fb

ფირის გადაკვრა

ავტომობილზე ფირის გადაკვრა ორ ფუნქციას ასრულებს. ის იცავს საღებავს და მანქანის ვიზუალს მეტად მომხიბვლელს ხდის. მიუხედავად ამისა, ყველანაირი ტიპის მანქანის შეფუთვა ამ ამოცანებს ვერ ასრულებს. არსებობს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ფირი, რომლებიც მასალებითა და ტიპიური მახასიათებლებითაც განსხვავდება. ესაა ვინილი და პოლიურეთანი, რომელსაც ერთგვარ ჯავშანს უწოდებენ.
თითოეულს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია, ამიტომ სანამ მანქანის ფირის გადაკვრას გადაწყვეტთ, მათ კარგად უნდა გაეცნოთ.

ვინილის ფირს ხშირად მფლობელები მანქანის ძარაზე აკრავენ, რათა ხაზი გაუსვან მას სატრანსპორტო ნაკადში. სტილის მოყვარულთა შორის მანქანაზე ფირის დაკვრა ძალიან პოპულარულია. ასეთი ტიპის ავტომფლობელები იყენებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფერადი ფირის გადაკვრა ან შავი ფირის გადაკვრა, რათა ვიზუალური ეფექტის მოხდენის შანსი გაიზარდოს.
ვინილის საფარის გადაკვრა საკმაოდ სწრაფად ხორციელდება და არ სჭირდება კორპუსის შეღებვის მსგავსად დიდი დრო. ვინილი გამჭვირვალე ან ფერადია და საკმაოდ შეზღუდულია დამცავი თვისებების თვალსაზრისით. როგორც წესი მისი სისქე 100 მიკრონია, რაც 0.1 მმ-ს შეესაბამება. ასეთი ტიპის დამცავი ფირის გადაკვრა თავიდან აგარიდებთ მინიმალურ ნაკაწრებს და ქვიშის გავლენას. ფირი პლასტმასის მსგავსია, ის დეფორმირდება გაცხელებისას, მაგრამ შემდეგ სწრაფად ხდება მყარი და გარკვეულწილად მყიფე. ტემპერატურული რყევების მიმართ გამძლეა, ამიტომ ყინვებიდან ავტოსამრეცხაოზე გადასვლა შესაძლოა ბზარებით არ დასრულდეს.
ფირის გადაკვრა

რას ნიშნავს ფირის გადაკვრა მანქანაზე და რა უნდა იცოდეთ ამ მომსახურების შესახებ

ავტომობილის საღებავი ყოველდღიურად ექვემდებარება უარყოფით გავლენას მაგისტრალებზე მოძრაობისას. მცირე ნაკაწრები, ხაზები, ქვა-ღორღისგან წარმოქმნილი დაზიანებები საბოლოო ჯამში აფუჭებს ავტომობილის იერსახეს. მანქანების დასაცავად გამოიყენება სხვადასხვა ზომის ფირი ბამპერებისთვის, ფარებისთვის ან სრული ზედაპირისთვის. ამ მეთოდს ბევრი უპირატესობა ახასიათებს, რისთვისაც ავტომფლობელები ხშირად მიმართავენ მას.
სერვისი მოითხოვს სპეციალურ კვალიფიკაციას, რადგან დამოუკიდებლად ფირის ხარისხიანად დაწებება შეუძლებელია. თხელი, გამჭვირვალე, ულტრაიისფერი რეზისტენტული ფირები ზედაპირებზე სრულიად უხილავია და იცავს მანქანის კორპუსს მაღალი სიჩქარით მოხვედრილი ქვებისგან.

დამცავი ფირის გამოყენების უპირატესობები

დამცავ ფირს არაერთი უპირატესობა ახასიათებს, ამიტომ სერვისის მიღებამდე მნიშვნელოვანია მას კარგად იცნობდეთ:
  • ის სრულად გამჭვირვალე და პრიალაა, რაც უხილავ სხეულს ქმნის;
  • მზის სხივებისადმი წინააღმდეგობას ქმნის;
  • არ იქერცლება სრული საოპერაციო პერიოდის განმავლობაში;
  • უძლებს მაღალ/დაბალ ტემპერატურას -45-და 110 გრადუს ცელსიუსამდე;
  • ხრეშისა და ქვიშისგან დაცვა 150კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას;
  • იცავს მანქანის კორპუსს დაზიანებისგან წარუმატებელი პარკირების დროს;
  • შეგიძლიათ მარტივად მოუაროთ-გარეცხოთ ან გააპრიალოთ;
  • ფირის საფარი 3-5 წლამდე გარანტიით მზადდება და მისი მოხსნა ნებისმიერი კვალის დატოვების გარეშე შესაძლებელია;

დამცავი ფირის სახეები

ხრეშის საწინააღმდეგო დამცავ საფარს განსხვავებული ზედაპირი აქვს. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ პრიალა, გამჭვირვალე, დაბურული სტრუქტურა. ხარისხი პლასტიზატორის შემცველობაზეა დამოკიდებული, რომელიც მასალის ელასტიურობაზე, სიმტკიცესა და დაჭიმვის სიძლიერეზეა პასუხისმგებელი. დამცავ ფირებს შორის გამოიყოფა შემდეგი ტიპები:
  • ვინილი - სინთეზური ფირი პოლივინილ ქლორიდის ფუძით, სისქით 50-დან 150 მიკრონამდე. იგი გამოირჩევა დაბალი ღირებულებით და მისი მომსახურების ვადა 2-5 წელია;

  • პოლიურეთანი - თერმოპლასტიკური პოლიმერების საშუალებით იქმნება. აქვს ერთმაგი და ორმაგი ფენა. სისქე 100-დან 300 მ-დე, ხოლო მისი ღირებულება 2-3-ჯერ მეტია ვინილის მასალაზე. ასევე დიდია ექსპლუატაციის ვადაც (5-10 წელი). პრემიუმ მანქანებისთვის იწარმოება ,,ჯავშანჟილეტის“ ვერსია 600 მიკრონი სისქის, რომელიც შესაფერისია ოპტიკის, ფარების და სარკეების დასაცავად.
იმისთვის, რომ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა შეძლოთ აუცილებელია იცნობდეთ თითოეული მასალის უარყოფით მხარეებსაც. ვინილის ფირი ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც 100 პროცენტიან დაცვას მექანიკური ზემოქმედების წინააღმდეგ არ უზრუნველყოფს. თუმცა იცავს კორპუსს მცირე ნაკაწრებისგან, ქვიშის ნაკადებისგან და ქიმიკატებისგან.
ამ საფარის გადაკვრა რეკომენდებულია სარკეებზე, ოპტიკაზე გამოსაყენებლად. ის არ იცავს მანქანას მაღალი სიჩქარით მომავალი ქვებისგან, რომელიც ბორბლიდან შეიძლება ასხლტეს.
ვინილის ფირები სხვადასხვა ტექსტურით და ფერით იწარმოება და თუ მანქანისთვის ორიგინალური სტილის შექმნა გსურთ-იდეალური ვარიანტია. გამორჩეულია ჩასმის სიმარტივით და ფიგურულ ელემენტებს შესანიშნავად ედრება. ამ მასალის ნაკლი ის არის, რომ ხუთი წლის შემდგომ მოყვითალო ხდება და პლასტიურობას კარგავს. როდესაც ეს ნიშნები სახეზე იქნება, უმჯობესია საფარი გამოცვალოთ.
პოლიურეთანი საიმედოდ იცავს მანქანას ნაკაწრებისგან, ნაპრალებისგან და ქვის მაღალი სიჩქარით დარტყმისგან. ის გამჭვირვალეა 95%-მდე და ვარგისია მინის, სარკეებისა და ოპტიკის დასაცავად. მისი მოცილების შემდეგ არ რჩება ლაქები, ამისთვის საჭიროა მხოლოდ სათანადო გამხსნელით წებოს ამოღება.
პოლიურეთანი ძველი მანქანისთვის მყარი გარეგნობის შესანარჩუნებლად გამოიყენება. გარეგნულად უხილავია, თუმცა მანქანის ზედაპირს ბზინვარეს და მიმზიდველს ხდის. ასეთი ტიპის ფირის მინუსი მის სისქეში მდგომარეობს. სწორედ ეს მახასიათებელი არ გაძლევთ საშუალებას, რომ რთული კონფიგურაციის მქონე ნაწილებზე გადაკეცოთ ის.ზოგიერთ ადგილას მისი გაჭრა მოგიწევთ.

