მომზადება ინგლისურ ენაში
მოვამზადებ I-დან XII კლასის ჩათვლით, ბავშვებს ინგლისურ ენაში.
ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება.
ვამზადებ, როგორც დისტანციურად ისე სახლში (თელავი) .
ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს რომელიც მოიცავს ოთხივე უნარის განვითარებას: გრამატიკას, ლექსიკას, მოსასმენსა და საუბარს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს/ასევე შესაფერის ტესტებს უმცროსკლასელთათვის.ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს:
I მაღალ ქულას
II საბაზისო დონის ათვისებას
III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას და წერის ტექნიკის დახვეწას.
უმცროსკლასელებისთვის მაქვს ასევე ცალკე პროგრამა რომელიც ქმნის მყარ ფუნდამენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად.
ფასი შეთანხმებით
რეპეტიტორი |
კერძო |
ბავშვების მომზადება |
ინგლისურის რეპეტიტორი