ქირავდება კოტეჯი

ქირავდება კოტეჯი თქვენთვის სასურველი დროით. თუ უქმეებზე გეგმავთ ქალაქგარეთ გასვლას, შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯი სიონის ტბაზე ან კოჯორში და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. ქირავდება კოტეჯი დაბადების დღის წვეულებისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კოტეჯში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო, სისუფთავე, სამი საძინებელი საკუთარი აივნებით და დიდი ტერასით. კოტეჯს აქვს ცალკე სამზარეულო და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც თქვენი კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. თუ ეძებთ განცხადებებს servisebi.ge -ზე შეამოწმეთ კატეგორია ქირავდება კოტეჯი და აღმოაჩინეთ საინტერესო შეთავაზებები.
აგარაკი თიანეთში
აგარაკი თიანეთში

ქირავდება ულამაზესი და უჰარმონიულესი კოტეჯი თიანეთში, ყველანაირი პირობა თქვენი კომფორტისათვის: სუფთა და მკურნალი ჰაერი დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია კოცონის დანთება, თამაში, ცეკვა, გართობა. (თანაც არავინ დაგიშლით მუსიკის მაღალ ხმაზე ჩართვას) თავსდება მაქსიმუმ 6 ადამიანი. ერთადერთი შეზღუდვა: შიგნით მოწევა დაუშვებელია (რადგან ხე მარტივად იღებს სუნს და ფერიც ზიანდება კვამლისგან P.S არის შემთხვევები, იპარავენ აგენტები ჩვენს გაცხადებას და ფასს ზრდიან. რეალური განცხადება ეს არის და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ფასი დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე.

ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი
ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი

აღმოაჩინეთ სიმშვიდე, თავგადასავალი და ულამაზესი ბუნება საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ რეგიონში — რაჭაში. ჩვენი ორი ხის კოტეჯი მდებარეობს სოფელ გონას მთებში, ბუნების შუაგულში და გთავაზობთ პანორამულ ხედებს კავკასიონის მთების ქედზე და მის თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული? - 2 თბილი და მყუდრო ხის კოტეჯი, იდეალური წყვილებისთვის, ოჯახებისთვის ან მეგობრების მცირე ჯგუფებისთვის; - ფართო აივნები, რომლებიც გადაჰყურებს დიდებულ კავკასიონის მთები-ს; - დილის ნისლის, ოქროსფერი მზის ჩასვლის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დაუვიწყარი სანახაობები; - უნიკალური, მშვიდი ატმოსფერო ქალაქის ხმაურისგან შორს — სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, გასაოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე; გაითვალისწინეთ, რომ სოფელი გონა ნამდვილი თავგადასავლების კარიბჭეა! აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სასეირნო და სალაშქრო მარშრუტები, რომლებიც გადის ტყეებში, მდინარეებთან, ჩანჩქერებთან და მაღალ მთის ხედებთან.

კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება კოტეჯი 4+1 სტუმარზე. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მ. გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. რაც ყველაზე მთავარია, ბაკურიანს ბევრი ტურისტი სტუმრობს, უპირატესობა გააჩნია სხვა კურორტებთან შედარებით. ბაკურიანი მდიდარია გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით. ბაკურიანში უამრავი რესტორანი, გასართობი პარკი, ყინულის მოედანი, მარხილები თუ თოვლის სკუტერებია.

კოტეჯი ბაკურიანში

კოტეჯების გაქირავება

კოტეჯების გაქირავება დღესდღეობით ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია. განსხვავებული გარემო, სიმყუდროვე, კეთილმოწყობილი სივრცე და ხელმისაწვდომი ფასები მუდმივად იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებსაც. კოტეჯების გაქირავება ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბაკურიანსა და ბორჯომში.  კოტეჯი, რომელიც ქირავდება, ხშირად საკმაოდ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს და გათვლილია მაქსიმუმ 16-18 ადამიანზე. თითოეულ გასაქირავებელ კოტეჯს აქვს განსხვავებული ინტერიერი, დიდი მისაღები, ოთხი საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით და აივნებით.  კოტეჯის ქირაობის დროს გამქირავებელთან დაკავშირების შემდეგ დააზუსტეთ გადახდის და ქირის ყველა პირობა.
კოტეჯები ცემში
კოტეჯები ცემში

დაიქირავეთ ცემში სასტუმრო "ფერად კოტეჯებიში" კოტეჯი, რომელიც არის 1 და 2 ოთახიანები და გათვლილია ერთ ოჯახზე. კოტეჯები არის ძალიან თანამედროვეთ მოწყობილი და კომფორტული. ასევე აქვს ულამაზესი დიდი მწვანე ეზო კომფორტული პარკის სკამებითა და მაგიდებით და საქანელებით. ყველაფერია თქვენი მშვიდი დასვენებისთვის. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოებით ჩასაშენებელი გაზქურით (ნაწილობრივ პატარა გაზქურით) მშრალი ყინვის მაცივრებით. პლაზმური ტელევიზორებით. ჭურჭლით,სარეცხი მანქანის სერვისით. ყველა კოტეჯს აქვს აივანი. რაც მთავარია "ფერადი კოტეჯები " ცემში მდებარეობს ჰაერის ცირკულაციის ზონაში (კორიდორში) www.cemi.ge იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი.

ქირავდება კოტეჯი ბორჯომში
"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ბორჯომში
"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ბორჯომში

"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ქირავდება ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანის(ყოფილი "რიქსოსის") მახლობლად, ფიჭვნარში(ეზოს გარეთსულ ფიჭვნარია, როგორიც სურათში). კოტეჯი 2 სართულიანი და 2 ნომრიანია.ერთი ნომერი I სართულზე, მეორე კი II სართულზე. კოტეჯის I სართულზე მაქსიმუმ 2+1,ხოლო II სართულზე მაქსიმუმ 3+1 ადამიანის განთავსება შეიძლება ანუ ჯამში მაქსიმუმ 7. შესაძლებელია ქირაობა როგორც მთელი კოტეჯის, ასევე ცალკეული სართულის(ინდივიდუალური შესასველი აქვს თითოეულ ნომერს), ტელევიზორი, დივანი, WiFi. სამზარეულოს კუთხე არის მხოლოდ პირველი სართულის ნომერში, თუმცა ნომრების ცალცალკე გაქირავების შემთხვევაში მეორე სართულის დამსვენებელს შეუძლია გამოიყენოს კოტეჯიდან 5 მეტრზე მდებარე საერთო დიდი სამზარეულო. ფასი განისაზღვრება ადამიანების რაოდენობით, დღეების ხანგრძლივობით და ა.შ

ქირავდება კოტეჯი ბორჯომში
კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება ახალი აშენებული, კომფორტული კოტეჯი დაბა ბაკურიანში, ამირანის პარკის ახლოს, ახალ დასახლებაში. კოტეჯი დგას ტყეში, აქვს ძალიან დიდი, დაცული ეზო. ეზოს გარეთ, ტყეში დგას ასწლოვანი ნაძვები და ფიჭვები. იდეალური ადგილი დასვენებისათვის, როგორც ოჯახისათვის, ასევე სრიალისა და უბრალოდ თოვლის მოყვარულებისათვის. შეგიძლიათ ბავშვი წყნარად გაუშვათ ეზოში. გარშემო არის რეკრეაციული ზონა, არ შეგაწუხებთ ავტომობილებისა თუ ბურანების გამონაბოლქვი. შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები და პიკნიკები ტყეში. კოტეჯში თავისუფლად თავსდება 5-6 ადამიანი. ქირავდება მხოლოდ ოჯახებზე!

კოტეჯი ბაკურიანში
ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ
ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ

ქირავდება კოტეჯი ნახშირგორაზე, თბილისთან ახლოს! თუ გსურთ მყუდრო და კომფორტული დასვენება სუფთა ჰაერზე, ჩვენი კოტეჯი საუკეთესო არჩევანია! კოტეჯი განთავსებულია მხოლოდ 15 კმ-ში თბილისიდან და იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენს კოტეჯში დაგხვდებათ: • მაღალი ხარისხის სისუფთავე და მყუდრო ატმოსფერო • კომფორტული საძინებლები • ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები: კბილის ჯაგრისები, ჩუსტები, შამპუნი • ყავა, ჩაი და საჭირო სამზარეულო ინვენტარი • მაყალი, შამფურები, შეშა და ნახშირი ინფრასტრუქტურა: • ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო • სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო • მოსახერხებელი ადგილი წვეულებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის ???? ფასი: ხელმისაწვდომია, დეტალებზე დაგვიკავშირდით. ???? მდებარეობა: თბილისიდან 15 კმ-ში, ნახშირგორა. დაჯავშნის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: გაიხარეთ ჩვენთან და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები!

კოტეჯი ყაზბეგში
კოტეჯი ყაზბეგში

დაბა სტეფანწმინდაში დღიურად ქირავდება კეთილმოწყობილი კოტეჯები დიდი ვერანდებით და საოცარი ხედებით, ერთ კოტეჯში ერთდროულად შეიძლება მოთავსდეს 4 ადამიანი, კოტეჯში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი კომფორტული დასვენებისთვის, ეზოში განთავსებულია ჰამაკები, მაგიდები სკამებით და მაყალი ბარბექიუსთვის. ვითანამშრომლებთ კარგი პირობებით ტურისტულ და უძრავი ქონების სააგენტოებთან. სულ არის 4 კოტეჯი სადაც ერთდროულად შეიძლება მოთვსდეს 16 ადამიანი, ძალიან კარგია კორპორატიული საღამოების მოსაწყობად ან უბრალოდ დიდი სამეგობროსთვის კარგი დასვენებისათვის. მეტი დეტალის გასაგებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი ყაზბეგში

​5 დეტალი, რაც კოტეჯის დაქირავებამდე უნდა იცოდეთ

კოტეჯის დაქირავება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია საქართველოში. უქმეებზე, მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დროს ან წვეულებების მოსაწყობად კოტეჯის დაქირავება ხელსაყრელია. კოტეჯი იდეალური არჩევანია, საყვარელი ბუნებასთან ახლოს, ქალაქის ხმაურიდან შორს და ამავდროულად თანამედროვე სივრცეში დასვენება.

პირველ რიგში, კოტეჯის დაქირავებამდე გაითვალისწინეთ მისი მდებარეობა. თუ კოტეჯს მთიან ადგილზე ქირაობთ მაგალითად: გომის მთაზე, ბახმაროში ან ყაზბეგში გადაამოწმეთ, რამდენად მარტივია იქ მისვლა. არის თუ არა მოწესრიგებული გზის საფარი, შეძლებთ მანქანით გადაადგილებას, თუ საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანით მიხვიდეთ. ზამთრის კურორტებზე, თოვლისა და ყინვის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის მდგომარეობა.

მეორე, მთავარი ფაქტორია, განმცხადებელთან გადაამოწმოთ, რას ფარავს ქირის ღირებულება. წინასწარ გაარკვიეთ, შედის თუ არა გადახდილ თანხის საფასურში კომუნალური ხარჯების, გათბობის, ინტერნეტისა და დასუფთავების. ხშირად კოტეჯის ქირის თანხაში არ შედის აუზით ან სხვა დამატებითი სივრცით სარგებლობა.

თუ წვეულებას აწყობთ და კოტეჯს ეძებთ, განცხადების ძიების პროცესში გადაამოწმეთ, რამდენ ადამიანზეა გათვლილი კოტეჯი და რამდენი საძინებელია. თუ გეგმავთ წვეულების შემდეგ დარჩენას, საძინებლების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს სტუმრების რიცხვს.

როდესაც ქირაობთ კოტეჯს, უნდა გაითვალისწინოთ წესები. მნიშვნელობა არ აქვს, ზღვისპირა კოტეჯს იქირავებთ, შეკვეთილსა თუ გონიოში , ან აბასთუმანსა თუ ბახმაროზე, ხმაურის შეზღუდვა, შინაური ცხოველების აკრძალვა ან მოწევის შეზღუდვა ზოგიერთი კოტეჯის გამქირავებელს წესებში მითითებული აქვს. სწორედ ამიტომ, ამ დეტალების წინასწარ ცოდნა თავიდან ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ.

მეხუთე ფაქტორი ფოტოებს ეხება. ხშირად გამქირავებლები საიტზე ათავსებენ კოტეჯის ისეთ ფოტოებს, რაც აცდენილია რეალობას. ან უბრალოდ იმ ფოტოებს აქვეყნებენ, რომელიც კოტეჯის გარემონტების შემდეგ გადაიღეს და ახლანდელი მდგომარეობა სხვაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოითხოვოთ რეალური ფოტოები და შეფასებები. ეს საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ პირობები და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო გაუგებრობები.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი წვეულებისთვის ?

თუ გადაწყვიტეთ იქირაოთ კოტეჯი წვეულებისთვის, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ უქმეებზე განტვირთვა გსურთ. საუკეთესოა ღონისძიებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, მისი დაჯავშნა. ეს, იმ შემთხვევაში თუ თარიღი რომელიმე მნიშვნელოვან დღესასწაულს არ ემთხვევა. მაგრამ, თუ თქვენი დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, ამ შემთხვევაში კოტეჯის დაქირავებაზე ზრუნვა და დაჯავშნა წვეულებისთვის საუკეთესოა, ერთი თვით ან მეტი ხნით ადრე დაიწყოთ.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კოტეჯის ქირაობა თბილისში დღიურად ?

კოტეჯის დღიურად დაქირავების დროს ფასი დამოკიდებულია რამდენიმე დეტალზე, მათ შორის: მის მდებარეობაზე, ფართობსა და გაქირავების პერიოდზე. საშუალოდ დღიური ქირის ფასი 70 ლარიდან იწყება.

შესაძლებელია თუ არა კოტეჯის ქირაობა მხოლოდ 1 დღით ?

დიახ, არაერთი კერძო მეპატრონე აქირავებს კოტეჯს მხოლოდ ერთი დღით, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.

შეიძლება თუ არა ისეთი კოტეჯის დაქირავება რომელიც ბევრ სტუმარს იტევს ?

დიახ, ხელმისაწვდომია კოტეჯები 15-18 და მეტ ადამიანზე.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი დაბადების დღისთვის ?

კოტეჯის დაჯავშნა დაბადების დღისთვის სასურველია, მინიმუმ 1-2 კვირით ადრე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდებში და შაბათ-კვირას.

​რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლს დღიურად იქირავებთ
​რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლს დღიურად იქირავებთ
სახლის დღიურად დაქირავება დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი სერვისია. ადამიანები ეძებენ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ სივრცეს დღიურად დასაქირავებლ...
ყველას ნახვა