მანქანის ინტერიერის სისუფთავე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, მოვლილ ინტერიერს ესთეტიკური სიამოვნების მოტანაც შეუძლია. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მანქანის ინტერიერს ეტყობა ლაქები, ჭუჭყი ჯდება სავარძელში და ჰაერში უსიამოვნო მომჟავო სუნი ტრიალებს. ეს პროცესი გარდაუვალია, თუმცა გამოსწორებადი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ინტერიერის ქიმწმენდის ჩატარება.
ავტომობილის ინტერიერის ქიმწმენდის სარგებელი
ინტერიერის ქიმწმენდას ლაქების, ჭუჭყის და უსიამოვნო სუნის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსაშორებლად იყენებენ. სპეციალური ქიმიური ნაერთებისა და მოწყობილობების გამოყენებით შესაძლებელია მტვრის, ჭუჭყის, ნამსხვრევების, ქვიშის გაწმენდა ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. ეს აპრობირებული მეთოდია ინტერიერის განსაახლებლად, რის შემდეგაც სასიამოვნო და ჰიგიენურ გარემოში აგრძელებთ მანქანის მართვას.
ექსპერტების რეკომენდაციით ქიმწმენდა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს, რათა მანქანის სალონის მიმზიდველობა და წესრიგი შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია იცნობდეთ იმ მეთოდებს, რომლითაც მანქანის ინტერიერი მშრალად იწმინდება საოცარი ეფექტის მისაღწევად.
მანქანის ქიმწმენდის ეტაპები
პირველ რიგში გაეცანით იმ ეტაპებს, რომლებიც ქიმწმენდის სრულ პროცესს აღწერს. რაც უფრო მეტად იქნებით გათვითცნობიერებული მეთოდებში, მით უფრო გაგიმარტივდებათ სპეციალისტის შერჩევა და სამუშაოს ეფექტურობის შეფასება.
სამუშაოსთვის მომზადება
მანქანის სალონის ქიმწმენდა იწყება მომზადების პროცესით, რომელიც შეხების გარეშე გარეცხვას გულისხმობს. ამის შემდგომ სპეციალისტები აფასებენ სალონის დამუშავებულ ზედაპირებს და მასალებს. შეფასების შემდგომ ირჩევენ საწმენდ საშუალებებს და ანტირეაგენტების კომპლექტს თითოეული ზედაპირისთვის. მტვერსასრუტის საშუალებით დასუფთავებისას გამოტოვებული ადგილები, მათ შორის საბარგულიც, ხელით ირეცხება.
ჭერის საფარით მუშაობა
ქიმწმენდის პროცესი სალონის ჭერიდან იწყება. ამ ტიპის საფარის უმეტესობისთვის ხელოსნები მშრალი წმენდის მეთოდს ირჩევენ. თუ დაბინძურება ძლიერია, ოსტატს უფრო მძლავრი საშუალებების გამოყენება შეუძლია, თუმცა ამის შემდგომ ჭერს გასაშრობად დიდი დრო სჭირდება. ზედაპირების ერთი მიმართულებით გასაწმენდად საწმენდი საშუალებების ქაფი გამოიყენება.
მძღოლისა და მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების გაწმენდა
როგორც წესი, მძღოლისთვის განკუთვნილი წინა სავარძლები ყველაზე დაბინძურებული ადგილებია. თუ გადასაფარებლებია გამოყენებული ისინი ცალკე იწმინდება. ღვედების გასასუფთავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას აეროზოლი, ორთქლის გენერატორი, ჯაგრისები და ტილოები.
კარის, პლასტმასის და მართვის პანელების წმენდა
ქიმწმენდისას ფანჯრები სპეციალური საწმენდი ნაერთებით მუშავდება. საქარე მინაზე საპნიანი ხსნარი უნდა წაუსვათ, შემდგომ კი დაფა ნაზად გაწმინდოთ ღრუბლით. რაც შეეხება პლასტმასის პანელებს, მათი დამუშავება ხდება ამ ტიპის მასალისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყოთი, რომელიც არ აზიანებს მას, ანიჭებს ბზინვარებას და სისუფთავეს დიდი ხნის განმავლობაში.
იატაკის და საბარგულის წმენდა
იატაკის საწმენდი ნაერთების საშუალებით ირეცხება. ამავდროულად, ნაკერებში, ბზარებსა და კუთხეებში დაგროვილი ჭუჭყი იწმინდება. ე.წ. ,,ჯიუტი“ ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენება წნევის (სარეცხი) მტვერსასრუტი და სპეც ქიმიკატები, რომლებიც იდეალურად ასუფთავებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ლაქებს (თუმცა მათი გამოყენება ნაზი საფარველისთვის საკმაოდ საფრთხილოა).
ინტერიერისა და საბარგულის პროფესიონალური გაშრობა
სპეციალური საშრობი მოწყობილობა სწრაფად აშრობს სავარძლებს, საბარგულს და იატაკს მანქანის სალონში. მსგავსი ტიპის საშრობის წყალობით მანქანაში ღუმელის ჩართვა საჭირო არ არის. გაშრობა ოპტიმალურ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რაც ყველანაირ დაზიანებას გამორიცხავს.
უსიამოვნო სუნის მოცილება
ინტერიერის კომპლექსური წმენდის ბოლო ეტაპზე უსიამოვნო სუნის, სოკოების, ბაქტერიების და ობის მოცილება ხდება. გამოცდილი ოსტატები სუნის კონტროლის ორ ტიპს გთავაზობენ. პირველი ეს არის სალონის ოზონირება. ოზონი სუნის წყაროს აქრობს და ბაქტერიებს/ობს ანადგურებს. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც მძღოლი და მგზავრები მანქანაში ბევრს ეწევიან. ოზონი ყველაზე რთულ სუნსაც აშორებს და მისი შემდგომი გამოჩენის პრევენციას ახდენს. ასევე იყენებენ ორკომპონენტიან ატომიზაციას, რომელიც მოლეკულურ დონეზე უმკლავდება სუნს, ობს და სოკოს. ასევე ეს პროცესი ანადგურებს მავნე ვირუსების და ბაქტერიების 99%-ს, რაც ზედაპირების სრულ დეზინფექციას ნიშნავს. ეს მეთოდი ადამიანებისა და ცხოველებისთვის უვნებელია და ინტერიერს ახალი, წიწვოვანი სუნით ავსებს.
სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი ქიმწმენდის ჩასატარებლად?
მანქანის ქიმწმენდა შიდა დაბინძურებას გამორიცხავს და ინტერიერს იდეალურ იერს უბრუნებს. ეს ყველაფერი კი დიზაინის ახალი ელემენტების შეძენის გარეშე ხდება. საუკეთესო ვარიანტი პროფესიონალური ქიმწმენდის ჩატარებაა, რათა არსებული სიტუაცია არ გაამწვავოთ და სალონი არ დააზიანოთ.
ქიმწმენდის გამოცდილი სპეციალისტის პოვნა
servisebi.ge-ზე შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და თქვენთვის ოპტიმალური ოსტატი სასურველ ადგილას გამოიძახოთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, ამიტომ დეტალებზე შეთანხმებაც მარტივდება. პლატფორმაზე არ მოქმედებს დამატებითი საკომისიო, ან სხვა სახის გადასახადები. სერვისის ღირებულება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
მთავარ უპირატესობათა შორის გამოირჩევა შეფასების გამჭვირვალე სისტემა, რომელიც თითოეულ სპეციალისტს სარეიტინგო ქულას ანიჭებს. არჩევანის გაკეთება რეალურ მომხმარებელთა კომენტარებზე დაყრდნობით კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ.