რაზვალი არის კუთხე, რომელიც ბორბლის სიბრტყესა და ვერტიკალურ ხაზს შორის წარმოიქმნება. სხვაგვარად ეს არის ბორბლის ვერტიკალური გადახრა. დადებითი სიტუაცია გვაქვს მაშინ, თუ ერთსა და იმავე ღერძზე არსებული ბობრლების ზედა ნაწილები (ქვედასთან შედარებით) უფრო დაშორებულია. რაზვალი გასასწორებელია იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ღერძზე მოთავსებული ბორბლის ზედა ნაწილები უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ქვედა. ეს შემთხვევა დამახასიათებელია სპორტული მანქანებისთვის. ის საშუალებას გაძლევთ კუთხეებში რაც შეიძლებ
თვლების შეყრის გასწორების აუცილებლობაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი მოქმედებს. ბორბლების არასწორი განლაგება ისეთი ნიშნებით გამოიხატება, როგორიცაა: დაბალ სიჩქარეზეც კი, ბორბლები მოხვევისას არაბუნებრივად ხმაურობენ; იმისთვის, რომ მანქანამ პირდაპირ იმოძრაოს საჭე ან მარცხნივ, ან მარჯვნივ უნდა იყოს გადახრილი (თუ საჭეს გაათავისუფლებთ მანქანა გადავა მარჯვნივ, ან მარცხნივ); საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება; მოხვევის შემდეგ საჭე არ უბრუნდება საწყის მდგომარეობას; მომსახურების აუცილებლობა შეიძლებ
ექსპერტები გვირჩევენ, რომ თვლების შეყრის გასწორებისთვის სერვის ცენტრს ყოველ 20 ათას კილომეტრზე მივაკითხოთ. ავტომექანიკოსის მომსახურების მიღებამდე შეამოწმეთ თქვენი მანქანის ბორბლების მოძრაობა სწორ ხაზზე და გაათანაბრეთ წნევა. დააფიქსირეთ თქვენი მანქანის საჭის პოზიცია და დათვალეთ მოხვევების რაოდენობა მარჯვნივ და მარცხნივ. რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი და ეს ინფორმაცია ოსტატს უნდა აცნობოთ. სამუშაოს დაწყებამდე გამოცდილმა მექანიკოსმა უნდა შეამოწმოს მანქანის ტექნიკური მდგომარეობა, ჩაატაროს შასის დიაგნ
სწორად მორგებული ბორბლის კუთხე თქვენს მანქანას ნებისმიერ ზედაპირზე უნარჩუნებს სტაბილურობას. ის ასევე ამცირებს საბურავების არათანაბარ და სწრაფ ცვეთას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ ხარჯვას, რაც თქვენს ფინანსებსა და გარემოზე დადებითად აისახება.
ბორბლების არასწორი განლაგების დარეგულირება ექსპერტების გარეშე დაუშვებელია, რადგან ამაზე თქვენი უსაფრთხო გადაადგილებაა დამოკიდებული. თუ მშრალ ამინდში გადაადგილებისას მანქანა მეტნაკლებად კონტროლირებადია, წვიმიან ამინდში, ან ყინულოვან ზედაპირზე ის სწრაფად რხევას დაიწყებს (მარჯვნივ ან მარცხნივ). ეს არაპროგნოზირებადი ქცევა მნიშვნელოვნად ზრდის ავტომობილის შემხვედრ ზოლში გადასვლას და ავტოავარიის ალბათობას.
მანქანის ტექნიკური მომსახურების სრული სპექტრის მისაღებად სერვისცენტრის რიგში დგომა საჭირო აღარ არის. საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ის და სასურველი მექანიკოსი თქვენივე მისამართზე გამოიძახოთ. თანამედროვე აღჭურვილობის საშუალებით რეგისტრირებული მექანიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით, კვირის ნებისმიერ დღეს. მოგემსახურებიან. ინოვაციური ტექნიკური ბაზისა და პროფესიონალური ინსტრუმენტების საშუალებით გამოცდილი სპეცალისტები რაზვალის გასწორების სერვისს სრული გარანტიით გთავაზობენ. ჩვენს პლატფორმაზე ფიქსირ