლარი. პასუხისმგებელი ვარ სწავლების მაღალ ხარისხზე. მეცადინეობას ვატარებ ,,ონლაინ'' რეჟიმში. ბარბაქაძე მაია.

ქართული ენის რეპეტიტორი | მათემატიკის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | რეპეტიტორი | ფიზიკის რეპეტიტორი | კერძო | რუსული ენის რეპეტიტორი | ქიმიის რეპეტიტორი | რუსულის | ბიოლოგიის რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს

მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს 1-დან მე-5 კლასის ჩათვლით, ყველა საგანში. დამთავრებული მაქვს :თსუ-ს ფსიქოლოგიისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი დაწყებითი განათლების განხრით. ვმუშაობ ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. მომზადება შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე ადგილზე მისვლით. მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილების მინიმალური ხანგრძლოვობა იქნება 1.5 საათი. ფასი შეთანხმებით, დღეების რაოდენობის მიხედვით. ციცი

მოსწავლეების მომზადება | ბინაზე მისვლით | კერძო | მათემატიკის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | ქართული ენის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება