მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.
მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.

მოგესალმებით, მოვამზადებ მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი, უმაღლესი აკადემიური მოსწრებით, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში. მაქვს რეპეტიტორობის გამოცდილება. იოლად ვამყარებ ბავშებთან კონტაქტს და ყოველთვის ვცდილობ გაკვეთილის ახსნის პროცესში არ ვიყო შაბლონური, ვასწავლი მრავალფეროვანი გზებით, ისე, რომ არ იყოს მათთვის მოსაბეზრებელი. ვარ შედეგზე ორიენტირებული. დროს და თანხას განვსაზღვრავთ ჩემი და თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით.

maswavlebeli | დაწყებითი კლასები | მასწავლებელი | რეპეტიტორი | მომზადება

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს,სხვადასხვა საგნში და ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. შესაძლებელია ბინაზე მისვლით. ვარ მეორე კურსის სტუდენტი,მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მაქვს მათთან კომუნიკაციის დამყარების კარგი უნარი. ასევე მაქვს გამოცდილება,ჩამიტარებია გაკვეთილები სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სხვადასხვა საგანში. გაკვეთილები არ იქნება დამღლელი და მოსაბეზრებელი. თანხისა და გაკვეთილების გრაფიკის შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.

რეპეტიტორი | მასწავლებელი | დაწყებითი კლასები | momzadeba | მომზადება | დაწყებითი კლასების მომზადება | dawyebit klasebshi momzadeba

მომზადება ყველა საგანში (სახლში მისვლით)
მომზადება ყველა საგანში (სახლში მისვლით)

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის (ბაკალავრიატი) 2020 წლის კურსდამთავრებული წითელი დიპლომითა და რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილებით. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ შვილებისთვის დახმარებას სასკოლო საგნებში, ამიტომ სანდომიან, კეთილგანწყობილ, კვალიფიცირებულ ადამიანს ეძებენ, რომელიც მათ შვილებს სასკოლო საგნების ათვისებასა და შეყვარებაში დაეხმარება. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა მეგობრულ გარემოში მარტივად დაძლიონ სკოლის ამოცანები და მაქსიმალურად გამოავლინონ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და შემოქმედებითობა; სწავლის მათთვის მოსაწყენი პროცესი კი სასიამოვნო და სახალისო გახდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.

მასწავლებელი | რეპეტიტორი | მომზადება

prevnext
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება

ვარ 18 წლის, მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე პიროვნება.მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. 2020 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე ,70% გრანტით და სწავლა მიფინანსდება სრულიად კარგი აკადემიური შედეგების გამო. ვარ ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის კონკურსის გამარჯვებული და გრანტის მფლობელი.(ფოტო მასალის ატვირთვის საშუალებას საიტი არ იძლევა)მოვამზადებ ბავშვებს, რათა დავეხმარო თქვენ შვილებს ახლებური მეთოდებისა და თანამედროვე ხარისხის განათლების მიღებაში. ვამეცადინებ და დავალებებს შევასრულებინებ ყველა საგანში (ინგლისურშიც). თუმცა ჩემი სწავლება იქნება უმეტესწილად კლასგარეშე სახის, სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც გონების და აზროვნების განვითარებაში დაეხმარება ბავშვებს. გაკვეთილი კვირაში 3 ჯერ, საჭიროების შემთხვევაში 4 ჯერაც. მეცადინეობა გაგრძელდება 1,3 -2 საათამდე, რათა ყველა საგანი მოვამზადოთ სრულყოფილად.სასურველია ჩემთან ბინაზე მოსვლა, ვცხოვრობ წერეთელზე , მეგალაინთან (ელიავა) ახლოს.

ინგლისურის რეპეტიტორი | კერძო | რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება