ფილტრი
0₾
1000₾
მოიძებნა 53 განცხადება
რეკლამა
სტომატოლოგიური მომსახურება
სტომატოლოგიური მომსახურება
ფასი:30.00 ლარი

სტომატოლოგიური კლინიკა "ენდო-დენტი"-"Endo-dent" გთავაზობთ აქციას შემდეგი სახის სტომატოლოგიურ მომსახურებაზე : თერაპია- კბილების წმენდა (კბილებიდან შორდება რბილი და მაგარი ნადები (ქვები) , პიგმენტური (ყავის , ჩაის , ნიკოტინის ნადები) სკეილერის აპარატით და გაპრიალება პროფესიულ აბრაზიული პასტით. ღირებულება - 30 ლარი 60 ლარის ნაცვლად. ორთოდონტია- გერმანული წარმოების "Forestadent" -ას მეტალის (ლითონის) ბრეკეტებს: ბრეკეტებით შეგიძლიათ გაისწოროთ კბილების არასწორი დგომა არ ქმნის დისკომფორტს არ აზიანებს კბილის მინანქარს ღირებულება - 325 ლარი 800 ლარის ნაცვლად

B დიზაინი.
B დიზაინი.
ფასი:შეთანხმებით

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი კონფიგურაციის, ზომისა და ფერის საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადება, ამასთანავე არ ვართ შეზღუდულები ნაწარმის ზომებისა და ფორმების მკაცრი ჩარჩოებით, რადგან ჩვენი ფირმის მოქმედების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ავეჯის წარმოება ინდივიდუალური შეკვეთით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ შეკვეთით შექმნილი ავეჯი მოგცემთ საკუთარი ხედვის რეალიზების საშუალებას თქვენს სახლსა და ოფისში, მოგეცემათ შესაძლებლობა დააპროექტოთ ინტერიერის ყველა წვრილმანი, ჩვენ კი დაგეხმარებით, შედეგად მიიღოთ გამორჩეული ექსკლუზიური ავეჯი. ჩვენ დაგიმზადებთ ინდივიდუალური და ექსკლუზიური შეკვეთით ნებისმიერი სირთულის არასტანდარტულ ავეჯს, კლასიკურიდან–მოდერნამდე, უბრალოდან დახვეწილამდე– რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ განსხვავებული გემოვნებისა და შესაძლებლობების მქონე კლიენტის ნებისმიერი სურვილი. საწარმო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა კადრით და აღჭურვილია თანამედროვე საწარმო დანადგარებით რაც განაპირობებს მაღალ ხარისხიანი პროდუქციის შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ფართო მაშტაბიან პროექტებზე, ასევე კერძო კლიენტების მცირე შეკვეთებზე. ბაზრის დინამიკის, კლიენტის გემოვნებისა და სურვილების შესწავლა, ორიგინალური დიზაინერული შემოქმედება, ავეჯის წამყვანი ევროპული მწარმოებლის უახლესი ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება იძლევა ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გარანტიას. ჩვენ შეგვიძლია თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ნებისმიერი საქმის შემოქმედებითი ხედვა და მისაღები ფასები არ დაგტოვებთ გულგრილს. ჩვენი ავეჯის ღირებულება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ამორჩეულ მასალებსა და სამუშაოების სირთულეზე. ჩვენი პროდუქციის უცვლელად უმაღლესი ხარისხით, სანდოობით, დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და არასტანდარტული ექსკლუზიური იდეებით ჩვენ შევძელით ჩვენი კლიენტების ნდობის მოპოვება.

Modulor • მოდულორი
Modulor • მოდულორი
ფასი:შეთანხმებით

შპს “მოდულორი” დაარსდა 1999 წელს. კომპანიამ დღეისთვის მიაღწია ლიდერის პოზიციას საქართველოს ავეჯის ბაზარზე. თავდაპირველად კომპანიის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენდა ხუთკაციანი სამუშაო გუნდი და მცირე საამქრო,სადაც ხდებოდა მარტივი საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის დამზადება. დაარსების დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია.შემდგომი წლების განმავლობაში მკაცრი კონკურენციის პირობებში,მკვეთრად ჩამოყალიბებული მარკეტინგული სტრატეგიის,პროფესიონალი დიზაინერებისა და კონსტრუქტორების დახმარებით,აგრეთვე მომხმარებელთა მოთხოვნებზე მუდმივი დაკვირვების შედეგად ეტაპობრივად ხდებოდა ჩვენი პროდუქციის დახვეწა,მომხმარებელთა ნდობის მოპოვება. დღეს ჩვენი წარმოება მოიცავს,როგორც ექსკლუზიურ,ასევე სერიულ საოფისე,სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ავეჯს.კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერის დიზაინს.როდესაც კლიენტი ფიქრობს თუ სად დაამზადებინოს მისთვის სასურველი ავეჯი ხშირად იგი დგება დილემის წინაშე.ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ დამკვეთის სურვილები და მოთხოვნა,რათა ჩვენს ხელთ არსებული შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების დახმარებით, აგრეთვე დიზაინერ-კონსტრუქტორთა რჩევების გათვალისწინებით დავეხმაროთ ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში. მომხმარებლის ხასიათსა და გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული ავეჯის შექმნა საკმაოდ რთული,მაგრამ საინტერესო პროცესია. პროდუქტის შექმნის ყოველ ეტაპზე სასურველია დამკვეთთან და პროექტის ავტორთან ნაყოფიერი ურთიერთობა,რათა მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული კლიენტის მოთხოვნილებები,რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ჩვენი კომპანიის მიზანს.

ავეჯის კომპანია Deme • დემე
ავეჯის კომპანია Deme • დემე
ფასი:შეთანხმებით

კომპანია დაარსდა 2014 წელს. 2017 წელს, რებრენდინგის შემდგომ, დაერქვა სახელი "დემე". კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ყველა სახის ავეჯის წარმოება იმ მასალებით, რომლებიც მოიპოვება საქართველოს ბაზარზე მაგ:თურქული,ავსტრიული,ესპანური, იტალიური და ა.შ. ავეჯის წარმოებისას ჩვენს მიერ გამოიყენება მაღალი ხარისხის მექანიზმები მაგ. SAMET, BLUM,TEMPO,INOXA,STARAX,LUCIDO და ა.შ. ჩვენ გამოვირჩევით: პუნქტუალურობით(შეკვეთის ჩაბარება დათქმულ ვადებში) მაღალკვალიფიციური კადრებით, შეკვეთილი პროდუქტის მოკლე ვადაში მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. თბილისის ტერიტორიაზე უფასოდ გთავაზობთ შემდეგ მომსახურეობებს: აზომვითი სამუშაოები, პროდუქციის ადგილზე მიტანა, მონტაჟი. კომპანია "დემე" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც კომპანიის მთავარი მიზანია. ჩვენ მუდამ მზად ვართ მივიღოთ ახალი გამოწვევები. "დემე"-ს პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. #ავეჯითქვენიოჯახისთის

სულ 53 განცხადება