ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ბინაზე მისვლით. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ კი ინგლისური ფილოლოგიის, სტუდენტი. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. გთავაზობთ სწავლებას, როგორც სკოლის წიგნებით, ისე დამატებითი სახელმძღვანელოებითაც. გაკვეთილების განმავლობაში ყურადღებას თანაბრად ვუთმობ წერის, კითხვის, მოსმენისა (listening skills) და საუბრის (Speaking skills) უნარ-ჩვევებს. გავლილი მაქვს სასწავლო ცენტრი "Know-How"-ს 7-წლიანი და Oxford School-ის 2-წლიანი კურსები. ჩემი გაკვეთილების ხანგრძლივობაა 60 წუთი/90წუთი. გაკვეთილებს ვატარებ კვირაში ორჯერ, ფასი შეთანხმებით(70ლარიდან). ვატარებ ჯგუფურ მეცადინეობებსაც(მაქსიმუმ 2-3 ბავშვი), თუკი ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის მეცადინეობა მიწევს (მაგალითად თუკი ბავშვები არიან კლასელები, მეზობლები, ნათესავები ან დედმამიშვილები) თითოეული ბავშვის ინდივიდუალური მეცადინეობის თანხას აკლდება 10 ლარი. გარდა ამისა, ფასებს განვიხილავ მოსწავლეების ასაკის, ადგილმდებარეობის და, რაღა თქმა უნდა, დონის მიხედვით. მოსწავლეების აყვანამდე გავდივარ მათთან პირად კონსულტაციას და ვაწერინებ დონის დასადგენად ასაკის შესაფერის ტესტს.

clock
ორშ / პარ
09:00 - 19:00

მდებარეობა

map pin
თბილისი,ვაკე,ჭავჭავაძის გამზირი.
მდებარეობა რუკაზე არ არის მითითებული
user avatar servisebi.ge
მარიამი
ფასი
შეთანხმებით
მსგავსი განცხადებები