თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტექნიკა არა მარტო სახლში არამედ საოფისე და სამუშაო სივრცეებში იქიდან გამომდინარე რომ ტელევიზორში არის არაერთი "სმარტ"ფუნქცია ჩაშენებული მომხმარებლები აქტიურად იყენებენ მას მუშაობის პროცესშიც აქტიური მუშაობის ფონზე შესაძლებელია რომ ტელევიზორი დაზიანდეს და საჭირო გახდეს ხელოსნის მომსახურება.
ვინ არის ტელევიზორის ხელოსანი და რა მომსახურების გაწევა შეუძლია მას?
არსებობს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორი. შესაბამისად, მათი შეკეთებისთვის საჭიროა, გამოცდილება და ცოდნა. ტელევიზორის ხელოსანი კი, ის ადამიანია, რომელსაც აქვს კომპეტენცია და ცოდნა, რომ დაზიანებული ან არეული პროგრამის მქონე ტელევიზორი სწორად და მცირე დროში შეაკეთოს. თუ ტელევიზორს უჭირს wifi-ქსელთან დაკავშირება, გამოსახულების ხმა არ ისმის ძველებურად და ეკრანიც ისე მკვეთრად აღარ აჩვენებს, როგორც აქამდე, ტელევიზორის ხელოსანი ყველა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
რას მოიცავს სერვისი ტელევიზორის ხელოსანი ადგილზე გამოძახებით ?
თუ ტელევიზორი მოულოდნელად დაზიანდა შეგიძლია, ისარგებლო ხელოსნის გამოძახების მომსახურებით. ეს სერვისი, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ ტელევიზორის მოხსნა და მისი გადატანა შესაბამის სერვის ცენტრში. ტელევიზორის ხელოსანი ადგილზე გამოძახებით, არის საუკეთესო სერვისი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ გამოცდილი ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება და მარტივად შეაკეთოთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, მათ შორის,
ტელევიზორის ეკრანის შეკეთება.
- პირველ რიგში, ტელევიზორის ხელოსანი მოდის თქვენს მიერ მითითებულ ადგილზე.
- თან აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო და ინვენტარი, რაც მუშაობის პროცესში სჭირდება. ადგილზე მოსვლის შემდგომ, აფასებს ტელევიზორის პრობლემას და ადგენს დაზიანების მიზეზს.
- ამის შემდგომ იწყებს მის შეკეთებას , რაც მოითხოვს მცირე დროს და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს.
ტელევიზორის ხელოსანი ადგილზე მისვლით გთავაზობთ, პლაზმური ტელევიზორის ეკრანის შეკეთებას და სხვა ტიპის მომსახურების გაწევას, როგორც
თბილისსა და
რუსთავში, ისე
ბათუმში.
რა პრობლემა ექმნება lg და სამსუნგის ტელევიზორს ყველაზე ხშირად ?
lg და სამსუნგი ტელევიზორის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი კომპანიებია. შესაბამისად, მომხმარებლებიც აქტიურად იყენებენ მათ მიერ წარმოებულ ტელევიზორებს. თუმცა, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ორივე წარმოების ტექნიკა დაზიანდეს ან შეექმნას გარკვეული პროგრამული ხარვეზები. თუ სახლში, დიდი ხანია იყენებ lg-ის ან samsung-ის ტელევიზორს და მასზე პრობლემა შეგექმნა, lg - ის და სამსუნგის ტელევიზორის ხელოსანი დაგეხმარება მის მარტივად მოგვარებაში.
lg ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გვხვდება:
- აუდიო და ხმის სისტემის დაზიანებები;
- wifi ქსელთან დაკავშირების პრობლემები;
- გამოსახულების სიმკვეთრის ცვლილება;
სამსუნგის ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემებია:
- wifi კავშირის შეფერხება;
- ეკრანის მოულოდნელად ჩაქრობა;
- სმარტ ტიპის სამსუნგის ტელევიზორზე აპლიკაციების ძნელად დაინსტალირება;
იმისთვის რომ, შენს ტელევიზორზე მარტივად მოაგვარო პრობლემა და ნაკლები დანახარჯებით აღმოფხვრა რაიმე სახის დაზიანება, საჭიროა, სწორად შეარჩიო ტელევიზორის გამოცდილი ხელოსანი. მთავარია, მას ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორის შესახებ ცოდნა და შეეძლოს, როგორც სამსუნგის ისე lg-ის ტელევიზორის შეკეთება. თუ რომელიმე ხელოსანი ვერ ახერხებს თქვენი ტელევიზორის შეკეთებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ
ტელევიზორის ჩაბარებით, რაც დამატებით ფინანსურ სარგებელს მოგცემთ.