11003
1085stars, based on108reviews
13/02/2019

Modulor • მოდულორი

ფასი: შეთანხმებით
აღწერა:
შპს “მოდულორი” დაარსდა 1999 წელს. კომპანიამ დღეისთვის მიაღწია ლიდერის პოზიციას საქართველოს ავეჯის ბაზარზე. თავდაპირველად კომპანიის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენდა ხუთკაციანი სამუშაო გუნდი და მცირე საამქრო,სადაც ხდებოდა მარტივი საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის დამზადება. დაარსების დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია.შემდგომი წლების განმავლობაში მკაცრი კონკურენციის პირობებში,მკვეთრად ჩამოყალიბებული მარკეტინგული სტრატეგიის,პროფესიონალი დიზაინერებისა და კონსტრუქტორების დახმარებით,აგრეთვე მომხმარებელთა მოთხოვნებზე მუდმივი დაკვირვების შედეგად ეტაპობრივად ხდებოდა ჩვენი პროდუქციის დახვეწა,მომხმარებელთა ნდობის მოპოვება. დღეს ჩვენი წარმოება მოიცავს,როგორც ექსკლუზიურ,ასევე სერიულ საოფისე,სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ავეჯს.კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერის დიზაინს.როდესაც კლიენტი ფიქრობს თუ სად დაამზადებინოს მისთვის სასურველი ავეჯი ხშირად იგი დგება დილემის წინაშე.ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ დამკვეთის სურვილები და მოთხოვნა,რათა ჩვენს ხელთ არსებული შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების დახმარებით, აგრეთვე დიზაინერ-კონსტრუქტორთა რჩევების გათვალისწინებით დავეხმაროთ ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში. მომხმარებლის ხასიათსა და გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული ავეჯის შექმნა საკმაოდ რთული,მაგრამ საინტერესო პროცესია. პროდუქტის შექმნის ყოველ ეტაპზე სასურველია დამკვეთთან და პროექტის ავტორთან ნაყოფიერი ურთიერთობა,რათა მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული კლიენტის მოთხოვნილებები,რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ჩვენი კომპანიის მიზანს.

კითხვა გაქვს? შეგიძლია მისწერო
წერილები ვერ მოიძებნა
იტვირთება...

მისამართი:

თბილისი

Facebook გვერდი:

https://www.facebook.com/modulor.ge/