სად ვიპოვოთ სანდო ხელოსანი მანქანაზე ფირის გადასაკრავად?

ავტომობილზე ფირის გადაკვრა, დღესდღეობით, ძალიან მოთხოვნადი სერვისია. ბაზარზე არსებული საჭიროების გამო შევქმენით სივრცე, სადაც სანდო სპეციალისტის პოვნას რამოდენიმე წუთში შეძლებთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ servisebi.ge-ზე დარეგისტრირებულ ოსტატებს და მათთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. მომსახურების ღირებულებისა და დეტალების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურად შეათანხმებთ. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ მომსახურების ღირებულება სამუშაოს მასალაზე, სირთულესა და მოცულობაზეა დამოკიდებული.
ღირებულებაზე გავლენას ახდენს ფირის ტიპი, მისი სისქე და ფერი. შემდგომში უკვე მანქანის კორპუსის მახასიათებლები, პანელების სირთულე და დიზაინი. თითოეული მოდელისთვისთვის სამუშაოს სირთულე ინდივიდუალურია. Servisebi.ge ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო სპეციალისტებს აერთიანებს. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემაა. ნეგატიურ კომენტარებს არ შლიან, შესაბამისად, თქვენ რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს გაეცნობით, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. თქვენ არ იზღუდებით კონკრეტული დღეებით და ლოკაციით. მომსახურების მიღებას კვირის ნებისმიერ დღეს სასურველ ადგილას შეძლებთ. პლატფორმა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსაა მორგებული და სერვისების მიღებას მაქსიმალურად ამარტივებს.

ფირის გადაკვრა მანქანაზე

თუ ავტომობილის დაცვა გაუთვალისწინებელი ნაკაწრებისა და დაზიანებებისგან გსურთ, ფირის გადაკვრა მანქანაზე შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული და ბიუჯეტური ვინილის მასალის ცვეთადი კვალი ავტომობილს ვიზუალურ ეფექტს უფუჭებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ავტომფლობელი ავტომობილის კორპუსს მსგავსი ტიპის ეფექტებით ხელოვნურად აბერებს.
ესთეტიკის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ ფირების გადაკვრა მანქანაზე 3-5 წელი გრძელდება. მისი ღირებულება სამუშაოს სირთულესა და შესრულების ვადაზეა დამოკიდებული. ფირის გადაკვრა პრიუსზე დაიცავს თქვენს ავტომობილს ულტრაიისფერი სხივებისგან.

თუ ავტომობილზე დამცავი ან საიმიჯო ფირის გადაკვრა გადაწყვიტეთ ჩვენს პლატფორმაზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებს იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს და მრავალფეროვანი სერვისებიდან (მაგ. პპფ ფირის გადაკვრა) თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ. სერვისის ღირებულება შერჩეულ მასალაზე, ავტომობილის კორპუსზე და მის ვიზუალზეა დამოკიდებული. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, ამიტომ ამ დეტალების შესახებ შეძლებთ თავად ოსტატებს გაესაუბროთ. ეს სამუშაოს სპეციფიკაში გარკვევას და გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. ამასთანავე თქვენ გაეცნობით გაუფილტრავ კომენტარებს, სადაც რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაა წარმოდგენილი. ამ გზით სპეციალისტის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ახლობლების შეწუხება არ მოგიწევთ.

Servisebi.ge თანამედროვე ადამიანისთვის მოქნილი და მოსახერხებელი პლატფორმაა, სადაც ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მიღება დაუბრკოლებლად შეგიძლიათ.
სულ 2 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq