fb

მანქანის ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა ყველანაირი ზედაპირის გაწმენდის პროცესია, რომლისთვისაც ლაქებისა და მტვრის მოსაშორებელი სპეცქიმია გამოიყენება. მანქანის ქიმიური წმენდა საშუალებას გაძლევთ, რომ სალონი მოვლილ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ და მგზავრობისგან ესთეტიური სიამოვნება მიიღოთ.

სპეციალისტების რეკომენდაციით ქიმწმენდა 2-3 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. ეს დიდხანს შეინარჩუნებს ინტერიერს იდეალურ მდგომარეობაში და წლების განმავლობაში სარემონტო მომსახურების აუცილებლობას არ შექმნის. აღსანიშნავია, რომ მანქანის თვითწმენდა მხოლოდ ხილულ ჭუჭყს უმკლავდება. სრულყოფილი სისუფთავის მისაღწევად თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. 

სახელწოდება ,,მშრალი“ ქიმწმენდა იმ დროიდან მოდის, როცა ამ მიმართულებით ნაკლები ქიმიკატი გამოიყენებოდა. წმენდა ტარდებოდა ქაფის კონცენტრატების გამოყენებით (წყლის უფრო დაბალი შემცველობით). ამ ტიპის მომსახურება ბევრს სპეციალისტს ნაკლებად ეფექტურად მიაჩნია და ხშირად ისინი მძღოლებს სველი წმენდის მომსახურების მიღებას ურჩევენ. მანქანის ქიმწმენდის ფასები დამოკიდებულია სწორედ მომსახურების არჩეულ ტიპზე, სალონში გამოყენებულ მასალებზე და მთლიანად სამუშაოს მოცულობაზე. 

თუ ქიმწმენდისთვის სანდო სპეციალისტს/კომპანიას ეძებთ, ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს დაუყოვნებლივ გაეცანით. მრავალფეროვანი ვარიანტიდან ის კანდიდატი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. თქვენ არ გადაიხდით დამატებით საკომისიოს, ან სხვა ტიპის გადასახდელებს მესამე/შუამავალი პირისთვის. სატელეფონო კონსულტაცია სრულიად უფასოა, ამიტომ მომსახურების პირობები შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეათანხმოთ. რაც მთავარია გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიღეთ.
მანქანის ქიმწმენდა
პრო
ცხელი ორთქლით მანქანის ქიმწმენდა
eyeნანახი
ცხელი ორთქლით მანქანის ქიმწმენდა

გთავაზობთ პროფესიონალი მაღალი სიმძლავრის იტალიური ცხელი ორთქლის გენერატორებით ნებისმიერი მოდელის ავტომობილის სრულ ქიმწმენდას , 120 გრადუსზე გაცხელებული ორთქლის წნევით ქსოვილიდან ამოგვყავს ძლიერი დაბინძურება და ლაქები ძრავი ირეცხება უსაფრთხოთ 100% გარაანტიით , უმოკლეს დროში და ხარისხიანად , ავტომობილი გბარდებათ ერთ დღეში მშრალ მდგომარეობაში, დაგვიკავშორდით

video play icon ვიდეო
მანქანის ქიმწმენდა თბილისშიავტომობილის ქიმწმენდასალონის ქიმწმენდასედანის ქიმწმენდაავტომობილის ქიმწმენდა ფასიმანქანის ქიმწმენდა გამოძახებითავტომობილის ორთქლით ქიმწმენდაჯიპის ქიმწმენდამანქანის ქიმწმენდა ფასი
ტელეფონი

მანქანების ქინწმენდა

მანქანების ქინწმენდა კომპლექსური პროცესია, რომელიც სერვისების ნაკრებს მოიცავს. მომსახურება ავტომობილის ინტერიერის ყველა ელემენტის, საბარგულის და სხვა დეტალების წმენდას გულისხმობს. 
პირველ რიგში ზედაპირის გაწმენდა ხდება. ამ დროს სპეციალისტები მტვრის მოცილებას ჯაგრისებით იწყებენ.  
შემდგომში იატაკის წმენდა იწყება, რომელიც სამართლიანად ითვლება სალონის ყველაზე დაბინძურებულ ადგილად. თუ ამ დროს ექსპერტი ხედავს, რომ ჩვეულებრივი წმენდა ეფექტური არ არის, მაშინ დაბინძურებული ზედაპირი ცოტა ხნით იჟღინთება სპეციალური საშუალებებით და შემდგომ ხდება ჭუჭყის ამოყვანა მტვერსასრუტით. 
ჭერის წმენდა მიმდინარეობს სპეციალური ტილოებით და ალკანტარას მასალის ფუნჯებით.
მანქანის ქიმწმენდის ფასი სწორედ გამოყენებულ აღჭურვილობასა და ინტერიერის სახესხვაობაზეა დამოკიდებული.

ავტომობილის პლასტმასის ნაწილები სპეციალური ფუნჯებით და ავტოქიმიური საშუალებებით იწმინდება. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე იცვლება გამოყენებული საშუალების კონცენტრაციაც. ძნელად მისადგომი ადგილების დასასუფთავებლად გამოიყენება სპეციალური ჯაგრისები. 
ტყავის ზედაპირები ჩვეულებრივ არ იწმინდება ორთქლით, რადგან ამ დროს სალონის მასალა იწყებს დაჭიმვას და გაუხეშებას. 
ტექსტილის მანქანის სავარძლებს ამუშავებენ სარეცხი საშუალებით, შემდეგ ღრმა ლაქებს და მტვერს აშორებენ მტვერსასრუტით.
ბარგის განყოფილების და სათადარიგო ბორბლის წმენდა ბოლო ეტაპზე ხდება.
ამის შემდეგ გაწმენდილი მანქანა ბუნებრივად შრება.

მანქანის ქიმწმენდა ეფექტური სერვისია, რათა ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ხარისხიანად გემსახუროთ. ამასთან არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა და თქვენთვის სასიამოვნო გარემო შექმნათ. იმისთვის, რომ სანდო სპეციალისტი რამდენიმე წუთში იპოვოთ, ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ ერთიან ბაზას გაეცანით. სპეციალისტის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. 
სულ 4 რეზულტატი
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq