მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. წარმატებით მაქვს ჩაბარებული მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. გაკვეთილები იქნება საინტერესო, გავეცნობით როგორც თეორიულ, ასევე ვიზუალურ მასალას. შევისწავლით არა მხოლოდ ფაქტობრივ მასალას, არამედ ვისწავლით მოვლენათა მიზეზებს, შედეგებსა და მნიშვნელობას. მთელი წლის მანძილზე ვიმუშავებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის დავალებებსა და ტესტებზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა: VII-XI კლასები - კვირაში ორი დღე, 2 საათი; XII კლასი - კვირაში სამი დღე, 2 საათი; დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.