თუ გადავხედავთ ისტორიულ ფაქტებს აღმოვაჩენთ, რომ ამწე კრანის ისტორია ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მომდინარეობს. მძიმე ტვირთის გადასაადგილებლად და სიმაღლეზე ასატანად
ძველმა ბერძნებმა VI საუკუნის ბოლოს, ამწე გამოიგონეს.
ამწე ეს არის ელექტრომომარაგებულ მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მექანიკური საშუალებებით ტვირთის ასამაღლებლად ან დასაწევად, რომელიც შეჩერებულია კაუჭის ან სხვა ტვირთგამტარი მოწყობილობის საშუალებით. ამის გარდა, ამწეს შეუძლია მთელი მოწყობილობის ან მისი ჯიბის, ტროლეის ან სხვა მსგავსი ნაწილის მოძრაობით შეაჩეროს დაკიდებული ტვირთი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ჰაერში.
რა უპირატესობა აქვს ამწე კრანის დაქირავებას ?
ამწე კრანის დაქირავება გამოირჩევა უპირატესობებით, რაც უზრუნველყოფს მძიმე ტვირთის ეფექტურ გადაზიდვას, როგორც სამშენებლო, ისე სამრეწველო და კერძო ობიექტებზე. ეს არის ყველასთვის უსაფრთხო და ოპტიმალური გადაწყვეტა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მძიმე ტვირთს ეხება. ამწე კრანების დაქირავება შესაძლებელია, როგორც ერთი დღით, ისე რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში. თუ დაიქირავებთ ამწე კრანს თქვენ მიიღებთ:
- სასურველი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვას;
- ნარჩენების ოპტიმალურ დროში გადატანას მაღალი სართულებიდან;
- დროის დაზოგვას;
- ხარჯების ოპტიმიზაციას;
- ხარისხიან მომსახურებას;
სხვადასხვა კომპანია თუ კერძო პირი მომხმარებელს საიმედო და მრავალფუნქციური ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. შეგიძლიათ მარტივად იქირაოთ
ამწე კალათა,
კოშკურა,
მანიპულატორი,
სამშენებლო ან
თვითმცლელი ამწეები, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზე სასურველი ნივთების ან ტვირთის გადაზიდვის დროს საუკეთესო გამოსავალია. ამწეს კალათი ტრიალებს 360 გრადუსით, რაც იდეალურია თქვენი საჭიროების ხარისხიანი და პრაქტიკული შესრულებისთვის.
შეიძლება თუ არა ამწე კრანის დროებით დაქირავება ?
სასურველი ამწეს ტიპის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ იქირაოთ ამწე რამდენიმე დღით ან ერთი კვირით. ბაზარზე არსებული არაერთი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ქირაობის სერვისს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ეს საგრძნობლად ზოგავს თქვენს ხარჯებს, რადგან არ გიწევთ ტექნიკის შეძენა მძიმე ტვირთის გადასატანად.
რა ღირს ამწე კრანის დაქირავება ?
ამწეების სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება. აქედან გამომდინარე, ამწე კრანის ქირაობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება უშუალოდ ტექნიკის მახასიათებლების მიხედვით და ის თუ რამდენ ხანს ქირაობთ. როგორც კერძო პირი, ისე არაერთი კომპანია გთავაზობთ განსხვავებულ ფასს მომსახურებაზე.