Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

უძრავი ქონების გაქირავება

 ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდა. ხშირად გვჭირდება საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცე გარკვეული პერიოდით — ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დღით, ზოგჯერ კი უფრო გრძელვადიანად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი, რაც შერჩევის პროცესს ბევრად უფრო მარტივს, კომფორტულსა და სწრაფს ხდის. 
SERVISEBI.GE-ზე უძრავი ქონების გაქირავების კატეგორიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებები სხვადასხვა პირობებით. ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ ბინები ქირით, რომლებიც ძირითადად თვიურ ან გრძელვადიან ცხოვრებაზეა გათვლილი. ასევე ხელმისაწვდომია ბინები დღიურად, რაც მოსახერხებელია მოგზაურობისას ან მოკლევადიანი ვიზიტის დროს. 
 მათთვის, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება, ჩვენს ვებგვერდზე სახლების გაქირავების განცხადებებს მარტივად იპოვის, ხოლო დასვენებისთვის, წვეულებისთვის ან დროებითი საცხოვრებლისთვის შესაძლებელია სახლების ქირაობა დღიურად და კოტეჯების დაქირავებაც. 
 გარდა საცხოვრებელი სივრცეებისა, კატეგორიაში კომერციული ფართებიც იძებნება ქირით - მაღაზიებისთვის, ოფისებისთვის ან მცირე ბიზნესისთვის. დეტალური ინფორმაცია თითოეულ ფართზე საშუალებას გაძლევთ მარტივად შეაფასოთ ზომა, მდებარეობა და ფასი.
 დაათვალიერეთ განცხადებები, შეადარეთ პირობები და იპოვეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი უძრავი ქონება სერვისების დახმარებით!
ბინები ქირით
ბინები ქირით 85 განცხადება
arrow right
ქირავდება კოტეჯი
ქირავდება კოტეჯი 85 განცხადება
arrow right
ბინები დღიურად
ბინები დღიურად 81 განცხადება
arrow right
კომერციული ფართები
კომერციული ფართები 69 განცხადება
arrow right
სასაწყობე ფართები
სასაწყობე ფართები 58 განცხადება
arrow right
სახლები დღიურად
სახლები დღიურად 38 განცხადება
arrow right
ქირავდება სახლი
ქირავდება სახლი 34 განცხადება
arrow right
პრო
ქირავდება დაცული სასაწყობე კონტეინერები
ქირავდება დაცული სასაწყობე კონტეინერები

დაცული სასაწყობე კონტეინერები თქვენი ბიზნესისთვის. Safe Storage გთავაზობთ უსაფრთხო და მოსახერხებელ სასაწყობე კონტეინერებს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ინვენტარი და საქონელი. ოფისის ან კომერციული ფართის რემონტი გაქვთ? ნუ შეაფერხებთ სამუშაო პროცესს - განათავსეთ ინვენტარი და ტექნიკა დაცულ სივრცეში რემონტის დასრულებამდე. გიგროვდებათ სეზონური საქონელი? შეინახეთ პროდუქცია ან აღჭურვილობა უსაფრთხოდ სეზონის დაწყებამდე. პროდუქციის გადაზიდვა ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის - ჩვენი კონტეინერები იდეალური შუალედური საცავია თქვენი ტვირთისთვის. უნივერსალური გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ სივრცე ნივთებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. ფასი: 300 ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

პრო
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

დღესვე ისარგებლე ჯაკუზით! ჰიდრომასაჟი, ქრომოთერაპია, smart ტელევიზორი, სასიამოვნო არომატი იდეალურია წყვილებისთვის ან პატარა წვეულებისთვის ლოკაციები: შარტავა, პეკინი, იოსებიძე, სააკაძე თაუერი, კოსტავას 80 3– საათი – ასი₾ | დღის საათები – ორასი₾ | ღამის ფასი – ორასორმოცდაათი₾ დარეკვა ნებისმიერ დროს – 24/7. მაქვს ბიუჯეტურ ფასში ჯაკუზიანი ბინებიც სიახლე ჩვენი სტუმრებისთვის! ახლა ჩვენს დღიურ ბინებში შეგიძლიათ დამატებით ისარგებლოთ PlayStation-ით. თუ გსურთ დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო და სახალისო გახადოთ, PlayStation ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. თუ დაინტერესებული ხართ, დაჯავშნისას მოგვწერეთ და ყველა დეტალსა და ფასს მოგაწვდით. გელოდებით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში!

ბინების, სახლების და კომერციული ფართების გაქირავება საქართველოში

ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი
ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი

აღმოაჩინეთ სიმშვიდე, თავგადასავალი და ულამაზესი ბუნება საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ რეგიონში — რაჭაში. ჩვენი ორი ხის კოტეჯი მდებარეობს სოფელ გონას მთებში, ბუნების შუაგულში და გთავაზობთ პანორამულ ხედებს კავკასიონის მთების ქედზე და მის თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული? - 2 თბილი და მყუდრო ხის კოტეჯი, იდეალური წყვილებისთვის, ოჯახებისთვის ან მეგობრების მცირე ჯგუფებისთვის; - ფართო აივნები, რომლებიც გადაჰყურებს დიდებულ კავკასიონის მთები-ს; - დილის ნისლის, ოქროსფერი მზის ჩასვლის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დაუვიწყარი სანახაობები; - უნიკალური, მშვიდი ატმოსფერო ქალაქის ხმაურისგან შორს — სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, გასაოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე; გაითვალისწინეთ, რომ სოფელი გონა ნამდვილი თავგადასავლების კარიბჭეა! აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სასეირნო და სალაშქრო მარშრუტები, რომლებიც გადის ტყეებში, მდინარეებთან, ჩანჩქერებთან და მაღალ მთის ხედებთან.

ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში

ქირავდება 100 მ² აგარაკი ლაშარისჯვარში. აღმოაჩინეთ ლაშარისჯვრის სიმშვიდე, ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი. ეს მომხიბვლელი აგარაკი იდეალურ თავშესაფარს გთავაზობთ ქალაქის ხმაურისგან, იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა საქართველოს თვალწარმტაც პეიზაჟებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ აგარაკი ძველი აშენებულია, ის კარგად არის მოვლილი და კომფორტულია, უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას სასიამოვნო დასვენებისთვის. აგარაკს აქვს მყუდრო საძინებლები, მისაღები ოთახი, ფუნქციური სამზარეულო და სველი წერტილი. გამწვანებული ეზო შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავთ ულამაზეს საფეხმავლო ბილიკებს, პანორამულ ხედებს და უამრავ შესაძლებლობას აქტიური დასვენებისთვის. ეს აგარაკი შესანიშნავი არჩევანია ზაფხულის არდადეგებისთვის ან უბრალოდ მშვიდი შაბათ-კვირის გასატარებლად.

აგარაკი თიანეთში
აგარაკი თიანეთში

ქირავდება ულამაზესი და უჰარმონიულესი კოტეჯი თიანეთში, ყველანაირი პირობა თქვენი კომფორტისათვის: სუფთა და მკურნალი ჰაერი დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია კოცონის დანთება, თამაში, ცეკვა, გართობა. (თანაც არავინ დაგიშლით მუსიკის მაღალ ხმაზე ჩართვას) თავსდება მაქსიმუმ 6 ადამიანი. ერთადერთი შეზღუდვა: შიგნით მოწევა დაუშვებელია (რადგან ხე მარტივად იღებს სუნს და ფერიც ზიანდება კვამლისგან P.S არის შემთხვევები, იპარავენ აგენტები ჩვენს გაცხადებას და ფასს ზრდიან. რეალური განცხადება ეს არის და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ფასი დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა დღიურად პეკინი-ბულაჩაურის კვეთაზე, ინდივიდუალური შესასვლელით სადარბაზოს გაუვლელად, ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, ყველა საჭირო ჭურჭელი) კომფორტული გარემოთი (მაგთითვ, Wi-Fi, კონდენციონერი) და იდეალური სისუფთავით (ბინა ლაგდება ყოველდღიურად, სველი წესით, კეთდება დეზინფექცია, რბილი ავეჯი ინტენსიურად გაიწმინდება ორთქლით. სტუმრებს ვთავაზობთ ერთჯერადი მოხმარების პერსონალურ ჰიგიენურ ნივთებს. ასევე პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ჩაი და ყავა (სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია კვების ორგანიზებაც) კონფიდიციალურობა დაცულია.

ქირავდება 4 ოთახიანი აგარაკი ბათუმში
ქირავდება 4 ოთახიანი აგარაკი ბათუმში

ქირავდება ულამაზესი ვილა ბათუმი, გონიო-კვარიათი — შესანიშნავი ლოკაცია ზღვის ულამაზესი ხედით. დაახლოებით 20 წუთის სავალზე გმირთა ხეივნიდან, ზღვიდან 1 კმ-ის დაშორებით. ვილა მოიცავს: • 3 საძინებელს და სამზარეულო-მისაღებ სივრცეს • გათბობის სისტემას — თბილი იატაკები • ტერასას მყუდრო დასასვენებელი ზონით • კონდიციონერებს • დიდ მაცივარს • გაზქურას და ღუმელს • ტელევიზორს • სარეცხ მანქანას • ყველა საჭირო ინვენტარს კომფორტული ცხოვრებისთვის ფართობი: 260 კვ.მ ქირავდება 1 წლით. გადახდის პირობები: პირველი და მე-12 თვის საფასურის წინასწარ გადახდა.

აშური
აშური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო აში. თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. კოტეჯიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე იშლება ულამაზესი ხედები ანანურის ციხე-ეკლესიაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავსა და მყინვარწვერზე. ახლოს მდებარეობს თამარ მეფის დროინდელი აფხავის წმინდა გიორგის სალოცავიც. კოტეჯი გათვლილია 8 სტუმარზე. კოტეჯი აღჭურვილია: • 2 საძინებლით • კეთილმოწყობილი სამზარეულოთი ყველა საჭირო ინვენტარით • მისაღები ოთახით • სველი წერტილით • ტელევიზიით • მუსიკალური ცენტრით • სარეცხი მანქანით • მაცივრით • კონდიციონერით და შეშის ღუმლით • სამწვადე ზონით (მაყალი და შამფურები) • დეკორატიული განათებით • ფართო აივნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩექ-ინის შემდეგ დამატებითი სტუმრების მიყვანა დაუშვებელია. დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ფასი დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. გარანტირებული ჯავშნისთვის აუცილებელია ჯავშნის ღირებულების 30%-ის წინასწარ ჩარიცხვა. შესვლა: 15:00 საათიდან გამოსვლა: 12:00 საათამდე გისურვებთ სასიამოვნო და მშვიდ დასვენებას.

ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ
ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ

ქირავდება კოტეჯი ნახშირგორაზე, თბილისთან ახლოს! თუ გსურთ მყუდრო და კომფორტული დასვენება სუფთა ჰაერზე, ჩვენი კოტეჯი საუკეთესო არჩევანია! კოტეჯი განთავსებულია მხოლოდ 15 კმ-ში თბილისიდან და იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენს კოტეჯში დაგხვდებათ: • მაღალი ხარისხის სისუფთავე და მყუდრო ატმოსფერო • კომფორტული საძინებლები • ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები: კბილის ჯაგრისები, ჩუსტები, შამპუნი • ყავა, ჩაი და საჭირო სამზარეულო ინვენტარი • მაყალი, შამფურები, შეშა და ნახშირი ინფრასტრუქტურა: • ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო • სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო • მოსახერხებელი ადგილი წვეულებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის ???? ფასი: ხელმისაწვდომია, დეტალებზე დაგვიკავშირდით. ???? მდებარეობა: თბილისიდან 15 კმ-ში, ნახშირგორა. დაჯავშნის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: გაიხარეთ ჩვენთან და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები!

იმედის ქოხი
იმედის ქოხი

კოტეჯი სრულად არის აღჭურვილი თქვენი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. ძირითადი ინფორმაცია: • გათვლილია 5 სტუმარზე • 2 საძინებელი • 1 სველი წერტილი • შესვლა – 14:00 საათიდან • გამოსვლა – 12:00 საათამდე (1 ღამით დაჯავშნის შემთხვევაში) კოტეჯში დაგხვდებათ: • პირსახოცები • ერთჯერადი ჩუსტები • კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა • შამპუნი, დუშგელი და საპონი • ფენი • უთო • მაცივარი • ტელევიზორი • Bluetooth დინამიკი • Wi-Fi • ცენტრალური გათბობა • კონდიციონერი • ცხელი და ცივი წყალი • ელექტრო ჩაიდანი • გაზქურა • სარეცხი მანქანა • ყავა, ჩაი და შაქარი • სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ყველა საჭირო ჭურჭელი • მაყალი და შამფურები • კეთილმოწყობილი ეზო • კოცონის ადგილი დასაჯდომი სივრცით • ჰამაკები • საქანელა და ბუდე-საქანელა • პლედები • ადგილზე მიტანის სერვისი ფანჩატური: • გათვლილია 30 სტუმარზე • გარე სამზარეულო • 30 პერსონაზე გათვლილი ჭურჭელი • მაყალი • დინამიკი და მიკროფონი • გარე სველი წერტილი • Wi-Fi • მიკროტალღური ღუმელი • მოსასვენებელი სივრცე • ცენტრალური ცეცხლის ადგილი • „აფციაურების ხინკლის“ და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის ადგილზე მიტანის სერვისი ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდი, კომფორტული და დაუვიწყარი დასვენებისთვის.

კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება ახალი აშენებული, კომფორტული კოტეჯი დაბა ბაკურიანში, ამირანის პარკის ახლოს, ახალ დასახლებაში. კოტეჯი დგას ტყეში, აქვს ძალიან დიდი, დაცული ეზო. ეზოს გარეთ, ტყეში დგას ასწლოვანი ნაძვები და ფიჭვები. იდეალური ადგილი დასვენებისათვის, როგორც ოჯახისათვის, ასევე სრიალისა და უბრალოდ თოვლის მოყვარულებისათვის. შეგიძლიათ ბავშვი წყნარად გაუშვათ ეზოში. გარშემო არის რეკრეაციული ზონა, არ შეგაწუხებთ ავტომობილებისა თუ ბურანების გამონაბოლქვი. შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები და პიკნიკები ტყეში. კოტეჯში თავისუფლად თავსდება 5-6 ადამიანი. ქირავდება მხოლოდ ოჯახებზე!

BeachWood Villa in Ureki
BeachWood Villa in Ureki

ქირავდება დღიურად ახალ აშენებული, 2 საძინებლიანი კოტეჯი ურეკში, სანაპიროდოან 2 წუთის ფეხით სავალზე, წინ ულამაზესი ნაძვნარით, მშვიდ და კომფორტულ ადგილას. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. პირველ საძინებელში 2 საწოლიანი ლოგინით, ხოლო მეორე საძინებელში 2 ერთ საწოლიანი ლოგინით, ასევე გასაშლელი დივანით სადაც შესაძლბებელია დამატებით 2 ადამიანის განთავსება.კოტეჯს გააჩნია 500 კვადრატიანი ინდივიდუალირი, კეთილმოწყობილი ეზო, დაცული საპარკინგე სივრცით. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თავისუფალია 4-დან 9 აგვსიტომდე (5 ღამე) და შემდეგ 14 აგვისტოდან. ამასთანავე სექტემბერის ჩავშნებისთვის ფასი დააკლდება. დასაჯავშნად დამიკავშირდით 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 13:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის ფასი

მომხმარებლის შეფასებები

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში სურათი
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2025-04-07 13:30:13

სადაც აქამდე ვყოფილვარ, ეს ყველაზე კარგი ბინაა

იტვირთება...