ჯართი იმ უსარგებლო ლითონების ერთობლიობაა, რომელიც პირვანდელი ფუნქციით ვეღარ გამოიყენება და საშუალებას გვაძლევს გადამუშავეებით მეორე სიცოცხლე შევძინოთ. ჯართის გავრცელებული ლითონის ტიპებია :
ალუმინი,
სპილენძი,
რკინა და ფოლადი, რომლებიც ხშირად მიიღება ძველი ტექნიკის, მანქანების, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენებისგან.
ჯართის შეგროვება და ჩაბარება გადამუშავების ინდუსტრიის განუყოფელი კომპონენტებია, რომლებიც სხვა უპირატესობებთან ერთად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს გვთავაზობს. ჯართის გადამუშავება საშუალებას გვაძლევს ხელახლა გამოვიყენოთ უსარგებლო ლითონები, შევამციროთ ნარჩენები და შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები. ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური სერვისი ამ ინდუსტრიაში არის ჯართის ჩაბარება გამოძახებით, რომელიც გულისხმობს ჯართის შეთანხმების ადგილზე აწონვას, შეფასებას და ტრანსპორტირებას, მსგავსი სერვისი ამარტივებს პროცესს როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის.
ჯართი ფასდება რამდენიმე ძირითადი ფაქტორის საფუძველზე, როგორებიცაა: ლითონის ტიპი, წონა და მიმდინარე საბაზრო ფასი. სხვადასხვა ლითონებს, როგორიცაა სპილენძი, ალუმინი და ფოლადი, აქვთ განსხვავებული ღირებულებები მათი მოთხოვნისა და გადამუშავების პროცესების გამო. განსხვავებულია ფასები კონკრეტული ტექნიკის მიხედვითაც, იქნება ეს მაცივარი, სარეცხის მანქანა, კონდიციონერი, გამათბობელი და ა.შ. ჯართის ხარისხი და სისუფთავე ასევე დიდ როლს თამაშობს მისი შეფასების პროცესში. გარდა ამისა,
ლითონების საბაზრო ფასი ყოველდღიურად მერყეობს გლობალური მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით. გადამამუშავებლები აფასებენ ამ ფაქტორებს ჯართის ღირებულების დასადგენად, ხშირად იყენებენ სპეციალიზებულ აღჭურვილობას მასალის ასაწონად და შესაფასებლად, სანამ სამართლიან ფასს შესთავაზებენ გამყიდველს.
ლითონის ჯართის ჩაბარება გულისხმობს არასასურველი ან ნარჩენი ლითონის მასალების შეძენას სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა სამშენებლო მოედნები, საწარმოო ქარხნები, ოჯახები და ბიზნესი. ლითონებს შორის ძირითადად მოიაზრება ალუმინი, სპილენძი, ფოლადი, ტყვია და რკინა. ჯართის ჩამბარებლები თავად ამუშავებენ მათ, ან თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან და სამრეწეველო ფირმებთან, რომლებსაც შეუძლიათ ლითონის გადამუშავება და მათგან ახალი პროდუქციის მიღება.
სწორედ ამიტომ, ჯართის ჩაბარებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სანდო ჩამბარებლის პოვნა, რომელიც შემოგვთავაზებს სამართლიან ფასებს.
Servisebi.ge გვთავაზობს ჯართის ჩამბარებელი პუნქტების მრავალფეროვან შეთავაზებებს სხვადასხვა შემფასებლებისა და კომპანიების მხრიდან, რაც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ მომსახურება, შეადაროთ მათი პირობები, ფასები და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაყვეტილება. კომფორტული სერვისი - ჯართის ჩაბარება ადგილზე მისვლით თავიდან აგარიდებთ ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებსა და პრობლემებს. შემფასებლები გეწვევიან მისამართზე, აწონიან, შეაფასებენ თქვენი ჯართის ღირებულებას და ადგილზევე გადაგიხდიან თანხას. ამ სერვისის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ გათავისუფლდეთ უსარგებლო ლითონებისგან და მიიღოთ შესაბამისი ფინანსური სარგებელიც.
ისარგებლეთ ჯართის ჩაბარების უპირატესობებით SERVISEBI.GE-ს დახმარებით, გამოიძახეთ ჯართის ჩაბარების სერვისი ადგილზე და მიიღეთ უმაღლესი შეფასება თქვენი ლითონების სანაცვლოდ.