ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ამწე კრანები ფართოდ გამოიყენება სამშენებლო, სამრეწველო და ლოგისტიკურ პროექტებში, სადაც საჭიროა მძიმე ტვირთების აწევა და გადაადგილება. მათი გამოყენება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, იქამდე სანამ
ამწე კრანის დაქირავებას ან შეძენას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ ფასებს და ამწე კრანების ტიპებს.
ამწე კრანის მომსახურების არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
- ტვირთის მაქსიმალური წონა და ზომა;
- სამუშაო სივრცის სპეციფიკა;
- უსაფრთხოების ნორმები;
- მომსახურების ხანგრძლივობა და პირობები;
რა ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ისინი ?
ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:
- თვითმცლელი ამწე - არის სპეცტექნიკა, რომელიც აერთიანებს თვითმცლელისა და ამწის ფუნქციებს. ეს სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს მძიმე ტვირთების გადმოყრას, აწევას და ტრანსპორტირებას. მისი გამოყენება აქტუალურია სამშენებლო, ლოგისტიკურ და სამრეწველო სფეროებში.
- კოშკურა ამწე - კოშკური ამწე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც გამოიყენება მაღალსართულიანი შენობების, ხიდებისა და სხვა მასშტაბური ობიექტების მშენებლობაში. მას შეუძლია დიდი ზომის და წონის ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის 20 ტონამდე. კოშკურა ამწეების სიმაღლე 30-დან 200 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთი სპეციალური მოდელი კიდევ უფრო მაღალ კონსტრუქციებზე მუშაობს.
- მანიპულატორი ამწე - მანიპულატორი ამწე ეს არის სატვირთო ტიპის მანქანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. მანიპულატორი ამწე არის სპეციალური ჰიდრავლიკური ან რობოტული დანამატი, რომელიც მიზნად ისახავს ამწეების შესაძლებლობების გაძლიერებას ტვირთის აწევის, პოზიციონირებისა და მასალის გადატანისთვის. გამოირჩევა უპირატესობებით, როგორიცაა: კომპაქტურობა, მოქნილობა და საწვავის მცირე მოხმარება.
- სამშენებლო ამწე კრანი - სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ გადასატანად. მისთვის დამახასიათებელია, ამწის მაღალი სიმძლავრე და სტაბილურობა. ამ ტიპის ამწე კრანი სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ და ოპტიმალურად გადასატანად.
რა ღირს ამწე კრანის დაქირავება ?
ამწე კრანის ტიპები ერთმანეთისგან განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ტექნიკის დაქირავების ფასი მისი მახასიათებლის და პერიოდის მიხედვით განსხვავებულია.
ამწე კრანის მომსახურების საშუალო ფასები კი შემდეგნაირია:
საათობრივი ქირაობა: 50-150 ₾ (კრანის ტიპის მიხედვით)
დღიური ქირაობა: 400-1500 ₾
გრძელვადიანი ქირაობა: სპეციალური შეთავაზებები ხელმისაწვდომია დიდ პროექტებზე.
ფასი დამოკიდებულია, რომელ ქალაქსა და რეგიონში გსურთ ამწე კრანის დაქირავება. დღესდღეობით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის:
თბილისში,
ქუთაისსა და
ბათუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ თქვენთვის სასურველი ამწე. გარდა ამისა, საიტზე
servisebi.ge შეგიძლიათ მოიძიოთ ამწე კრანი ოპერატორით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სამუშოა პროცესების ხარისხიანად შესრულებაში და დაგიზოგავთ დროს.