ჟალუზის დამზადება
ფანჯრის ან კარის ჟალუზის დამზადება, როგორც წესი ინდივიდუალური შეკვეთით ხორციელდება. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მზა ჟალუზი იწარმოება ფანჯრის ტიპური ზომების მიხედვით, ხოლო გარკვეული ზომებით დამზადებული ჟალუზი კარები იჭრება კონკრეტულ სიგანეზე და ერგება კარის ღიობის ზომას. ჟალუზის დაყენება შესაძლებელია უშუალოდ მწარმოებელი კომპანიის სპეციალისტების ან
ხელოსნის მიერ. ჟალუზები ფასის მიხედვით განსხვავდება, მზა ჟალუზების უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობა და ფასია, მაშინ როდესაც, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ჟალუზები უფრო ძვირია. ჟალუზების დაყენება არ მოითხოვს დიდ დროს, მაგალითად ფანჯრის ჟალუზები შესაძლოა რამდენიმე საათშიც კი დაამონტაჟონ. თუ გსურთ ჟალუზის ფასები მაქსიმალურად ბიუჯეტურად და
ფანჯრის ფარდა ჟალუზები იაფად შეარჩიოთ,
servisebi.ge ზე მარტივად იპოვით განცხადებებს.
ჟალუზების დამზადების პროცესი: მასალა, ზომა, მონტაჟი
მნიშვნელობა არ აქვს, კერძო სახლი გაქვთ, ბინა თუ თქვენთვის სასურველი სივრცის ფანჯრების განსხვავებულად გაფორმება გსურთ, ჟალუზები ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია. ჟალუზები პოპულარული და პრაქტიკული გადაწყვეტაა არამარტო ფანჯრებისთვის, არამედ კარებისა და ვერანდებისთვისაც. ჟალუზების არამხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ, არამედ უზრუნველყოფენ სინათლის ნაკადის რეგულირებას, კონფიდენციალურობის დაცვას და სივრცის თერმულ იზოლაციას.
ჟალუზების მთავარი უპირატესობა, მისი მოვლის სიმარტივეცაა. ფანჯრის ფარდა ჟალუზების გაწმენდა და მოვლა საკმაოდ მარტივია, მოვლის მეთოდი დამოკიდებულია თუ რისგან მზადდება ჟალუზები.
სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჟალუზი, განსხვავებული გამოყენებისაა.
ვინილი ჟალუზების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია, მისი პრაქტიკულობის და ფერის გათვალისწინებით. მასობრივად ვინილის ჟალუზები ხშირად თეთრი და ერთფეროვანია. თუმცა, ხელმისაწვდომია მრავალი დიზაინი და ფერი, რომელთა მორგებაც შესაძლებელია თქვენი სახლის ან ბინის დიზაინს. ვინილი არ საჭიროებს ზედმეტ მოვლას, სველი ტილოთი ან ზედაპირული წმენდით ვინილი მარტივად სუფთავდება. ვინილის ლამელები ზოგჯერ შეიძლება მოიღუნოს და გატყდეს ინტენსიური გამოყენების გამო, მაგრამ ფასი და სტილი მაინც ამართლებს მის ხარჯებს. რაც შეეხება, ლითონის ჟალუზებს, ეს გაცილებით გამძლეა, ვიდრე ვინილი. სათანადო მოვლის შემთხვევაში, ლითონის ჟალუზებმა შეიძლება ძალიან დიდხანს გაძლოს. თუმცა, ისინი ვინილისგან განსხვავებით ისეთივე ნაკლებად ერგება ინტერიერის დიზაინს. ამ ტიპის ჟალუზები მსუბუქი და მდგრადია კოროზიის მიმართ.
ხის ჟალუზები შეიძლება დამზადდეს, როგორც ხელოვნური, ისე ნატურალური ხისგან. ხელოვნური ხის ჟალუზები გამძლეა და ნატურალურ ხეზე გაცილებით ხელმისაწვდომია. ნატურალური ხისგან დამზადებული ჟალუზები დახვეწილი და გამძლეა. ბუნებრივი ხისგან დამზადებული ფარდა ჟალუზები ნებისმიერ ოთახს შეუდარებელ სტილსა და სითბოს სძენს. ისინი ძალიან გამძლეა გარემო პირობების მიმართ, არ იღუნება და არ ხუნდება.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოხმარებადია რკინის ჟალუზები, რომელიც უმეტესად გამოიყენება, როგორც კერძო სახლების ფანჯრებზე, ასევე მაღაზიების კარებსა და ვიტრინებზე. ამ ტიპის ჟალუზების უპირატესობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება, მათ შორის: უსაფრთხოება, ვანდალიზმისგან დაცვა, თერმოიზოლაცია და მზისგან დაცვა.
ჟალუზების დაყენებამდე უმჯობესია, გაითვალისწინოთ
ჟალუზის დამზადების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს მისი დამონტაჟება. ფარდა ჟალუზის, რომაული ან ვერტიკალური ჟალუზების სწორი მონტაჟი ხელს უშლის მექანიზმის დაზიანებას და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ჟალუზების ფანჯრის შიდა მხარეს დამონტაჟება ხელს უწყობს სინათლის მაქსიმალურ დაბლოკვას და ჟალუზებს უფრო თხელ და დახვეწილ იერს ანიჭებს. ხარისხიანად დაყენებული ჟალუზები მარტივად იმართება და იცავს მას დაზიანებისგან.