საკურიერო მომსახურება დღესდღეობით გახდა თანამედროვე კომერციის განუყოფელი ნაწილი, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს და ბიზნეს სექტორს, მარტივად და სწრაფად მოახდინონ სასურველი ამანათების გაგზავნა და მიღება მთელ მსოფლიოში. საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ ტრანსპორტირებას, როგორც მცირე ზომის, ისე დიდი მოცულობის ამანათების შემთხვევაში.
რას მოიცავს კურიერის მომსახურება ?
საკურიერო სერვისი არის ფასდაუდებელი რესურსი ჩვენს სწრაფ, ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში - მოქმედებს როგორც სამაშველო რგოლი როგორც ბიზნესებისთვის, ასევე ინდივიდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ნივთების ეფექტურად და უსაფრთხოდ გაგზავნა და მიღება.
მარტივად რომ ვთქვათ, კურიერის მომსახურება არის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს, სხვადასხვა ტიპის ამანათების და სასურველი ნივთების მარტივად ტრანსპორტირებას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეუკვეთოს აპლიკაციის ან ვებ-გვერდის დახმარებით: საკვები, მედიკამენტები ან იშოპინგოს ონლაინ და ისარგებლოს
კურიერის მომსახურებით 24/7 ზე.
საკურიერო მომსახურების პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის კომპანიაზე, მდებარეობაზე და ხელშეკრულების პირობებზე. ონლაინ მაღაზიები ხშირად თავად უზრუნველყოფენ მიტანის სერვისს, მომხმარებელს კი მხოლოდ მისამართის სწორად შევსება და ამანათის მიღება უწევს.
იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირს სჭირდება საკურიერო მომსახურება, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძებნონ საკურიერო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ნივთების შეღავათიან და ოპერატიულ ტრანსპორტირებას. კომპანიის მენეჯმენტი აკონტროლებს საკურიერო პროცესს, კურიერები კი ან უშუალოდ გამყიდველისგან აგროვებენ ამანათებს, ან ადგილობრივ საწყობში იღებენ მას.
საკურიერო მომსახურება, მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს სასურველი ამანათების გადაადგილების პროცესი რეალურ დროში. რას ნიშნავს ეს ? ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ თქვენი ამანათის ტრანსპორტირების სრულ ციკლს, შეკვეთიდან - ჩაბარებამდე.
საკურიერო მომსახურების სახეები
საკურიერო მომსახურებას აქვს რამდენიმე მიმართულება, რომელიც განსხვავებულ სერვისს მოიცავს, მათ შორისაა:
1. ს
ტანდარტული საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მიწოდებისთვის მოიცავს 1-3 დღემდე. აქვს შედარებით დაბალი ტარიფი და იდეალურია, როცა არ გეჩქარებათ ნივთის მიწოდება. კვების, ფარმაცევტული და სხვა ობიექტები, სტანდარტული მიწოდებისთვის აწესებენ რამდენიმე წუთს ან საათს.
2.
ექსპრეს საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს ამანათების მიწოდებას შეკვეთიდან იმავე დღეს ან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.
3.
საკურიერო მომსახურება 24/7 - ერთ-ერთი კონკურენტული და მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღოს.
4.
ადგილობრივი საკურიერო მომსახურება - სხვადასხვა ქალაქებში არსებობს ადგილობრივი საკურიერო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ადგილობრივ დონეზე. პოპულარულია ონლაინ ბიზნესებისთვის სხვადასხვა საკვების, საჩუქრების ან ამანათების მიწოდების პროცესში.
5.
სპეციალური საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს განსაკუთრებით დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების და ამანათების გადაზიდვას. მნიშვნელოვანია რომ საკურიერო ტრანსპორტი იყოს გამართული და არ მოხდეს პროცესის შეფერხება.
6.
საერთაშორისო გადაზიდვები - ეს სერვისი მოიცავს საკურიერო მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მომხმარებელს არ უწევს საბაჟო პროცედურების გავლა , ამას თავად საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს.
საკურიერო მომსახურება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს საქმიანობაა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ. ლარი შეადგინა.