სერვისები.ჯი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კოტე არაბული
კოტე არაბული
07/12/2020
1325 ნახვა

სერვისები.ჯი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  დისტანციური (Remote job)

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით (არა უმეტეს 8 საათისა) 

ანაზღაურება:  კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით

ბონუსი: გაყიდული მომსახურების 5%.

სამუშაოს მოკლე აღწერა და ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიასთან ერთად მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით საქმიანობის დაგეგმვა და დასახული ამოცანების შესრულება;
  • გაყიდვების ზრდა - გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შემუშავება;
  • კომპანიაში არსებული სერვისების ზედმიწევნით ცოდნა და მოლაპარაკებების ეფექტური წარმართვა;
  • ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა და პროცესში გათვალისწინება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და მუდმივი კომუნიკაცია არსებულ პარტნიორებთან;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

 

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს,რომელსაც:

  • შეუძლია ეფექტური და გამართული მეტყველებითი და წერითი კომუნიკაცია;
  • აქვს საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს ციფრული პროდუქტების შესახებ ზოგადი ცოდნა და ამ სფეროში განვითარების მოტივაცია;
  • შეუძლია ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია (ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • აქვს სატელეფონო გაყვედების გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად)
  • აქვს გაყიდვების ზოგადი ტექნიკების განხორციელების უნარი და შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
  • აქვს გაყიდვების/მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში გამოცდილება ან აქვს მიღებული განათლება ამ კუთხით;
  • აქვს გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილგანწყობა და ინტერესი არის გადამწყვეტი დამსაქმებლისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია:

*კომფორტულ და დასაქმებულის მოტივაციაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

*მუდმივ კარიერულ განვითარებას და საინტერესო სამუშაო პროცესს;

 თუ თვლი, რომ ჩვენი ვაკანსია შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@servisebi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი„

5
კოტე არაბული
კოტე არაბული
07/12/2020
გაზიარება
რეკომენდირებული სტატიები
‌servisebi.ge/სერვისები.ჯი აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
‌servisebi.ge/სერვისები.ჯი აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
2020-12-07 17:35:00

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად
რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად
2020-06-11 14:52:07

ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
2019-04-19 10:28:06

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა,

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
2019-04-08 09:31:55

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად

რჩეული განცხადებები