გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ჩვენი სერვისების გამოყენების წესები და პირობები. აღნიშნულ ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ ყველა ქვემოთ მოცემული წესი და პირობა ავტომატურად ჩაითვლება თქვენს მიერ მიღებულად.
ჩვენ ვართ კომპანია servisebi.ge ( შპს „რედკოდი“) , რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილური სერვისების გამოყენებას, მათზე მორგებული ერთჯერადი თუ მრავალჯერადი მომსახურების შეძენას.
ჩვენი პლატფორმა არის „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების მიმწოდებელი.
1.1 „ჩვენ“ ან/და „კომპანი“ - შპს „რედკოდი” (საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ID ნომერი 405279005)
1.2 “თქვენ“ ან/და „მომხმარებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქტს/მომსახურებას.
1.3 „განცხადება" - ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მასთან დაკავშირებული ფოტო ან/და ვიდეო მასალის ჩათვლით ან მის გარეშე, თქვენი მომსახურების შესახებ, რომელიც შედგენილია საიტის წესების დაცვით;
1.4 მომხმარებლის გვერდი“ - მომხმარებლის მიერ საიტზე განსაზღვრული წესით რეგისტრირებული გვერდი, სადაც მომხმარებელი ანთავსებს, არედაქტირებს, ან/და შლის მომსახურების შესახებ საიტის წესების დაცვით შედგენილ, განცხადებებს ან განცხადებას.
1.5 ფასიანი სერვისები - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გადახდილი მომსახურების საზღაური, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას, მხოლოდ და მხოლოდ განცხადების მიზნით საიტის წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ვადაში.
1.6 „სოციალური ქსელი“ – Facebook-ი (ფეისბუქი) ან/და სხვა სოციალური ქსელი ინტერნეტში, რომლის გამოყენებითაც კომპანიას ან/და მომხმარებლს შეუძლიათ საიტზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება მესამე პირისთვის ან პირებისთვის და რის საშუალებასაც საიტი ტექნიკურად იძლევა.
1.7 პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება, ჩვენი სერვისის გამოყენების მიზნებისთვის პერსონალურ ინფორმაციად ჩაითვლება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სქესი, პროფაილის ფოტო, დაბადების თარიღი, სოციალური მედიის ლინკები და სხვ. ინფორმაცია;
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:
2.1. თქვენ ხართ ქმედუნარიანი ფიზიკური პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ, არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს და კონფიდენციალობისა ან/და კომპანიის სხვა სახის საჯაროდ ხელმისაწვდომ პოლიტიკებს.
2.2. თქვენ მიერ მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
2.3. არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.4. არ გამოიყენებთ : ა) სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; ბ) სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გ) სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის მონაცემებს განსახიერების მიზნით; დ) სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე.
2.5 . არ გადასცემთ პირად ანგარიშს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე.
2.6. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს (SPAM), არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებთ მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.
2.7 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც:
3.1 მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის/მომხმარებლის გვერდის შექმნა. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.
3.2 ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
3.3 ავტორიზაცია ხორციელდება თქვენ მიერ დაფიქსირებული ტელეფონის ნომრის საშუალებით.
3.4 თქვენ ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ თქვენს პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თქვენგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების/ სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
3.5 ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს თქვენი ანგარიშის დეტალები, დაუყონებლივ შეცვალეთ იგი ან დაგვიკავშირდით.
3.6 თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას თქვენს ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ თქვენს ანგარიშზე უნებართვო ან თქვენი ნებართვით განხორციელებული წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.7 ყოველი ახალი განცხადების განთავსებისას, ან არსებული განცხადების რედაქტირებისას, თქვენ ეთანხმებით მისი ვალიდაციის წესებს.
3.8 ვერიფიკაციის ინფორმაცია უნდა იყოს რეალური და ასახავდეს შესაბამის ინფრომაციას, თუ ვის სახელზეა გაცემული.
3.9 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
3.10 მომხმარებლის სახელი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებილი მობილური ტელეფონის ნომერი რომელიც უნდა შეიცავდეს 9 ციფრს (0-დან 9-ს ჩათვლით) და ამასთან პირველი ციფრი უნდა იყოს 5, ხოლო პაროლი უნდა შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სხვა სიმბოლოებს იმ შეზღუდვებით და პირობებით, რასაც საიტი ტექნიკურად მოითხოვს მომხარებლისგან.
4.1 ყოველი ახალი ან/და რედაქტირებული განცხადება ვებგვერდზე შემოდის მოლოდინის რეჟიმში და აქტიური ხდება მხოლოდ ვალიდაციის გავლის შემდეგ.
4.2 განცხადებაში ნებისმიერი დეტალების დარედაქტირებისას, განცხადება ხდება არააქტიური, სანამ არ გაივლის ხელახალ ვალიდაციას.
4.3 სამუშაო დღეებში შემოსული ახალი ან რედაქტირებული განცხადება ვალიდაციას გაივლის 24 საათის განმავლობაში.
4.4 შაბათ-კვირა არასამუშაო დღეებია, განცხადებები დასტურდება მხოლოდ სამუშაო დროს (ორშაბათი-პარასკევი 10-18 საათი).
4.5 არასამუშაო დღეებში დამატებული ან დარედაქტირებული ფასიანი სერვისების ვადა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან გახანგრძლივებას.
4.6 ოფიციალურ დასვენების დღეებში განცხადებები არ ექვემდებარება დადასტურებას.
4.7 არასწორად შერჩეული კატეგორიის შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა მომხმარებელთან დაკავშირება, კომპანია იტოვებს უფლებას თავად შეცვალოს სწორი კატეგორია და ფასიანი სერვისი გადააკონვენტიროს შესაბამისი კატეგორიის ფასების მიხედვით.
4.8 საიტის წესების შეუსაბამო ფასიანი განცხადების განთავსების შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, კომპანია უფლებას იტოვებს არ აანაზღაუროს ვალიდაციის პროცესში დაკარგული დრო.
4.9 ვებგვერდზე გახარჯული ფასიანი სერვისები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
4.10 შეძენილი ფასიანი სერვისი უნდა გაიხარჯოს არჩეული ვადით, ფასიანი სერვისების დაპაუზება და გადანაწილება მომდვენო თვეზე არ არის შესაძლებელი.
5.1. საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ https://www.servisebi.ge საიტით სარგებლობის წესებს.
5.2. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათებზე ტელეფონის ნომრის, პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული განცხადების აღწერაში/ტექსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება საიტიდან წაიშლება ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რასაც შესაძლოა მოყვეს მომხმარებლის დაბლოკვა უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
5.3. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული მომსახურების რეალიზაციის უფლება.
5.4. საიტზე ერთი მომხმარებლის განცხადებები არ უნდა მეორდებოდეს (არ უნდა მოხდეს განცხადების დუბლირება).
5.5. მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება საკუთარი მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს www.servisebi.ge საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს და ქვეკატეგორიებს.
5.6.1 არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
5.6.2 არ უნდა ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
5.6.3 არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
5.6.4 არ უნდა ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
5.6.5 არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
5.6.6 არ უნდა შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
5.6.7 არ უნდა შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
5.6.8 არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
5.6.9 არ უნდა შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
5.6.10 არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
5.6.11 არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობას.
5.6.12 განცხადებაზე თანდართული ფოტოებზე დაუშვებელია ტელეფონის ნომრის მითითება.
5.6.13 განცხადების სათაურში და განცხადების ტექსტში(აღწერაში) დაუშვებელია ტელეფონის ნომრის მითითება.
6.1 ფოტოები არ არის მომსახურების შესაბამისი;
6.2 ფოტოებზე დატანილია წარწერები;
6.3 ფოტოზე განთავსებულია ლოგო;
6.4 ფოტოზე ჩანს ტელეფონის ნომერი, მათ შორის სურათში მოცემულ გამოსახულებაზე;
6.5 მეორდება ერთი შინაარსის განცხადება (დუბლიკატი);
6.6 განცხადებაში არასწორადაა მითითებული კატეგორია;
6.7 შეინიშნება მონიშვნის ე.წ. “ჰეშთეგის” გამოყენება აღწერაში;
* აღნიშნული წესები ვრცელდება ვიდეო მასალაზეც.
7.1 თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ტელეფონის ნომრით განახორციელოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა:
დააჭირეთ ღილაკს “პროფილის წაშლა”.
განმავლობაში.
7.2 ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება კომპანიის მიმართ.
7.3 თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვას.
7.4 დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
7.5 ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები:
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:
8.1 საიტზე ხელმისაწვდომია 3 (სამი) ძირითადი ფასიანი სერვისი:
და დამატებით სერვისი “ვერიფიკაცია”.
8.2 ყველა ფასინი სერვისის ფასი განსხვავდება მათი ფუნქციისა და კატეგორიების მიხედვით.
8.3 ფასიანი სერვისების ზუსტი ფასი გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას, შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ.
8.4 ფასიან სერვისებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მოითხოვოთ ჩვენს ცხელ ხაზზე, ან სხვა საკონტაქტო არხებზე.
8.5 ფასების პოლიტიკა არ არის ფიქსირებული და შესაძლოა გადაიხედოს და შეიცვალოს სეზონურად, ასევე ბაზარზე მოთხოვნის და ზოგადი სტატისტიკების მიხედვით.
8.6 ფასების პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს მარკეტინგული კამპანიის მიზნით.
8.7 ფასების გადახედვა არ ხორციელდება ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ყველა მომხმარებელი იღებს თანაბარ პირობას.
9.1 ვებგვერდზე ავტორიზებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს შერჩეული პროფესიონალი და მისი გაწეული მომსახურება.
9.2 შეფასებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია, გახსნათ სასურველი განხადება და დააჭიროთ ღილაკს “შეფასება”, შემდეგ კი 5 ქულიანი სისტემით შეაფასოთ შემსრულებლის დროული მომსახურება, კომუნიკაცია და საქმის შესრულების ხარისხი. ასევე, უნდა აღწეროთ მიღებული სერვისი და დადებითი ან უარყოფითი შეფასების მიზეზი.
9.3 ყოველი დაწერილი შეფასება გაივლის ვალიდაციას და დადასტურების შემთხვევაში აისახება როგორც შემსრულებლის შეფასებების გვერდზე, ასევე იმოქმედებს განცხადების რეიტინგზეც.
9.4. დაწერილი შეფასების ვალიდაციის ვადა არის 1 სამუშაო კვირა.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ შეფასება ვერ გაივლის ვალიდაციის წესებს, გაუქმდება და არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
9.6 შეფასების ვალიდაციის წესები კონფიდენციალურია, რადგან მაქსიმალურად შევძლოთ რეალური შეფასებების ასახვა.
10.1 ვებგვერდზე ნებისმიერ შემსრულებელს აქვს შესაძლებლობა დაამატოს პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
10.2 სერტიფიკატი უნდა იყოს რეალური და მასზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს გარჩევადი.
11.1 ვებგვერდზე ფასიანი განცხადების დამატების შემდეგ, პროფესიონალები ყოველ 24 საათში ერთხელ იღებენ შეტყობინებას განცხადების ჯამური სტატისტიკის შესახებ.
11.2 სტატისტიკებზე დეტალური ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია პროფესიოანალის პირად გვერდზე.
11.3 განცხადებაზე კლიკები - სტატისტიკა ასახავს, თუ რამდენმა ადამიანმა გახსნა თქვენი განცხადება.
11.4 ზარზე კლიკები - სტატისტიკა ასახავს, თუ რამდენმა ადამიანმა დააჭირა თქვენი ტელეფონის ნომრის დამალულ ბოლო 2 ციფრს.
11.5 მოცემული სტატისტიკები ვერ ჩაითვლება იმის ზუსტ ინდიკატორად, თუ რეალურად რამდენმა ადამიანმა დაურეკა პროფესიონალს მითითებულ ნომერზე.
11.6 საიტზე განცხადების დამატებით და ფასიანი სერვისის შეძენით თქვენ ეთანხმებით, რომ სტატისტიკაში შესაძლოა იყოს ცდომილება.
11.7 სტატისტიკა იდება სისტემურად და ეფუძნება პლატფორმის ტექნიკურ ანალიტიკას. თანამშრომლებს არ აქვთ წვდომა ზარის რაოდენობის დეტალურ სტატისტიკაზე.
12.1 პლასტიკური ბარათით:
12.2 ანგარიშის ნომრით:
შესაბამისი რეკვიზიტები.
12.3 კომპანიებს შეუძლიათ დაამატონ კომპანია პირადი გვერდიდან და გააქტიურონ ინვოისის მოთხოვნის ავტომატური ღილაკი.
12.4 ავტომატური გადახდა:
სწრაფი გადახდის აპარატებით;
მობაილ ბანკით.
13.1 ვინაიდან პლათფორმა წარმოადგენს შუამავალ მხარეს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და იგი თავად არ წარმოადგენს აღნიშნულ რომელიმე სუბიექტს, მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ პლათფორმის მომსახურების ტექნიკურ გამართულობაში, კომპანია არ ერევა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილ ნებისმიერ დავასა თუ განსახილველ საკითხებში.
13.2 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
13.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი გადახდების განხორციელების ტექნიკურ მხარეზე (მაგალითად, ჩასარიცხი აპარატების მდგომარეობა). გადახდის ვადები მკაცრად ფიქსირებულია და არ ექვემდებარება ინდივიდუალურ შეთანხმებას.
13.4 კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან მესამე მხარის მიერ მიღებულ ფინანსურ ზარალზე.
14.1 კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
14.2 კომპანიას უფლება აქვს საიტზე განთავსებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებულისგან განსხვავებული რეკლამირება ან/და დააკორექტიროს განცხადების გრამატიკული წყობა, დააკორექტიროს აგრეთვე შინაარსიც თუ ის არ შეესაბამება საიტის წინამდებარე მოხმარების წესების მოთხოვნებს, შეცვალოს მიმართულება, კატეგორია და ქვეკატეგორია თუ ჩათვლის, რომ განცხადება განთავსებულია არასწორად.
14.3 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
14.4 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
14.5 კომპანიას შეუძლია შეცვალოს ვებ-გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი პირობა, ნებისმიერ დროს და ვებ-გვერდზე განათავსოს განახლებული წესები და პირობები. ნებისმიერი სახის ცვლილება მოქმედია ვებ-გვერდზე განთავსებიდან 3 (სამი) დღის შემდეგ.
14.6 მომხმარებლის მხრიდან ვაჭრობის ან პროვოკაციული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში პლატფორმას აქვს უფლება შეწყვიტოს სერვისის მიწოდება.
15.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი, რომელიც თავისი მობილური ტელეფონის ნომერია და პაროლი მესამე პირს ან სხვა მომხმარებელს.
15.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს პაროლი.
15.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.
15.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან).
15.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის მომხმარების წესების შესაბამისად.
15.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან, რომელიც დაკავშირებულია საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
15.7 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
16.1 მომხმარებლის მხრიდან რაიმე სახის არაეთიკური ქმედება, მათ შორის და არა მხდოლოდ, უცენზურო, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი მომართვა ან სხვა სახის არაკორექტული ქმედება კომპანიის თანამშრომლისთვის გამოიწვევს მომხმარებლის/მიმწოდებლის პროფილის გაუქმებას და მომსახურების შეწყვეტას. 16.2. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს კომპანიისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
17.1 პლატფორმის სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი პლატფორმით სარგებლობის ყველა პირობას.
17.2 კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავების წესს.
17.3 კომპანია ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
18.1 პლატფორმებზე/ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. კომპანიის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე.
18.2 კომპანიის საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე პლატფორმასა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
18.3 აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
18.4 ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის/მიმწოდებლისთვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის/მიმწოდებლისს მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
18.5 წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
18.6 იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის პლატფორმა თქვენ განიჭებთ ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
19.1 იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი წესისა და პირობის დებულება ხდება ბათილი, მიიჩნევა არაკანონიერად ან შესრულება შეუძლებელია, მსგავსი სახის დებულება უქმდება, ხოლო წესებისა და პირობების დანარჩენი დებულებების იურიდიული ძალა რჩება უცვლელი.
19.2 წინამდებარე წესები და პირობები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეული მხარისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.
19.3 წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო დავას გადაწყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.