გავასეირნებ ძაღლს დიდი დიღმის ტერიტორიაზე. მაქვს გამოცდილება, ვასეირნებდი ორ ძაღლს და მათი პატრონები ძალიან კმაყოფილები არიან
გავასეირნებ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს ან ნებისმიერ სხვა ცხოველს თბილისის მასშტაბით. მაქვს 19 წლიანი გამოცდილება. ვარ მოწესრიგებული და პასუხისმგებელი. გასეირნება როგორც დილა-საღამოს ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შაბათ-კვირის ჩათვლით. დეტალებზე დამიკავშირდით.
მოგესალმებით, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ენერგიის სწორი ხარჯვა და დროული გასეირნება სჭირდება, თქვენ კი ამისთვის დრო არ გაქვთ, გვინდა შემოგთავაზოთ გასეირნების სერვისი♥️გავასეირნებ პატარა და საშუალო ზომის ძაღლს ვერა მთაწმინდის ტერიტორიაზე. თვიური გასეირნების შემთხვევაში, დილა-საღამოს 1-1 საათით. პატარა ზომის ძაღლი - 20 ლარი. საშუალო ზომის ძაღლი - 30 ლარი. ერთჯერადი გასეირნება 1 საათით. პატარა ზომის ძაღლი - 25 ლარი. საშუალო ზომის ძაღლი - 35 ლარი.
⏰ეძებთ სანდო და გამოცდილ ძაღლის გამსეირნებელს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ყურადღების ქვეშ იქნება? გამარჯობა, მე ვარ ძაღლების გამსეირნებელი 3 წლიანი გამოცდილებით, მიყვარს ცხოველები. რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? ვასეირნებთ ნებისმიერ ლოკაციაზე ჩვენ ვასეირნებთ ნებისმიერი ზომის ძაღლს ვმუშაობთ თქვენი განრიგის მიხედვით გასეირნება 1 საათი 10₾ გასეირნება 2 საათი 20₾
კომპანია ,,შენი შინაური ცხოველი'' გთავაზობთ, შინაური ცხოველების (ფრინველების, ქვეწარმავლების, მღრღნელების) : •გასეირნებას ნებისმიერ ლოკაციაზე (დღეში ერთხელ ან ორჯერ) •დატოვება და მოვლა-ზრუნვას (დღეობით, კვირობით, თვეობით) •თქვენზე მორგებულ პირობებს •თქვენთან მუდმივ კონტაქტში ყოფნას •სურვილისამებრ ხელშეკრულების გაფორმებას- რათა პირობები შესრულდეს ორივე მხარისგან პირნათლად და კეთილსინდისიერად •პირად მომსახურებას გაგიწევთ ცხოველებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ჯგუფი
გამარჯობათ, დავდივარ ნებისმიერ ლოკაციაზე.მე ვარ თამო, მიყვარს ძაღლები, კატები, შინაური ცხოველები. ამჟამად ვარ სტუდენტი და მესაჭიროება სამსახური. ვფიქრობ რომ ეს სწორედ ის არის რითიც მეც, თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც კმაყოფილები დავრჩებით. ალბათ რთულია თქვენთვის საყვარელი არსება ანდოთ უცხოს, რომელზეც არაფერი არ იცით და გიჭირთ მასთან დროებით განშორება, მაგრამ გპირდებით რომ ეს სწორედ ის არის რითიც მეც, თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც კმაყოფილები დარჩებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, გავასეირნებ ან დავიტოვებ თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველს ან ცხოველებს. მადლობა ყურადღებითვის! ⭐️
გავასეირნებ ძაღლს 1 საათით. ყოველდღე შაბათ კვირის გარდა. სასურველია გლდანის ტერიტორია.მე თვითინაც მყავს ოთხფეხა მეგობარი და მიყვარს უკლებლივ ყველა
ვარ 14 წლის, გავასეირნებ ძაღლებს ვაკის ტერიტორიაზე
აქსესუარები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. შინაური ცხოველების გადაადგილების სერვისი, განისაზღვრება მანძილის მიხედვით. შინაური ცხოველების დატოვების სერვისი, შინაური ცხოველების გასეირნების სერვისი.
გავასერნებ ძაღლებს, ვერა-ვაკის ტერიტორიაზე, დროები და ფასი შეთანხმებით
მყავს 3 წლის გოგონა, რომელსაც ძალიაან უყვარს ცხოველები. ჩვენ ხშირად ვსეირნობთ ვცხოვრობთ ლისზე. თუ ჩვენთან ახლოს ხართ, შემიძლია, გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც ❤️
გავასეირნებ ძაღლებს. სასურველია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ვარ 16 წლის. ძალიან მიყვარს ძაღლები და მაქვს გამკცდილებაც.
გავასეირნებ ძაღლებს ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე დროებზე და ფასზე მოვრიგდებით ძალიან მიყვარს ცხოველები ასერომ თქვენი ოთხფეხა მეგობრებ იქნებიან სანდო ხელში
მოგესალმებით მაქვს გამოცდილება დამჭირდება დამატებით ანაზღაურება გადავწყვიტე იქ სადაც თავს კარგად ვგრძნობ ზუსტად ამ საქმით დავკავდე
გავასეირნებ თქვენ შინაურ ცხოველებს. ვარ 17 წლის, ცხოველების მოყვარული. თავადაც მყავს ძაღლი.❤️ გავასეირნებ დილით/საღამოს მდებარეობა: თბილისი. ფასი: თანხა შეთანხმებით.
ძალიან მიყვარს ცხოველები და მათთან კონტაქტი შესაბამისად შემიძლია გავასეირნო ცხოველები საბურთალოზე. საკმაოდ მისაღებ ფასში 15-20₾
მე თითონაც მყავს ძაღლი დიდი ჯიშის მასტიფი . ძაღლები მიყვარს და ზოგადად მათაც ვუყვარვარ და შემიძლია გავასეირნო ყველა სულერთია როგორი იქნება დიდია ან პატარა მთავარია ავი არ იყოს მე ვიცი ძაღლების კარგი მოვლა აუცილებლად დამიკავშირდით
ვასეირნებ და ვიტოვებ ძაღლებს ვაკე ვერის ტერიტორიაზე. ფასზე და დროზე შეთანხმდებით.:)) გადახდა ხდება საათობრივად. მაქვს გამოცდილება
გამარჯობა, გავასეირნებ ძაღლს ბათუმში. 1 საათი - 15 ლარი
ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მუდმივად გვყავდა ოჯახში ოთხფეხა მეგობრები, მაგ. ძაღლები, ზაზუნები, კატები და ა.შ. თვითონვე ვუვლი და ვასეირნებ ჩემს ჯუჯა პუდელს, სახელად სინდი. მოხარული ვიქნები, თუკი მექნება მათთან სეირნობის შესაძლებლობა. ვიზრუნებ თვენს ოთხფეხა მეგობრებზე. მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმი.
გავასეირნებ თქვენს ბუნჩულა მეგობარს დილა-საღამოთი
გავასეირნებ საშუალო ტანის ძაღლს ან პატარას. (საბურთალოზე). მყავს ორი ძაღლი, ორივე საშუალო ტანის, ამიტომ გამოცდილება მაქვს. ასევე ვუზრუნველყოფ სასუსნაოებითა და ცელოფნებით ფეკალიებისთვის. ყოველ დღე 1 საათი 13ლ.
პატარა და საშუალო ჯიშის ოთხფეხა მეგობარს. საათნახევარი20ლარი.
გავასეირნებ ძაღლს.ძალინ მიყვარს ცხოველები განააკუთრებით ძაღლები მათთან ყოფნა დიდ ბედნიერებას მანიჭებს ამიტომ ჩემი დიდი სურვილია გავახარო ისინი და მეც გავერთო მათთან ერთად .
გავასეირნებ თქვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს ვერა-ვაკის ტერიტორიაზე (დროები შეთანხმებით) გავწვრთნი თქვენი სურვილისამებრ.
გასეირნება უმთავრესი გართობაა შინაური ბინადარის ცხოვრებაში. სამყაროში, რომელიც სავსეა მრავალი სურნელით, ხმით და ახალი მეგობრებით, სადაც მას აქვს საშუალება ირბინოს, მოითელოს და იურთიერთობოს სხვა ცხოველებთან.
გავასეირნებ თქვენს ნებისმერ შინაურ ცხოველს. ყოველდღე, ორჯერ,დილით და საღამოს. ფასზე შევთანხმდებით: 10-25ლ.
გამარჯობა! გავასეირნებ თვენს ოთხფეხა მეგობარს ერთი საათით ყოველდღე შაბათ კვირის გარდა (თბილისი)
ვარ 25 წლის წლის , გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა ცხოველებს პლეხანოვისა ვერა-მთაწმინდის ტერიოტიებზე
ძალიან მიყვარს ცხოველები, სახლში მყავს ძაღლიც და კატაც, მაქვს დიდი შეხება ცხოველებთან. რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით გავასეირნებ თქვენს საყვარელ მეგობარს
გავასეირნებ ძაღლს ან დავიტოვებ ვაშლიჯვარში. დრო: 10:00-19:00-მდე ფასი შეთანხმებით.
გავასეირნებ პატარა და საშუალო ზომის ძაღლებს კიკვიძის პარკის ტერიტორიაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში
გავასეირნებ ნწბისმიერ ცხოველს ძაღლს კატას ციყვს ზღარბს ნიანგს, 1 საათი 8 ლარი, მუხიანის ტერიტორიაზე. გლდანში 10 ლარი
ძაღლის გასეირნება ისნის, სამგორისა და მოსკოვის გამზირის ტერიტორიაზე დროის შეთანხმებით.
გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობარს სანზონისა და დიღმის მასივის ტერიტორიებზე.
