კომერციული ფართები

კომერციული ფართები ქირავდება,როგორც მცირე ბიზნესისთვის, ისე მსხვილი მეწარმეებისთვის. თუ ეძებთ კომერციულ ფართს, რომელიც ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს და საუკეთესო საიჯარო პირობებით გამოირჩევა, შეამოწმეთ საიტი servisebi.ge.  აქ დაგხვდებათ დეტალური განაცხადი, კატეგორიაში ქირავდება კომერციული ფართები, სადაც იპოვით დასურათებულ განაცხადებს და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ კომერციულ ფართებს. გაითვალისწინეთ, კომერციული ფართების დაქირავებამდე დეტალურად გაიარეთ ყველა საჭირო პირობა გამქირავებელთან და მოითხოვეთ ამ პირობის დამადასტურებელი სრული იურიდიული დოკუმენტაცია. ასე თავიდან აირიდებთ ნებისმიერი სახის გაუგებრობას და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.

ქირავდება კომერციული ფართი

ქირავდება კომერციული ფართი თბილისში, ცენტრალურ უბანში, ცინცაძის ქუჩაზე. თუ ეძებთ განცხადებებს დასახელებით, კომერციული ფართი ქირავდება საბურთალოზე, აუცილებლად შეამოწმეთ განაცხადის ყველა დეტალი. კომერციული ფართის ქირაობა მოითხოვს დეტალებისადმი ყურადღებას და საუკეთესო შეთავაზების შერჩევას. კომერციული ფართების გაქირავება დღეს მარტივია, რადგან გამქირავებელს, შეუძლია ონლაინ პლატფორმის საშუალებით იპოვოს მომხმარებლები. თუ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ეძებთ განცხადებებს, ქირავდება კვების კომერციული ფართი ყურადღება მიაქციეთ მის ზომას, ტექნიკურად გამართულობასა და იჯარის სხვა პირობებს. ისეთი დეტალები, როგორიცაა: გათბობა, გაგრილება, ინტერნეტი, უსაფრთხოების სისტემები და პარკინგის ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

​ქირავდება კომერციული ფართი საუკეთესო ადგილზე

კომერციული ფართების დაქირავება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის. მას შემდეგ,რაც კომერციულ ფართის დაქირავებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება.

პირველ რიგში, უნდა დააზუსტოთ, რას მოიცავს კომერციული ფართის იჯარა. კომერციული ქონების დაქირავებამდე, უმჯობესია, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება გაფორმდეს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის კომერციული ქონების დაქირავების შესახებ. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, გადასახდელი ქირის ოდენობას, გადახდის ვადებს, იჯარის ხანგრძლივობას, იქნება ეს ფიქსირებული თუ პერიოდულად განახლებადი ვადა, ქონებაზე შესაძლო საქმიანობის სახეობებს და სხვა.

კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება, ასევე უნდა შეიცავდეს დეტალებს ორივე მხარის პასუხისმგებლობებისა და უფლებების შესახებ. დაქირავებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ქონება შეესაბამება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.

დააზუსტეთ, რა ვადით ხდება კომერციული ფართის გაქირავება და რამდენ ხანს გრძელდება კომერციული ქონების იჯარა?

კომერციული ქონების იჯარის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით. იჯარის ვადა შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან გაგრძელდეს რამდენიმე წლამდე. როგორც წესი, ბიზნესები, რომლებიც საჭიროებენ სტაბილურობას და გრძელვადიან დაგეგმვას, უფრო ხანგრძლივ იჯარებს ირჩევენ.

რატომ უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას დეტალურად ?

კომერციული ფართების დაქირავებამდე, თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ იჯარის ხელშეკრულებას და გაიგოთ მისი პირობები. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ისეთ დეტალებს, როგორიცაა: იჯარის ხანგრძლივობა, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი, ტექნიკური მომსახურების ვალდებულებები, განახლების ვარიანტები და ნებისმიერი დამატებითი საფასური ან გადასახადი. კომერციული იჯარის ხელშეკრულებები შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, ამიტომ მიზანშეწონილია იურიდიული კონსულტაციისთვის მიმართოთ სამართლის ამ სფეროში რეგულირებულ სპეციალისტს, რათა დარწმუნდეთ, რომ სრულად გესმით თქვენი, როგორც მოიჯარის, უფლებები და ვალდებულებები.

რა უნდა იყოს კომერციული ფართების დაქირავების იჯარის ხელშეკრულებაში?

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ქირაობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს თქვენი კონკრეტული საჭიროებებისთვის შემუშავებულ პუნქტებს. თუმცა, ყველა იჯარა უნდა შეიცავდეს  იჯარით აღებული ფართის აღწერას, იჯარის ხანგრძლივობას და ქირის ოდენობას  და უნდა მიუთითებდეს: ეს დეტალები მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ კომერციული ფართის დაქირავების პროცესს და თავიდან აგარიდებთ ნებისმიერი სახის გაუგებრობებს.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა დოკუმენტებია საჭირო კომერციული ფართის დაქრიავებამდე ?

კომერციული ფართის დაქირავებამდე, პირველ რიგში, საჭიროა დეტალურად გაწერილი იჯარის ხელშეკრულება, დამქირავებლისა და გამქირავებლის იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები, (პასპორტი ან იურიდიული პირის საბუთები) და ხშირად უზრუნველყოფის თანხის ან წინასწარი გადახდის მტკიცებულება.

შესაძლებელია თუ არა კომეციული ფართის შეცვლა და კონკრეტულ ბიზნეს საჭროებებზე მორგება ?

ხშირად, გამქირავებელი, საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე შეცვალოთ ფართის დიზაინი, კედლების ან ტიხრები და ფართის განლაგების ცვლილება.

რა უნდა გაითვალისწინოთ კომერციული ფართის დაქირავებამდე ?

კომერციული ფართის ქირაობამდე შეამოწმეთ პირობები, გათბობის სისტემა, ინტერნეტი და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა. აგრეთვე, უმჯობესია, ხელი მოაწეროთ ოფიციალურ ქირაობის ხელშეკრულებას.

რა ფაქტორები მოქმედებს კომერციული ფართების ქირის ფასზე ?

კომერციული ფართების ქირის ღირებულება დამოკიდებულია ლოკაციაზე, ფართის კვადრატულობაზე, მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურასა და იჯარის პერიოდზე.

​რა უნდა იცოდეთ, სანამ კომერციულ ფართს იქირავებთ ?
​რა უნდა იცოდეთ, სანამ კომერციულ ფართს იქირავებთ ?
კომერციული ფართების დაქირავების პროცესი ფრთხილად დაგეგმვას და სათანადო შემოწმებას მოითხოვს. კომერციული ფართის დაქირავება მნიშვნელოვნად განსხვავდება...
ყველას ნახვა