fb

ავტომობილის სალონის დიზაინი

ავტომობილის სალონის დიზაინი მრავალი ურთიერთდაკავშირებული ელემენტის ერთობლიობას წარმოადგენს. სივრცეში ეს დეტალები ქმნიან ესთეტიურ კომფორტს და მძღოლის უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებენ. დროთა განმავლობაში, დატვირთვის შედეგად, ნაწილები იცვითება და საჭიროებს განახლებას, რათა ავტომობილის პირვანდელი იერსახე შევინარჩუნოთ. ამის საპირისპიროდ დიზაინის ცვლილება შესაძლებელია თვითგამოხატვის ნაწილიც იყოს (როდესაც მძღოლს სურს სალონი თავის გემოვნებას მაქსიმალურად მოარგოს).
ავტომობილის სალონის განახლება პროექტის შემუშავებით იწყება. პროექტი მოიცავს ინფორმაციას:
  • გამოსაყენებელი მასალების შესახებ (ფერი, სტრუქტურა);
  • ინტერიერის ჩანართები- ალუმინი, ბოჭკოვანი ჩანართები და სხვა;
  • სავარძლების ჭრა და ნაკერის ტიპი;
  • პერფორირებული ჩანართები;
  • ჭედურობა ტყავზე;
  • დეკორატიული ნაქარგები;
  • ჭერის პანელის ფერი;
  • ღილაკებზე გრავირება;
  • ლუქის ტიპი;
  • იატაკის ტიპი და ფერი; 
პროექტის საფუძველზე მანქანის მფლობელი ხედავს მთლიან სურათს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილება. ამის შემდგომ სპეციალისტები განახორციელებენ დიზაინს რეალურად.
ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ნებისმიერი მასალის თუ ქსოვილის ნიმუში მფლობელს თავიდანვე წარედგინება, რათა მან ნათლად აღიქვას ვიზუალი. 

არასტანდარტული გადაწყვეტილებები უამრავ ადამიანს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ამ დროს მართვა ბევრად მოქნილი და კონცენტრირებული ხდება (როცა მძღოლი თავს კომფორტულად გრძნობს).
ნებისმიერი დიზაინის შემუშავების შემთხვევაში დროთა განმავლობაში მისი განახლება გარდაუვალი გახდება. უმჯობესია პროფსიონალებს მიმართოთ, რათა არ დაირღვეს სალონის სპეციფიკა და ელემენტებისთვის თავდაპირველი ვიზუალის დაბრუნება შესაძლებელი გახდეს. 
ავტომობილის სალონის დიზაინი

ყველაფერი, რაც ავტომობილის სალონის რესტავრაციის შესახებ უნდა იცოდეთ

მანქანის სალონის შეკეთება, ბევრი სხვა ნაწილის მსგავსად ავტომობილის შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია. ავტომობილის შეძენისას შესაძლოა პირისპირ შეეჩეხოთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა დაზიანებული ზედაპირები,  პლასტმასის გაბზარული ნაწილები და სხვა. 
მანქანის სიდენიების რესტავრაცია შესაძლოა დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში, თუ ის დამწვარია, ან ბასრი საგნის ტრანსპორტირების შემდგომ დაზიანდა. მიზეზი მრავალგვარი არსებობს, ხოლო პრობლემის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა ინტერიერის აღდგენაა. 

რა უნდა გაკეთდეს მუშაობის დაწყებამდე?
სალონის ცვეთის ძირითადი მიზეზებია:
  • მანქანის მუშაობის პერიოდში წარმოქმნილი მექანიკური დატვირთვა, რომლისგანაც ყველაზე მეტად ზარალდება ისეთი ელემენტები, რასაც მძღოლი და მგზავრები იყენებენ;
  • ავტომობილის საჭე და სავარძლები დროთა განმავლობაში ცვდება, პანელი და სხვა პლასტმასის ნაწილები იბზარება, ჭერის ქსოვილზე ქუჩის ჭვარტლი და მტვრის საფარი წარმოიქმნება;
  • გარეგანი ფაქტორები: ტემპერატულის ცვლილება და ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • საგზაო შემთხვევები, რასაც თან ახლავს პასიური უსაფრთხოების სისტემის გააქტიურება;
  • მფლობელების მოქმედების სპეციფიკა- როდესაც მძღოლი ცდილობს რომ მანქანის სალონი თვითგამოხატვის მიზეზით შეცვალოს;
წინასწარ საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. უპირველეს ყოვლისა მანქანის სალონი ჭუჭყისგან და მტვრისგან უნდა გასუფთავდეს. ამის შემდგომ ინტერიერი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, რათა დაადგინოთ სარესტავრაციო სივრცეები. შემოწმების შემდგომ თქვენ სრულად შეგიძლიათ დაადგინოთ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს და შეადგინოთ ხარჯების გეგმა.


სავარძლების რესტავრაცია

სავარძლების რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ის შეიძლება იყოს ლოკალური და სრული. ლოკალური შეკეთება სპეციალური ქიმიური ნარევის გამოყენებით ხდება. გამოყენებული ნარევი უნდა შეესაბამებოდეს როგორც მასალის ტექსტურას, ასევე ფერს. სავარძლები, რომლებიც დაფარულია ხავერდის ქსოვილით, საბოლოოდ უნდა იყოს დაფარული ბოჭკოების სპეციალური ქიმიური შემადგენლობით. 
თუ ავტომობილის ინტერიერის სრულად გადაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებელია ყველა სავარძელი კარგად გაიზომოს. თუ მათ კონფიგურაციას გაითვალისწინებთ და ძველი ნიმუშის მიხედვით იმოქმედებთ, სამუშაო გამარტივდება.
 
ტყავის ინტერიერის რესტავრაცია

ტყავის სალონის აღდგენა საკმაოდ პრობლემური ამოცანაა. ეს სერვისი ძირითადად სპეციალური თხევადი ტყავის გამოყენებით ხორციელდება. თავდაპირველად საჭიროა
  1. სავარძლის დემონტაჟი, რათა მისი შეკეთება გაადვილდეს.
  2. შემდეგ სპეციალისტი აშორებს ყველა დაზიანებულ ნაწილს, სადაც ტყავი დამწვარი, ან გაჭრილია. დაზიანებული ნაწილები უნდა გაიწმინდოს, რათა არ დარჩეს მცირე დეფექტიც კი.
  3. ამის შემდგომ სპეციალური ბადედან ამოღებული ტყავის ნაჭერი პინცეტით უნდა მოთავსდეს დაზიანებული ადგილის ქვეშ და კარგად გასწორდეს.
  4. შემდეგ 125 გრადუსამდე გაცხელებული რკინით სითბო თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ ტერიტორიაზე.
  5. ბოლოს კი დამუშავებული ადგილი უნდა გაგრილდეს და მასზე სპეციალისტმა სასურველი ფერის საღებავი უნდა დაიტანოს. 
იმ შემთხვევაში თუ სალონი სხვა ნებისმიერი ქსოვილისაა მისი მთლიანად გადაკეთება მოგიწევთ. ამ მომენტში უნდა იხელმძღვანელოთ საწყისი მასალის დაზიანების ხარისხით. თავდაპირველად ძველი ქსოვილი უნდა ამოიღოთ და მისი ნიმუშით ახალი უნდა დაამზადოთ. ყველა საჭირო ნაწილი სამკერვალო მანქანაზე უნდა შეიკეროს. ძაფი ქსოვილის ფერის მიხედვით უნდა შეირჩეს. ინტერიერის შეკეთებისას შესაძლებელია შექმნათ ახალი დიზაინი, თუმცა დროის წვრილმანებზე დაკაგვა არ ღირს. უმჯობესია პროცესს გულისყურით მიუდგეთ. 
თუ ქსოვილის მთლიანად გამოცვლა არ გსურთ, შესაძლებელია დაზიანებულ ადგილებზე ნაკერების ნაწილობრივ მიმაგრებაც. ამ ვარიანტის არჩევისას სამუშაოს წარმატება დამოკიდებულია სწორად შერჩეულ ქსოვილზე. მასალა არა მხოლოდ სტრუქტურას, არამედ ფერს უნდა შეესაბამებოდეს. ის უნდა იყოს პირვანდელი ნიმუშის ასლი. დაზიანებული ადგილისთვის ოვალური ფორმის ნაკერი კეთდება, მაგრდება ნაჭერი და იკერება. 


პლასტმასის ნაწილების შეკეთება

ნახმარი პლასტმასის ნაწილების შეკეთება ყველაზე შრომატევადი პროცესია. ის რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელთა თანმიმდევრობა მკაცრად უნდა იყოს დაცული. 
  1. პირველი ეტაპი მოიცავს დაზიანებული უბნების შევსებას სპეციალური პოლიმერული ნარევით, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ საავტომობილო მაღაზიაში.
  2. ამ ნარევის გამოყენების შემდეგ უნდა დაიწყოს ნიმუშის აღდგენა. სპეციალისტი პლასტმასის ნაწილს უსვამს ჰელიუმის სპეციალურ ხსნარს, რომლის გამკვრივების შემდგომ ტექსტურის კარგი ვიზუალი იქმნება.
  3. პოლიმერული ნარევის მთლიანად გამაგრებამდე ნიმუში უნდა გადავიდეს შესაკეთებელ ნაწილზე.
  4. ბოლოს აღდგენილი დეტალი სასურველ ფერში უნდა შეღებოთ. როდესაც პლასტმასზე მნიშვნელოვანი დაზიანებაა უმჯობესია ის მთლიანად აღადგინოთ. 

ავტომობილის ხმის იზოლაცია

ძრავის ხმაური, ბორბლების გუგუნი და ქვების კაკუნი - ეს იმ ხმების არასრული სიაა, რომელმაც მძღოლისა და მგზავრების მგზავრობა შეიძლება გაართულოს. მოკლე მარშრუტზე ის განსაკუთრებულ დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა გრძელი მოგზაურობის დროს ამ ტიპის ხმაური იწვევს გადაღლას და გაღიზიანებას. თავდასაცავად ერთადერთი გზა არის მანქანის ხმის იზოლაცია. 
მანქანის ხმის იზოლაცია არის ვიბრაციული, ხმის გამაძლიერებელი და სხვა მასალების ერთობლიობა, რომლის საერთო ამოცანაა სალონში მაქსიმალური აკუსტიკური კომფორტის უზრუნველყოფა, გარე გარემოდან მომდინარე ხმაურისგან დაცვა, აკუსტიკური ტალღების გადაცემის აღმოფხვრა. ავტომობილის ხმის იზოლაცია რამოდენიმე ამოცანას ასრულებს:
  • მგზავრობის უსაფრთხოების ზრდა- მუდმივი ხმაური ტვირთავს ნერვულ სისტემას, ღლის მძღოლს და მას კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. შედეგად მას არ აქვს საშუალება სწორად შეაფასოს გზის მდგომარეობა და დროულად უპასუხოს მის ცვლილებებს;
  • კომფორტის უზრუნველყოფა- სალონში მშვიდად საუბარი ან სასურველი მუსიკის მოსმენა შესაძლებელია;
  • მიკროკლიმატური პირობების გაუმჯობესება - ხმის იზოლაცია მკვრივი ფოროვანი მასალებით ხდება, რომელიც ინტერიერს იცავს არა მხოლოდ გარე ბგერებისგან, არამედ ტემპერატურისგანაც. ზაფხულში კონდინციონერის სრული სიმძლავრით ჩართვა საჭირო აღარ არის, ხოლო ზამთარში გათბობის;
კოროზიისგან დაცვა -ეს ტექნოლოგია ხელს უშლის ლითონის პირდაპირ კონტაქტს წყალთან, მის დაგროვებას. ავტომობილის მომსახურების ვადა იზრდება და ანტიკოროზიული დამუშავების აუცილებლობაც აღარ არის.

ჭერის შეკეთება

ჭერის შეკეთება საკმაოდ აქტუალური სერვისია მწეველი მძღოლებისთვის. ეს აიხსნება თამბაქოს კვამლისგან გაჩენილი ყავისფერი ლაქებით, რომელიც სალონის იერსახეს საგრძნობლად აფუჭებს. შეკეთების პროცესში დაზიანებული ქსოვილი უნდა მოიხსნას, მისი ნიმუშით შეიქმნას ახალი საფარი და ბოლოს მასზე გაკეთდეს ნახვრეტები, რათა ყველა ამოღებული ნაწილი თავის ადგილას დააბრუნოთ. 
სხვადასხვა ტიპის სამუშაოები პროფესიონალურ ინსტრუმენტებს მოითხოვს, ამიტომ ამ მიმართულების სპეციალისტის დაქირავება აუცილებელია. 

სად დავიქირავოთ გამოცდილი სპეციალისტი?

თუ ავტომობილის ინტერიერის შესაკეთებლად გამოცდილ მექანიკოსს ეძებთ, SERVISEBI.GE-ზე სპეციალისტს რამოდენიმე წუთში იპოვით. ამისთვის საჭიროა:
  • გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს;
  • წაიკითხოთ რეალურ მომხმარებელთა შეფასებები;
  • გაიაროთ ოსტატთან უფასო სატელეფონო კონსულტაცია;
  • მექანიკოსი თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოიძახოთ;
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. სამუშაოს სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალისტი სერვისის საფასურს დაგიანგარიშებთ. აქედან გამომდინარე, თქვენ არ გადაიხდით ზედმეტს და სასურველ მომსახურებას კვირის ნებისმიერ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებთ.
 

​სალონის დიზაინი

სალონის დიზაინი მრავალი ელემენტის კომბინაციით იქმნება. ამ დროს ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელებაც კი შესაძლებელია. დიზაინის სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრება დეფექტების აღდგენის სახესხვაობებიც. ამ დროს ყურადღება ექცევა დაზიანების ხარისხს და ტიპს, რის შემდეგაც სპეცალისტი მომსახურების პირობებს ადგენს. 
სალონის რესტავრაციისას ხდება: თითოეული დაზიანება ხანგრძლივი დატვირთვის, გაუთვალისწინებელი საგზაო შემთხვევის ან მძღოლის დაუდევრობის დროს შეიძლება წარმოიშვას. ამ დროს შესაძლებელია პრობლემა მოგვარდეს ადგილობრივად, ან მთლიანად შეიცვალოს არსებული საფარი. 

ნებისმიერ შემთხვევაში ​სალონის დიზაინისთვის პროფესიონალი ოსტატის დაქირავება აუცილებელია. ახლობლების რეკომენდაციის გარეშე, სპეციალისტის დაქირავებას ჩვენს ვებგვერდზე შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ მექანიკოსის არჩევისას რეალურ გამოცდილებას დაეყრდნობით.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. მომსახურების ღირებულება ინდივიდუალურად დაანგარიშდება. 
პირობების შესათანხმებლად სპეციალისტს გაესაუბრეთ ტელეფონით და ის თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოიძახეთ. კვირის ნებისმიერ დღეს, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, სერვისის მიღება მარტივად შეგიძლიათ. პლატფორმაზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი, ამიტომ სანდო კანდიდატის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. 
სულ 3 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq