fb

ქირავდება მანქანა

თუ ავტომობილს დროებითი სარგებლობისთვის ეძებთ   servisebi.ge-ზე  ქირავდება მანქანა  თვენი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გთავაზობთ ავტომობილების გაქირავების უამრავ შეთავაზებას, რომელიც მორგებულია თქვენს უნიკალურ საჭიროებებზე, კომპაქტური ყოველდღიური  მანქანებიდან დაწყებული უახლეს მოდელებამდე.  
 ქირავდება მანქანა საქართველოს მასშტაბით, თბილისში,ბათუმში,რუსთავში.   თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციებზე.  შეხვედრის მისამართს თავად ათანხმებთ მფლობელთან,  იქნება ეს დახვედრა აეროპორტთან,  ქალაქის ცენტრში თუ თქვენს მისამართზე.
ერთ სივრცეში ავტომობილის შერჩევის და კომუნიკაციის შესაძლებლობა გიმარტივებთ ავტომობილის მოძიების და დაჯავშნის პროცესს. 
ისარგებლეთ გაქირავების სერვისით, გამოსცადეთ თქვენი საოცნებო ავტომობილი, იმოგზაურეთ კომფორტულად და არ იდარდოთ ავტომობილის ცვეთასა და სხვა  რიგით პრობლემებზე
ქირავდება მანქანა

ქირავდება ავტომობილები

ქირავდება ავტომობილები საუკეთესო პირობებით!
ჩვენთან განთავსებულია ავტომობილის გაქირავების მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოხერხებულობისა და კომფორტის მაღალ დონეს.
შეგიძლიათ თავი აარიდოთ ავტობუსების ან ტაქსების მოლოდინის დროს, მძიმე ბარგის ტარებას და ფიქსირებული გრაფიკის დაცვას გადაადგილებისას. დაქირავებული მანქანა იქცევა კერძო, უსაფრთხო სივრცედ, სადაც შეგეძლებათ იმგზავროთ საკუთარი ტემპით და დატკბეთ მოგზაურობით.

ვებგვერდზე არსებული შეთავაზებების ფარგლებში ქირავდება ავტომობილები ყველანაირი საჭიროებებისათვის. იქნება ეს დაქირავება ტაქსზე სამუშაოდ, მოგზაურობისთვის თუ ქალაქში გადასაადგილებლად. სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ავტომობილი, განსაზღვროთ ფასები, გაეცნოთ პირობებს და დაჯავშნოთ სასურველი ავტომობილი.

მგზავრობა საკუთარი პირობებით!

მზად ხართ თავგადასავლებისთვის? ეკონომიური მანქანა გირჩევნიათ თუ მაღალი გამავლობის ჯიპი? იქნებ ორივე ერთად? ან იქნებ პრემიუმ კლასის ავტომობილი გსურთ განსაკუთრებული შემთხვევისთვის? იქირავეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ!
მანქანის დაქირავება ხსნის თავისუფლებისა და მოქნილობის სამყაროს.

ავტომობილის ფლობა უამრავ ხარჯთან და გეგმიურ მოვლასთან ასოცირდება, ამიტომ როგორც მის შეძენაზე, ასევე შენახვაზეც საკმაო თანხები იხარჯება. ამის გათვალისწინებით მომხმარებელთა უმეტესობა დაქირავების სერვისს ირჩევს, რომელიც ფინანსებთან ერთად დროით დანახარჯებსაც ამცირებს და გამართული ავტომობილი მძღოლით, ან მის გარეშე სასურველ ლოკაციაზე შეუზღუდავად გემსახურებათ. 
 
არსებობს არასწორი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით,  რომ მანქანის დაქირავება ძვირია.  რათქმაუნდა  ფასი   განსხვავებულია ყველა ავტომობილზე, თუმცა ძირითად შემთხვევებში გამქირავებლები გვთავაზობენ ეკონომიური მანქანების მრავალფეროვან არჩევანს, საკმაოდ მისაღებ ფასად. შორ მანძილზე, განსაკუთრებით რამდენიმე მგზავრის გადაადგილების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრანსპორტის ფასი ხშირად უფრო ძვირია ვიდრე ავტომობილის ქირაობა.   თუ დაქირავების ფასი გეეჭვებათ და გაფიქრებთ, გირჩევთ განსაზღვროთ გასავლელი მანძილი, დაითვალოთ ხარჯები მანქანის დაქრირავების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. დათვლის პროცესში გაითვალისწინეთ ასევე ის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები რაც ავტომობილსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს განასხვავებს.
 
მანქანის გაქირავების სერვისი აქტიურია საქართველოს ყველა ქალაქში,  ავტომობილები განლაგებულია სხვადასხვა ადგილებზე, როგორიცაა აეროპორტები, ქალაქის ცენტრები და პოპულარული ტურისტული მიმართულებები,   პოპულარული ლოკაციების გარდა, წინასწარი შეთანხმებით შესაძლოა ტრანსპორტი თქვენს სასურველ მისამართზეც მოგიყვანონ, რაც გაგიმარტივებთ სერვისით სარგებლობას.
ჩვენს პლატფორმაზე სასურველი ავტომობილის დაქირავებას, სწრაფად და მარტივად ნებისმიერი დანიშნულებით შეძლებთ. მანქანის დაქირავების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც დღიურად, ასევე თვიურად და ამ სერვისით როგორც კერძო პირები, ასევე კომპანიებიც აქტიურად სარგებლობენ.    
ჩვენს ვებგვერდზე  სხვადასხვა კომპანიებისა და კერძო პირების  მიერ ქირავდება ავტომობილები, რომლებიც გვთვაზობენ მოსახერხებელ, კომფორტულ და მოქნილ პირობებს თქვენი სასიამოვნო მგზავრობისათვის.  გაქირავების მომსახურება  ხშირად მოიცავს ისეთ დამატებით სერვისებს, როგორებიცაა დაზღვევა, GPS ნავიგაცია, მძღოლის მომსახურება და სხვა.  
 
თანამედროვე მოგზაურობის სფეროში მანქანის დაქირავების კონცეფცია მოქნილობისა და მოხერხებულობის შუქურად იქცა. მიუხედავად იმისა თუ რა დანიშნულებით გჭირდებათ ავტომობილი, გეგმავთ შაბათ-კვირას დასვენებას, ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას, ან ახალ ქალაქში ნავიგაციას ბიზნესისთვის, მანქანის დაქირავება უზრუნველყოფს უამრავ სარგებელს, რაც თქვენს მგზავრობას მეტად კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. იმისთვის რომ იქირაოთ ავტომობილი საჭიროა წინასწარ დააზუსტოთ გაქირავების მოთხოვნები, პირობები და შემდეგ შეარჩიოთ სასურველი მანქანა.  გთავაზობთ იმ მოთხოვნების ძირითად ჩამონათვალს, რაც საჭიროა ავტომობილის დასაქირავებლად:
1.      მანქანის დასაქირავებლად აუცილებელია შეესაბამებოდეთ გამქირავებლის ასაკობრივ მოთხოვნას. მაგალითად გამქირავებლების უმრავლესობა ავტომობილს აქირავებს 21 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის, ზოგიერთმა გამქირავებელმა შესაძლოა მიუთითოს სხვა ასაკობრივი შეზღუდვა.  
2.      ავტომობილის დასაქირავებლად აუცილებელია გქონდეთ მართვის მოწმობა. გამქირავებლების უმეტესობა ითხოვს მართვის გამოცდილებასაც. 
თუ ყველაზე მოსახერხებელი ავტო გაქირავების სერვისით გსურთ ისარგებლოთ, აუცილებელია მოიძიოთ სანდო პირი, ან კომპანია, რომელიც გამართული და კომფორტული მოდელების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ. Servisebi.ge-ზე სხვადასხვა მარკის და მახასიათებლების მრავალი  ავტომობილია წარმოდგენილი, რომლის დაქირავებაც საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ. აღნიშნული მოდელები მოიცავს, როგორც ეკონომიურ, ასევე პრემიუმ კლასის მოდელებს, ხოლო მომსახურების ღირებულება ინდივიდუალური შეთანხმებიდან გამომდინარე განისაზღვრება. შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი არსებული შეთავაზებებიდან და მარტივად დაუკავშირდით მის გამქირავებელს. 
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq