რკინის ჟალუზები აერთიანებს უსაფრთხოებას, პრაქტიკულობასა და მაქსიმალურ დაცვას. რკინის ჟალუზებს ფართო გამოყენება აქვს, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საწარმოო მიმართულებით. რკინის
ვერტიკალური ჟალუზების დანიშნულებაა დაიცვას ნებისმიერი ობიექტი ქურდობისგან, ამინდის მავნე ზემოქმედებისა და მზის გამოსხივებისგან. რკინის ჟალუზების მთავარი უპირატესობა მისი სიმტკიცეა. დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მაქსიმალურად სანდო და დაცული რკინის ჟალუზების დამზადებას უზრუნველყოფს. გამძლეობის გარდა, რკინის ჟალუზები გამოირჩევა ესთეტიკური დიზაინით, რაც საშუალებას იძლევა ისინი მარტივად მოერგოს ნებისმიერი ტიპის ობიექტს.
როგორ ხდება რკინის ჟალუზების დამზადება ?
რკინის ჟალუზების დასამზადებლად პირველ რიგში, საჭიროა ჟალუზის ზომების სწორად აღება. საწარმოს სპეციალისტი თქვენთვის სასურველ ობიექტზე მოსვლის შემდეგ ადგენს ჟალუზის ზუსტ ზომებს, ამ დროს ითვალისწინებს კარის, ფანჯრის ან შენობა-ნაგებობის კონსტრუქციას, გახსნა-დახურვის მიმართულებას და მონტაჟის ტექნიკურ თავისებურებებს.
რკინის ჟალუზების დამზადება შეგიძლიათ, როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, კონკრეტული ზომებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ისე ბიზნეს საქმიანობისთვის. აუცილებლად ენდეთ ისეთ ობიექტს ან რკინის ჟალუზების მწარმოებელს, რომელიც იყენებს მაღალი ხარისხის ლითონს და საიმედო მექანიზმს, ასევე, გთავაზობთ განსხვავებულ დიზაინს.
რკინის ჟალუზის ფასი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მასალის ზომა, სისქე, ჟალუზის მექანიზმების ტიპი, მონტაჟის სირთულე, დიზაინი და ფერი ის მახასიათებლებია, რაც რკინის ჟალუზების ფასზე ახდენს გავლენას. რაც უფრო დიდია ფანჯრის ან კარის ღიობის ზომა, მით მეტი მასალა, ძლიერი მექანიზმი და სამუშაო რესურსია საჭირო, რაც თავისთავად ზრდის რკინის ჟალუზის საერთო ფასს. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ოპტიმალური ვარიანტი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად.