მოვამზადებ მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.
წარმატებით დავამთავრე ილია ვეკუას სახელობის სკოლა. ეროვნულებზე ქვეყნის მასშტაბით ტოპ-300 მოსწავლეში მოვხვდი და ამჟამად ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მაქვს 100% სწავლის დაფინანსება და სტიპენდია. ვარ ძალიან მონდომებული და მიზანდასახული, ასევე კარგად გამომდის ბავშვებთან კომუნიკაცია.