გამარჯობა, გავასეირებ ძაღლებს. ვცხოვრობ თემქაზე. ფასი: ძაღლის მიხედვით და სეირნობის ხანგრძლივობით. დროსა და დღეს შევათანხმებთ ერთად. აუცილებელი პირობა: ძაღლი უნდა მოიყვანოთ თემქაზე.
გავასეირნებ ძაღლს 1 საათით, 10 ლარად, ხოლო 2: 15ლ.
გავასეირნებ ძაღლებს ყოველდღე,ორჯერ,დილით და საღამოს,საათნახევრით. ფასი: 10 ლ.
გავასეირნებ ძაღლებს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაქვს გამოცდილება.
გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე საღამოს საათებში. ძალიაან მიყვარს ძაღლები მე თვითონ მყავს სამი
გავასეირნებ თქვენს საუკეთესო მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში. ფასი შეთანხმებით.
გავასეირნებ ძაღლს, ყოველ დღე, დილა-საღამოს. 1 ან 2 საათით. სასურველია ვაკე-ვერას ტერიტორიაზე.
???? თუ: ????გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ????გეზარებათ დილით გაღვიძება ????მიდიხართ სამოგზაუროდ ????ან თუნდაც მიდიხართ პაემანზე და ვერ ასეირნებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაშინ მოგვმართეთ ჩვენ ???? "ჰაჩიკო" არის ახლადშექმნილი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ძაღლებისათვის შემდეგ სერვისს: ✅გასეირნება -1სთ 10 ლარი; ✅დატოვება - 1დღე 30 ლარი; ???? სერვიისის ყოველდღიური მიღების მსურველთათვის შესაძლებელია ერთთვიანი აბონიმენტის შეძენა 200 ლარად.
გავასეირნებ თქვენს შინაურ ცხოველს. 1 საათი 10ლ. 2 საათი 15ლ. თემქის და მუხიანის ტერიტორიაზე. დეტალებისთვის დამიკავშირდით :)
გავასეირნებ ძაღლს გლდანში დღეში ერთხელ 2 საათით ფაში შეთანხმებით
მოგესალმებით მე ვარ გვანცა გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დილით საღამოს ვარ დიასახლისი დროებით უმუშევარი ძალიან მიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა მყავს კატა 6 თვის. 15 20 ლ ფასზე შევთანხმდებით...
ვასეირნებ ძაღლებს საღამოობით 2საათის განმავლობაში ფასი 40 ლარი გავასეირნებ თბილისში საბურთალოს ქუჩაზე
გამარჯობა, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისის ტერიტორიაზე მაქვს გამოცდილება, მყავს ორი ძაღლი))
გამარჯობა , ვარ 16 წლის გოგონა ცხოველთა მოყვარული , ვცხოვრობ თბილისში , დიდი სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისის მაშტაბში ნებისმიერ მეტროსთან ახლოს. დროსთან და ფასთან დაკავშირებით შევთანმხდეთ პირადში
ძაღლების სასტუმრო თქვენი ძაღლი რჩება ექიმის სახლში. იკვებება თქვენი გრაფიკით. სეირნობს დღეში ორჯერ (1 საათით) ძაღლის გასეირნება თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაასეირნებენ ენერგიული ახალგაზრდები, ძაღლი დაიტვირთება ჯიშის მიხედვით. ძაღლის გაწვრთნა ძაღლი სწავლობს ელემენტარულ ბრძანებებს და წესრიგს. ფოტო გადაღება ახალი სერვისი - თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფოტოგადაღება. ხანგრძლივობა - 1 საათი. ფოტოებს თქვენით აარჩევთ, ჩვენ კი - დავამუშავებთ და დაგიბეჭდავთ/გამოგიგზავნით.
სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ვარ 38 წლის დიასახლისი. სახლში მყავს ძაღლები და კატები. ერთი სიტყვით კარგად მესმის ცხოველთა ენა და თქვენს ცუგოებსაც სეირნობისას კარგად ვაგრძნობინებ თავს… დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინგორმაციისთვის დამიკავშირდით…
მეგობრებო თუ დრო არ გაქვთ რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრები გაასეირნოთ?
ვარ 15 წლის გავასეირნებ თქვენს ძაღლებს იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე
გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დღის მეორე ნახევარში. მყავს საკუთარი ლეკვიც ასერომ თქვენი პატარა უსაფრთხო ხელში იქნება.
გავასეირნებ ან დავიტოვებ მცირე ზომის ძაღლს. ვარ 31 წლის.
გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყოველ დღე საღამოს 9დან-10მდე. საბურთალო, ვაკე, ნაძალადევი. ერთი საათი 8 ლარი
ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი გამსეირნებელი თუ გჭირდებათ ვარ მე ☺️ მიყვარს ყველანაირი ცხოველი, ნამუშევარი მაქვს ამერიკაში ზოო მაღაზიაში. ასევე მყავს 2 ფისო და ერთი ძაღლი
მოგესალმებით, ვარ 23 წლის. ძალიან მიყვარს ოთხფეხა მეგობრები. გავასეირნებ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ვცხოვრობ ფალიაშვილზე ვაკეში.