სათუნუქე სამუშაოები

სათუნუქე სამუშაოები ავტომობილის ძარის ნებისმიერი დაზიანების აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. შეჯახების ან სხვა ტიპის მექანიკური დაზიანების შედეგად მიღებული ჩაღრმავებების ხარისხის დასადგენად კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია. დაზიანება შესაძლოა იყოს:
  • მარტივი (როგორიცაა საქარე მინის გამოცვლა);
  • დიდი (როგორიცაა მთელი კარის პანელის შეცვლა);
ავტომატური შუშის ინსტალატორები აშორებენ და ცვლიან საქარე მინის ან ფანჯრის გატეხილ, გაბზარულ ნაჭრებს. ისინი ასევე ატარებენ სათანადო ჭუჭყისა და მტვრის მოსაშორებელ სამუშაოებს. შედეგად ავტომობილის მინა საიმედოდ იქნება დაცული გარე დაბინძურებისგან. სათუნუქე სამუშაოებისთვის გამოიყენება შემდეგი ხელსაწყოები და მოწყობილობები:
  • პნევმატური ხელსაწყოები დაზიანებული ბამპერების ან კარის პანელების დემონტაჟისთვის;
  • ლითონის საჭრელი იარაღი და პლაზმური საჭრელი;
  • ჰიდრავლიკური ბუდე და პრესი (კონსტრუქციების კაპიტალური რემონტისთვის და კორპუსის გასწორებისთვის);
მანქანის სათუნუქე სამუშაოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი ხელის იარაღები: მაკრატელი და ჩაქუჩები. ზოგ შემთხვევაში სპეციალისტები ყველა სამუშაოს დამოუკიდებლად ასრულებენ, ან ქირაობენ შესაბამის ტექნიკას.

ჩვენს პლატფორმაზე დაიქირავებთ სპეციალისტებს, რომლებიც განახლებულ სარემონტო პროცედურებს ხელმისაწვდომ ფასად ატარებენ. მანქანის მეთუნუქე უზრუნველყოფს ე.წ. უხილავ რემონტს, რომლის დროსაც მანქანაზე შერემონტების კვალი არ ჩნდება. ამის მიღწევა მხოლოდ შესაბამისი გამოცდილებით და კვალიფიკაციით არის შესაძლებელი. უმჯობესია ოსტატებთან უფასო სატელეფონო კოსულტაცია გაიაროთ და თქვენთვის ოპტიმალური სპეციალისტი სასურველ მისამართზე გამოიძახოთ.

მანქანის სათუნუქე მომსახურება

მანქანის სათუნუქე მომსახურება ავარიული შემთხვევების ან სხვა ტიპის გარე მექანიკური ზემოქმედების შედეგად აუცილებელია. თუ გსურთ ავტომობილს პირვანდელი ქარხნული გეომეტრია დაუბრუნოთ სათუნუქე მომსახურება გამოცდილი სპეციალისტებისგან უნდა მიიღოთ. მძიმე დაზიანების და მნიშვნელოვანი ჩაღრმავებების დროს ხდება ავტომობილის თითქმის ყველა ნაწილის დემონტაჟი. ხოლო მცირე დაზიანებები შესაძლოა აბრაზიულად, ადგილობრივად გამოსწორდეს.

სათუნუქე სამუშაოები მძღოლის სურვილისა და მანქანის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დაიგეგმოს. მისი მიზანი შესაძლოა იყოს ინტერიერის ხელახალი გაფორმება ან მისი ვიზუალის სრული აღდგენა. სპეციალისტის დასაქირავებლად გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს. თქვენ არ გადაიხდით დამატებით გადასახადებს/საკომისიოებს და მომსახურების პირობებს ინდივიდუალურად შეათანხმებთ. ეს მოგცემთ სრულ თავისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამასთან უფასო სატელეფონო კონსულტაცია დაგეხმარებათ, რომ წინასწარ გაეცნოთ სამუშაოს სპეციფიკას, სირთულეს და ოსტატის ანაზღაურება წინასწარ დაიანგარიშოთ. პლატფორმის საშუალებით სასურველ ხელოსანს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დაიქირავებთ. კვირის ნებისმიერ დღეს ხარისხიანი მომსახურების მისაღებად ერთი ზარის განხორციელებაც საკმარისია. რაც მთავარია თქვენ დაუბრკოლებლად ეცნობით როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებს და სპეციალისტის დაქირავების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდგომ იღებთ.

მომხმარებლის შეფასებები

თუნუქის (ჟეშტის) გასწორება სურათი
თუნუქის (ჟეშტის) გასწორება
ავთო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-02-14 22:37:56

მომსახურება იყო ხარისხიანი და იაფი, რაც მთავარია მალე დაასრულა, მადლობა

სათუნუქე სამუშაოები სურათი
სათუნუქე სამუშაოები
gurami
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2022-10-19 22:44:05

ესეთ მდგომარეობაში იყო თავდაპირველად მანქანა, შედეგი სახეზეა. საუკეთესო სერვის მენეჯერი გოგონა ლანა მომემსახურა, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

რას მოიცავს ავტომობილის სათუნუქე სამუშაოები?

ავტომობილის ძარა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ელემენტია. მანქანის შეკეთება ნებისმიერი მექანიკური და ელექტრული მოწყობილობის მუშაობის აღდგენას გულისხმობს, ხოლო ძარის შეკეთება მოიცავს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა: ჩარჩო, საქარე მინები, ფანჯრები, სახურავი, კარები, ბამპერები, საბარგული და ა.შ. მანქანის მუშაობა, ისევე როგორც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოება, მანქანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ძარის შეკეთების პროცესს გონივრულად უნდა მივუდგეთ. 
ავტომობილის ექსტერიერის შეკეთება არის კარკასის ნომინალურ მდგომარეობაში აღდგენის პროცესი: ჩაღრმავებისა და დეფექტების გასწორება, ბზარების შედუღება და ჟანგის მოცილება. მანქანის ძარის შეკეთების ტექნოლოგია მოიცავს ყველა დეფექტის აღმოფხვრას მცირე ჩახრილობიდან სრული გეომეტრიის აღდგენამდე. 
ძირითადი რემონტის სახეები
სამუშაოს სირთულიდან და ბუნებიდან გამომდინარე არსებობს სათუნუქე სამუშაოების შემდეგი ტიპები:
აბრაზიული გაპრიალება-მცირე ნაკაწრების და დეფექტების მოცილება. ამ დროს ლითონის ინტეგრალური ზედაპირი კოროზიის რისკს ამცირებს. გაპრიალება ხორციელდება საღებავის საფარისა ლითონის ზედა ფენის მძიმე დაზიანების შემთხვევაში. ზედაპირი გლუვ მდგომარეობაშია, რაც ჩაღრმავებების წარმოქმნას უშლის ხელს.
სამუშაოები სპეციალური გასასწორებელი ჩაქუჩების, საყრდენებისა და მექანიზმების საშუალებით ხორციელდება, რის შედეგადაც მანქანის ზედაპირი პირვანდელ ფორმას უბრუნდება. თუმცა ამისთვის შესაბამისი გამოცდილებაა საჭირო და გეომეტრიის აღდგენა მარტივი საქმე სულაც არ არის. 

სათუნუქე სამუშაოების მიზანია ავარიების შემდეგ ძარის დაზიანებული ნაწილების და შასის გასწორება, რათა ავტომობილი ქარხნულ ბალანსს დაუბრუნდეს. 

ადგილობრივი რემონტი გულისხმობს მანქანის კონკრეტული ნაწილის აღდგენას ან შეცვლას, ხოლო კაპიტალური რემონტი აუცილებელია ჩატარდეს სერიოზული უბედური შემთხვევის შემდეგ. სათუნუქე სამუშაოები მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას, რადგან ის ავტოსისტემის თითოეული ნაწილის დემონტაჟს მოითხოვს. 
სათუნუქე სამუშაოები ავტოინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, რადგან დაზიანებული ნაწილის შეცვლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მისი გასწორება. ყოველივე ამის შემდეგ თუ ლითონის ფორმას აღადგენთ, მისი სიძლიერე საგრძნობლად შემცირდება. კორპუსის ლითონის დეტალების დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაჟანგვა, ამიტომ ხელახალ დაფარვამდე საჭიროა გაპრიალება. 

საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია საბარგულის კარკასის შეკეთებაც, რადგან გზებზე მოულოდნელი სიტუაციების გამო მასზე ჩაღრმავებები ხშირია. თუ კონკრეტული ნაწილის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, მის პირვანდელ ფორმას აღადგენენ. ამ დროს დემონტაჟი საჭირო აღარ არის. საბარგულის ნაწილის შეკეთება საშუალებას გაძლევთ, რომ დაზოგოთ თანხის 70%, რაც ახალი ნაწილის შესაძენად არის საჭირო. თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწილის შეცვლა უფრო გამართლებულია. ეს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ბევრად ძლიერი დეფორმაცია. 
საბარგულის სახურავის შეკეთებისას საკეტსაც არემონტებენ. თუ საკეტის ღარები ხელუხლებელია, მაშინ მექანიზმის მხოლოდ შიდა ნაწილი იცვლება. მუშაობის დროს კომპიუტერი ითვალისწინებს ქარხნის საცნობარო წერტილებს. რესტავრაციის დროს ცდომილება მხოლოდ 0.5 მმ-ია, შესაბამისად, კავშირების აღდგენის შემდეგ ის ორიგინალს 100%-ით შეესაბამება. 
როდის არის აუცილებელი სათუნუქე სამუშაოები?
ყველაზე ხშირად სათუნუქე სამუშაოების ჩატარება საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა: ამ ტიპის სამუშაოები სრულდება ნებისმიერი მიზეზით ინტერიერის ხელახალი გაფორმებიდან მანქანის გარე ვიზუალის სრულ აღდგენამდე. ავტომობილის სათუქუნე სამუშაოების ოსტატები შეამოწმებენ ჩარჩოს, რათა დარწმუნდნენ, რომ მას რაიმე ტიპის დაზიანება არ აქვს. ისინი ასწორებენ ნებისმიერი გარე ზემოქმედების ნაკვალევს და ნაკაწრს, შეაკეთებენ დაზიანებულ საღებავს და მანქანას პირვანდელ ვიზუალს დაუბრუნებენ. ჩვეულებრივ სამუშაოები მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მანქანის ძარის შეკეთება იწყება დაზიანებული ნაწილების დემონტაჟით. ჩარჩოსა და შასის სტრუქტურული დაზიანების გამოსწორების მიზნით ოსტატი აკეთებს ჩაღრმავებებსა და სხვა ტიპის დაზიანებებს. უფრო მნიშვნელოვანი დეფექტები უნდა შედუღდეს ან მთლიანად შეიცვალოს. 
ძარის შეკეთების პროცედურის შემდეგი ეტაპი არის ფანჯრების და საქარე მინების მონტაჟი. დასკვნით ეტაპზე კორპუსი იღებება და ტარდება დამკვეთთან შეთანხმებული ინდივიდუალური ოპერაციები. 
სად მოვიძიოთ სათუნუქე სამუშაოების გამოცდილი ოსტატი?
ავტოინდუსტრიაში სათუნუქე სამუშაოები საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა. კვალიფიციური სპეციალისტის საპოვნელად servisebi.ge-ზე რეგისტრირებულ კანდიდატებს გაეცანით. ყურადღებით წაიკითხეთ მომსახურების პირობები და დამატებითი დეტალების შესახებ სატელეფონო კონსულტაცია გაიარეთ.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ ნებისმიერი სამუშაოს ღირებულება მისი მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს, ამიტომ ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება. თითოეული მომხმარებელი თავისუფლად წერს მიღებული გამოცდილების შესაბამის შეფასებას, რაზე დაყრდნობითაც ჯამური რეიტინგი დგება. თუ სპეციალისტის სანდოობა გაფიქრებთ, აუცილებლად წაიკითხეთ კომენტარები და გადაწყვეტილება ამის შემდგომ მიიღეთ. Servisebi.ge თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობაზე მორგებული პლატფორმაა, რომელიც ახლობლების შეწუხების გარეშე ნებისმიერ ხელოსანს გაპოვნინებთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები