fb

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბევრს სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორებთან შექმნილია ცალკეული ჯგუფები საუბრის შესასწავლად.
სასაუბრო ინგლისურის  სწავლა მოიცავს პრაქტიკას და მოთმინებას. დაიწყებთ ძირითადი ფრაზებისა და მისალმებების დაუფლებით. ყოველდღიური საუბრები, სხვადასხვა აპლიკაციები, დისკუსები,  ეხმარებათ მოსწავლეებს სასაუბრო უნარების ჩამოყალიბებაში, რაც თანდათან გააფართოებს თქვენს ლექსიკას. ინგლისური პოდკასტების მოსმენამ, ფილმების ყურებამ და ენის შეხვედრებში მონაწილეობამ შეიძლება კიდევ მეტად გააძლიეროს  თქვენი სასაუბრო ინგლისური. დაიხმარეთ პროფესიონალი პედაგოგი, გაითვალისწინეთ შეცდომები და აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები თქვენს ინგლისურენოვან მოგზაურობაში.
სასაუბრო ინგლისური
პრემიუმი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
გიორგიგიორგი
598-54-**-**
პრემიუმი
ინგლისურის სპეციალისტი
eyeნანახი
ინგლისურის სპეციალისტი
pin თბილისი

კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიცირებული სპეციალისტი(TKT), დოქტორანტი, მოამზადებს ინგლისურ ენაში, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს, მასწავლებლებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის, ან უბრალოდ ენის შესწავლის მსურველებს. სწავლება მოიცავს უახლეს სახელმძღვანელოებს, ტესტებს, აუდიო სავარჯიშოებს და დამატებით რესურსებს, ყველა მოსწავლისათვის განისაზღვრება ინდივიდუალური პროგრამა. სასწავლო მასალით უზრუნველყოფა ხდება, ჩემს მიერ. გაკვეთილის ხანგძლივობა 60 წუთი. 8 გაკვეთილის ღირებულება: 200 ლარი. მის: თბილისი, საბურთალო, ბუდაპეშტის ქუჩა დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე

მელანია დარახველიძე
577-12-**-**
პრემიუმი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
pin თბილისი

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ლევან თოფურიძე
599-25-**-**

სალაპარაკო ინგლისური

სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა თუ გსურთ მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად შეძლოთ, პროფესიონალი პედაგოგი და თქვენზე მორგებული პროგრამა დაგჭირდებათ.
ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც მოსწავლეები წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ საუბარი მაინც ძალიან უჭირთ.  ეს დიდწილად იქიდან არის განპირობებული, რომ მოსწავლეებს ძირითადად ასწავლიან გრამატიკას და სიტყათა მარაგს, ხოლო სასაუბრო უნარები რჩება ყურაადღების მიღმა.  მოსწავლეები კი ნაკლები პრაქტიკის გამო ვერ ახერხებენ საუბარს, დაშვებული შეცდომები კი მათ მონდომებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს.

სალაპარაკო ინგლისურის შესასწავლად, პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ შეცდომას ყველა უშვებს.  ადამიანისგან  ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ არის, არავინ არ მოელის გამართულად საუბარს.  მეტიც,  ხანდახან ჩვენზე მეტ შეცდომას ის ადამიანების უშვებენ ვისი მშობლირუი ენაც ინგლისურია.  
არ იდარდოთ, მიანდეთ თქვენი სასაუბრო უნარები პროფესიონალებს და შედეგსაც მალე დაინახავთ!
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში II-VII კლასის ჩათვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60 წუთი გაკვეთილების რაოდენობა: თვეში 8 გაკვეთილი ღირებულება:120 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროდან 7-10 წუთის ფეხით სავალი გზაზე). ცოტაოდენი ჩემს შესახებ: ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურ ენასა და კულტურას ამერიკულ კუთხეში. მაქვს ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულს. ასევე, როოგრც Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ინგლისურ ენაზე ევროპაში. ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოხმარდება თქვენი პატარების სრულფასოვანი ცოდნის მიღებასა და წარმატებული მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრას.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში; ✅მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიაზებში მუშაობის გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწას.

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისურ ენაში მომზადება.
eyeნანახი
ინგლისურ ენაში მომზადება.

ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტი 90%-იანი დაფინანსებით. ინგლისურის დონე - უმაღლესი. გავლილი მაქვს პროფესიული ინგლისური ენის კურსები P1, P2, P3, P4. გამოცდილება მაქვს: 1) მოსწავლეების მომზადებაში; 2) უმაღლესი კატეგორიის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი და პარაგრაფ თბილისი სითი. მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. ჩატარდება გაკვეთილები ინდივიდუალურად, მორგებული იქნება ყველაფერი მოსწავლის საჭიროებებზე, კონცენტრაცია იქნება გამახვილებული არამარტო სკოლის დონეზე, არამედ სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. 8 გაკვეთილის ღირებულება - 150 ლარი, ხანგრძლივობა 60-90 წუთი (მორგებული იქნება მოსწავლის საჭიროებებზე). თბილი და მაქსიმალურად კომფორტული გარემო