დღესდღეობით, ავტომფლობელების უმრავლესობა მანქანის გაზიფიცირების აუცილებლობაზე ფიქრობს, რადგან ასეთ აღჭურვილობას საწვავის ხარჯების შემცირება შეუძლია. შედარებით ეკონომიური მანქანების შეძენა ბევრად არ წყვეტს პრობლემას, რადგან ბენზინის შიდა წვის ძრავების ევოლუციამ თავის ზღვარს უკვე მიაღწია. ბაზარზე არსებული ელექტრომობილები ჯერჯერობით მომხმარებელთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ეს იმიტომ რომ, ელექტროძრავის მქონე მანქანას აქვს შეზღუდული დიაპაზონი, ბატარიის დაბალი ხანგრძლივობა და საკმაოდ მაღალი ღირებულება.
პრობლემის გადაჭრის რაციონალური გზა არის მანქანაში
გაზის აპარატურის დაყენება, რომლის მუშაობის პრინციპიც საკმაოდ მარტივია. თანამედროვე მწარმოებლები სისტემების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, რომელთა გამოყენება კომფორტული, ეკონომიური და უსაფრთხოა.
ავტომობილის გაზის აპარატურის სტრუქტურა
მანქანის გაზის აპარატურის განხილვამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ მის აღჭურვილობას, რომელიც მოიცავს შემდეგ აგრეგატებს:
- საკონტროლო ბლოკი;
- რედუქტორი;
- საწვავის ,,ლიანდაგი“;
- გაზის ფილტრი;
- შემავსებელი მოწყობილობა;
- გაზის ბალონი;
მე-4 თაობის მოწყობილობები ხასიათდება სისტემაში სტაბილური წნევის მაჩვენებლით და საწვავის ინექციის ფუნქციის არარსებობით. ამ ამოცანას ასრულებს ინჟექტორის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც მდებარეობს უშუალოდ საწვავის ლიანდაგზე. მიწოდებული ნარევის საჭირო რაოდენობის შესახებ სიგნალი მექანიზმს საკონტროლო განყოფილებიდან ეგზავნება.
გაზის აპარატურის მუშაობის პრინციპი ორი ტიპის საწვავის დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. პირველი ჩვეულებრივ გამოიყენება ძრავის დათბობისას, რაც აუციებელია გაზის ხარისხობრივი გადაქცევისთვის თხევადი მდგომარეობიდან აირადში. მე-4 თაობის გაზის აღჭურვილობის მუშაობა ადრინდელი ვარიანტებისგან იმით განსხვავდება, რომ ინჟექტორი პასუხისმგებელია ჰაერ-გაზის ნარევის კოლექტორში შეყვანაზე. საწვავის მიწოდების ინტენსივობა განისაზღვრება და რეგულირდება ელექტრონიკით და ბორტ კომპიუტერით.
ავტომობილის გაზის აპარატურის მუშაობის პრინციპი
თავდაპირველად მანქანის ძრავა იწყებს სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას, რაც ბენზინის გამოყენებას გულისხმობს. როდესაც გარკვეული ტემპერატურის მაჩვენებელი მიიღწევა, რედუქტორის ჩაშენებული სენსორი კონტროლერს გადასცემს შესაბამის სიგნალს. საწვავის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონტროლო განყოფილება გასცემს მინიშნებას და იხსნება გაზის ცილინდრის მრავალსარქველი. ამის შემდეგ თხევადი გაზი რედუქტორიდან აორთქლდება და გადადის საწვავის ლიანდაგში.
გაზის აპარატურის მუშაობის ეს პრინციპი საშუალებას აძლევს ავტომფლობელებს, რომ გზებზე გადართვის უპირატესობები დააფასონ. აღნიშნული მახასიათებლები ევროპულ და ავტომობილის ექსპლუატაციის სტანდარტებს შეესაბამება. ასეთი აღჭურვილობის დაყენება ძრავის სიმძლავრეს არ ამცირებს და პროფესიონალური რეგულირების დროს შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
ახალი თაობის გაზის აპარატურის მონტაჟი მოწყობილობას გაზის მოხმარების დაზოგვის საშუალებას აძლევს, რაც გაღებულ ფინანსებზეც პირდაპირ აისახება.
როგორ მუშაობს ავტომობილის გაზის აპარატურა ზამთარში?
ხშირად არსებობს შიში იმისა, რომ ცივ სეზონზე მანქანის გაზის ცილინდრიანმა მოწყობილობამ ეფექტური მუშაობა შესაძლოა ვერ მოახერხოს. ასეთი ტიპის ავტომობილებს ძრავის დაქოქვის პრობლემა არ აქვთ. მოგზაურობის დაგეგმვისას მთავარია დარწმუნდეთ, რომ ავზში მცირე ოდენობით მაინც არის ბენზინი, რაც ელექტრომოწყობილობის გასათბობად აუცილებელია.
ავტომობილის გაზის აპარატურის ქმედითუნარიანობის გასახანგრძლივებლად და მისი ეფექტურობის გასაზრდელად უნდა დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
- შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ისეთი სიტუაცია, რომელიც მანქანის ელექტროსადგურის გაცხელებამდე გაზმომარაგებაზე გადასვლას გაიძულებთ;
- აწარმოეთ სისტემაში გამაგრილებლის მდგომარეობა და რაოდენობის მონიტორინგი;
- გაზის ბალონის მთლიანად დაცლა თავიდან აირიდეთ;
- ცივ სეზონზე საწვავის მოხმარების ზრდა ნორმალურია და დამატებით დიაგნოსტიკას არ საჭიროებს;
მე-4 თაობის გაზის აპარატურა ავტომობილს მეტ უსაფრთხოებას და ეფექტურობას ანიჭებს. გასაგებია ის ფაქტი, რომ ეს მოწყობილობა ძვირადღირებული ბენზინის ყველაზე მოთხოვნადი ალტერნატივაა.
თანამედროვე აპარატურაში გამოყენებული გაზის ტიპები
სამგზავრო მანქანებში გამოიყენება პროპან გაზ-ჰაერის ნარევი, რომლის წნევაც ცილინდრში 16 ატმ. არ აღემატება. საავტომობილო ინდუსტრიაში ასევე მიღებულია ბუნებრივი აირის, მეთანის გამოყენებაც. თუმცა აღნიშნული ვარიანტი კომერციულ სატვირთო ავტომობილებზე უფრო გამოიყენება. სამგზავრო მანქანაში ასეთი ტიპის აღჭურვილობის ადგილი უბრალოდ არ არის. მისი ღირებულებაც საკმაოდ მაღალია, ამიტომ უპირატესობა ენიჭება უფრო ბიუჯეტურ და პრაქტიკულ პროპანის ცილინდრებს.
სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი გაზის აპარატურის დასამონტაჟებლად?
ავტომობილზე გაზის აპარატურის მონტაჟი საკმაოდ მოთხოვნადია. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებლები ამ ტიპის მექანიზმს ჰიბრიდულ მოდელებზე, კომერციული მიზნითაც, ამონტაჟებენ. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ბაზა, სადაც გამოცდილი მექანიკოსების დაქირავებას რამოდენიმე წუთში შეძლებთ.
Servisebi.ge შეიქმნა იმისთვის, რომ ონლაინ საურველი სპეციალისტის დაქირავება გაგიმარტივდეთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს და ოსტატს ინდივიდუალურ პირობებზე შეუთანხმდეთ.
სატელეფონო კონსულტაცია სრულიად უფასოა, რა დროსაც შეძლებთ დეტალების დაზუსტებას მომსახურების ღირებულების, ადგილის და დროის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ დგინდება, ამიტომ სერვისის ღირებულება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. რაც მთავარია, სპეციალისტები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ, ამიტომ სასურველი მომსახურების მიღებას ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. პლატფორმის საშუალებით ავტომობილის გამართული და ეკონომიური მართვა თქვენთვის მოქნილი და ადვილად მისაღწევი პროცესი გახდება.